IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებები., მსგავსებანი და განსხვავებანი
sergi_glaxa
პოსტი May 20 2008, 11:52 AM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



დღესდღეისობით საღვთო წერილი ოთხ სახარებას წარმოგვიდგენს, რომელიც კანონიკურად არის მიჩნეული და რომელშიც მაცხოვრის ამ ქვეყნიური ცხოვრება, მსახურება და ღვაწლია ასახული.
თითოეული სახარების ავტორი თავისებურად აღგვიწერს უფლის ცხოვრებას და თითოეული მათგანი თავისებურად საინტერესოა.

არის საკითხები რომელიც ერთ სახარებაში გვხვდება და მეორეში არა, ან ერთში სრულადაა და მეორეში არასრულად გადმოცემული.

მივყვეთ ამაზე საუბარს და დარწმუნებული ვარ ბევრ საინტერესოს აღმოვაჩენთ.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
death
პოსტი Nov 6 2009, 02:02 AM
პოსტი #22


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა
8. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა.


ახალ ქართულად დავწერ, შენთვისაც უფრო გასაგები იქნება და სხვებისთვისაც

ეს ადგილი გვხვდება, როგორც მარკოზთან ასევე მათესთან 16:28 და ლუკასთან 9:27.

საერთოდ ბიბლიის განმარტება სტროფების ციტირებით არ ხდება. ამ დროს აქცენტი არსობრივზე და მსგავს ადგილებზე კეთდება, ამიტომ მოდი ოდნავ უფრო სრულად დავწეროთ და პარალელურად მსგავს ადგილებსაც დავაციტირებ სხვა სახარებებიდან.

დავიწყოთ მარკოზით:

1. და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით.
2. ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, მარტო ისინი აიყვანა მაღაღ მთაზე და მათ წინაშე იცვალა ფერი.

მათე:

28. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში.

1. ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და მაღალ მთაზე აიყვანა ისინი განმარტოებით.
2. და იცვალა მათ წინაშე ფერი, და გაბრწყინდა მისი სახე, როგორც მზე, და გათეთრდა მისი სამოსი, როგორც ნათელი.

ლუკა:

27. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგიერთი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს.
28. მოხდა ისე, რომ ამ საუბრიდან რვა დღის შემდეგ წაიყვანა პეტრე, იოანე და იაკობი და სალოცავად ავიდა მთაზე.
29. ლოცვისას სახის ფერი იცვალა, ხოლო სამოსი მისი გახდა სპეტაკი და ელვარე.

დამეთანხმები ალბათ იმაში, რომ სიმბოლური არაა, რომ სამივე სახარების ავტორი ქრისტეს ამ სიტყვების შემდეგ ლაპარაკობს მის ფერიცვალებაზე. მჭიდრო კავშირში რომ არის ეს ადგილი ფერიცვალებასთან, ამას კარგად აკავშირებს ლუკა "მოხდა ისე, რომ ამ საუბრიდან რვა დღის შემდეგ...". ანუ მათ იხილეს ქრისტეს ფერიცვალება, რომელიც მისი დიდებით მოსვლის (მეორედ მოსვლა) სიმბოლოა. იოანემ, იაკობმა და პეტრემ იხილეს დიდება, რომლითაც მოვა ქრისტე და დამკვიდრდება მისი სასუფეველი მეორედ მოსვლისას. საერთოდ იოანემ კი სრულად იხილა მეორედ მოსვლის სცენა კუნძულ პათმოსზე, რის მიხედვითაც დაწერა კიდეც თავისი გამოცხადება. მოციქულთაგან სხვას ჰქონდა თუ არა მსგავსი ხილვა ჩვენთვის უვნობია. მოკლედ რომ ვთქვათ აქ საუბარია ზოგადად მეორედ მოსვლის დიდების ხილვაზე და არა მის ფიზიკურ მოსწრებაზე.


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A-G-A-P-E
პოსტი Nov 6 2009, 04:58 PM
პოსტი #23


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 41
რეგისტრ.: 5-November 09
წევრი № 7,691



ციტატა(death @ Nov 6 2009, 02:02 AM) *

ახალ ქართულად დავწერ, შენთვისაც უფრო გასაგები იქნება და სხვებისთვისაც

ეს ადგილი გვხვდება, როგორც მარკოზთან ასევე მათესთან 16:28 და ლუკასთან 9:27.

საერთოდ ბიბლიის განმარტება სტროფების ციტირებით არ ხდება. ამ დროს აქცენტი არსობრივზე და მსგავს ადგილებზე კეთდება, ამიტომ მოდი ოდნავ უფრო სრულად დავწეროთ და პარალელურად მსგავს ადგილებსაც დავაციტირებ სხვა სახარებებიდან.

დავიწყოთ მარკოზით:

1. და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით.
2. ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, მარტო ისინი აიყვანა მაღაღ მთაზე და მათ წინაშე იცვალა ფერი.

მათე:

28. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში.

1. ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და მაღალ მთაზე აიყვანა ისინი განმარტოებით.
2. და იცვალა მათ წინაშე ფერი, და გაბრწყინდა მისი სახე, როგორც მზე, და გათეთრდა მისი სამოსი, როგორც ნათელი.
ლუკა:
29. ლოცვისას სახის ფერი იცვალა, ხოლო სამოსი მისი გახდა სპეტაკი და ელვარე.

დამეთანხმები ალბათ იმაში, რომ სიმბოლური არაა, რომ სამივე სახარების ავტორი ქრისტეს ამ სიტყვების შემდეგ ლაპარაკობს მის ფერიცვალებაზე. მჭიდრო კავშირში რომ არის ეს ადგილი ფერიცვალებასთან, ამას კარგად აკავშირებს ლუკა "მოხდა ისე, რომ ამ საუბრიდან რვა დღის შემდეგ...".

ანუ მათ იხილეს ქრისტეს ფერიცვალება, რომელიც მისი დიდებით მოსვლის (მეორედ მოსვლა) სიმბოლოა.
მოკლედ რომ ვთქვათ აქ საუბარია ზოგადად მეორედ მოსვლის დიდების ხილვაზე და არა მის ფიზიკურ მოსწრებაზე.


death

+1.
ძალიან საინტერესო პასუხია. გეთანხმები აფსოლუტურად!
როცა იესომ თქვა, "ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით", სწორედ იმას მიუთითებდა ის, რომ სანამ ისინი იესოს ფერისცვალებას არ იხილავდნენ, არ იგემებდნენ სიკვდილს, ანუ როგორც შენ თქვი, "მათ იხილეს ქრისტეს ფერიცვალება, რომელიც მისი დიდებით მოსვლის (მეორედ მოსვლა) სიმბოლოა" და მას შემდეგ იგემეს სიკვდილი.


--------------------
ცოდნის გამოყენება, წარმატების საწინდარია -©

_____________________________________

"რადგან ვინც სიტყვას ისმენს და არ ასრულებს, ჰგავს კაცს, რომელიც სარკეში თავის სახეს აკვირდება. უყურებს თავის თავს, მაგრამ მიდის თუ არა, მაშინვე ავიწყდება როგორია". - იესოს ნახევარძმის, იაკობის სიტყვები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
sergi_glaxa   მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სახარებები.   May 20 2008, 11:52 AM
კანუდოსელი   კარგი თემაა და მაშ...   May 20 2008, 11:57 AM
sergi_glaxa   კარგი თემაა და მაშ...   May 20 2008, 12:00 PM
კანუდოსელი   მე როცა ავტორებს ვ...   May 20 2008, 12:02 PM
კანონისტი   კანუდოსელი იოანეს...   May 20 2008, 12:10 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი იოანე...   May 20 2008, 12:12 PM
კანონისტი   კანუდოსელი ლოგიკუ...   May 20 2008, 12:14 PM
კანუდოსელი   კანონისტი ნუ, პრინ...   May 20 2008, 12:18 PM
sergi_glaxa   კანონისტი ნუ, პრინ...   May 20 2008, 03:30 PM
sergi_glaxa   იოანეს სახარებაში ...   May 20 2008, 12:28 PM
დავით ივერიელი   ძალიან საინტერესო...   May 20 2008, 11:23 PM
sergi_glaxa   მათე- თორმეტმოწაფე...   May 21 2008, 10:33 AM
afxazi   დავით ივერიელი ეს ...   May 21 2008, 11:51 AM
sergi_glaxa   დავით ივერიელი ეს ...   May 21 2008, 11:55 AM
afxazi   sergi_glaxa თუმცა თქვენ ვ...   May 21 2008, 11:58 AM
sergi_glaxa   afxaz მე არავის არაფერ...   May 21 2008, 12:00 PM
დავით ივერიელი   ისა და უკაცრავად ...   May 21 2008, 05:15 PM
sergi_glaxa   ისა და უკაცრავად ს...   May 21 2008, 05:19 PM
q-e-T-i   http://church.ge/index.php?showtopic=4212&hl= ი...   May 21 2008, 09:38 PM
ქევანა   რა საინტერესო თემა...   Mar 26 2009, 01:16 AM
egri3   წინააღმდეგობებზე ...   Apr 10 2009, 06:14 PM
ქევანა   egri3 დაიწყე თუ შეგიძლ...   Apr 10 2009, 07:29 PM
დათიკო   egri3 ქევანა არის აპოლ...   Apr 12 2009, 12:54 AM
თამარ   :) ამ შეკითხვისათვი...   Nov 5 2009, 11:34 AM
A-G-A-P-E   გამარჯობა ყველას. ...   Nov 5 2009, 08:40 PM
Atman   A-G-A-P-E გააკეთე კომენ...   Nov 5 2009, 08:41 PM
KAIROS   მაშინ შეგიძლია წე...   Nov 5 2009, 08:48 PM
Atman   არ მოტყუვდე, აპოგე...   Nov 5 2009, 08:50 PM
KAIROS   :D ასეა წესი :)   Nov 5 2009, 09:11 PM
Atman   წესები ობობას ქსე...   Nov 5 2009, 09:14 PM
death   ახალ ქართულად დავ...   Nov 6 2009, 02:02 AM
A-G-A-P-E   ახალ ქართულად დავ...   Nov 6 2009, 04:58 PM
liziko-liziko   წელს პირველადწ ავი...   Mar 10 2010, 08:10 PM
marine   ოთხხატედი = ოთხი მა...   Jul 8 2015, 11:05 PM
marine   "მახარებელთა სხვ...   Jan 28 2016, 07:44 PM
marine   "მაცხოვარმა ერთი ...   Jan 28 2016, 10:41 PM
marine   "პირველი სამი სახ...   Jan 30 2016, 02:11 PM
marine   "იოანე ღვთისმეტყ...   Oct 3 2016, 07:35 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th May 2024 - 02:00 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი