ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
T I K O |
Nov 7 2009, 09:16 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ახლა რაზე გაწუხებთ, გუშინწინ ამეკვიატა ფიქრი ამაზე და ვიფიქრე თემას გავხსნითქო, მაგრამ გადავიფიქრე... დამეზარა (როგორც ყოველთვის). ახლა ისევ მოვიფიქრე და სანამ გადავიფიქრებდი, გავხსენი.
წავიჭორაოთ ცოტა ცნობილია, რომ ადამიანები ყველა დროსა და ეპოქაში მიისწრაფოდნენ და მიისწრაფიან ბედნიერებისკენ, ის კი თავისთავად საკმაოდ გაურკვეველი, ხშირად, არაპროგნოზირებადი და ირაციონალური რამეა. ბედნიერება ძალიან ინდივიდუალურია და მისი შინაარსი ყველას სხვადასხვაგვარად ესმის. ბუნებრივია, მისი მიღწევის გზებიც სხვადასხვაგავარად ესახებათ. რა მიგაჩნიათ თქვენ ბედნიერებად, რაში მდგომარეობს იგი? არის თუ არა ეს ცხოვრების უმაღლესი და საბოლოო მიზანი, როგორც არისტოტელე თვლიდა? არის თუ არა ის თვითკმაყოფილება საკუთარი ცხოვრებით? რამდენად დამოკიდებულია იგი გარე ფაქტორებზე, ვთქვათ, მატერიალურ კეთილდღეობაზე, ასაკზე, სოციალურ სტაბილურობაზე, გარეგნობაზე და ა.შ. რამდენად შედარებითია? და კიდევ, რატომ გაურბის განსაკუთრებით მათ, ვინც გამუდმებით მის ძიებაშია? აბა ჰეთ! სმენად ვარ... უფროსწორად, მხედველობად ვარ ქცეული პ.ს. ძლიერნო ამა ფორუმისანო, მე უკვე დავძებნე და ვერ ვნახე მსგავსი თემა. თუ არსებობს, თქვენ უკეთ იცით სადაც მიუჩენთ ამას ადგილს -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
izi-bartki |
Nov 7 2009, 11:01 PM
პოსტი
#2
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
ნანინა
ციტატა ხო, რაღაცა რეპლიკები იყო აქ და პასუხად დავწერ ჩემი აზრით ადამიანი ბედნიერია იმდენად, რამდენადაც მას ბედნიერების განცდა შეუძლია. ვერ დაადგენ და ვერ განსაზღვრავ ბედნიერების საზომს _ ის ყველა ადამიანისათვის განსხვავებულია. ზოგისთვის ბევრ ფულშია ბედნიერება (რატომაც არა ისინი გვეტყვიან, კარგი ცხოვრება ვის არ უნდა... ). ზოგისთვის უფალთან ყოფნაა ბედნიერება ჩემი აზრით კი ყველაზე ბედნიერი ადამიანი მაშინაა, როდესაც საკუთარი ბედითაა კმაყოფილი შეიძლება არ გქონდეს სახლი, არ გქონდეს საჭმელი, არ გქონდეს არაფერი, მაგრამ მადლობელი იყო უფლის და ეს მადლიერება შენი ბედნიერებისს აფუძველი იყოს შეიძლება გქონდეს ყველაფერი ამ ცხოვრებაში _ ფული, თანამდებობა, კარიარა, ოჯახი, მაგრამ თავს ბედნიერად მაინც არ გრძნობდე და მეტი გინდოდეს, რატომ? - უფლისადმი უმადურობის გამო აი ესაა ჩემი აზრით ბედნიერების "საზომი" ვინ როგორ ვასრულებთ ეს ცალკე თემაა ამ ცხოვრებაში თუ ამგვარად იქნები ბედნიერი, მგონი იმ ქვეყნადაც ეს იქნება ბედნიერების გარანტია გენაცვალე შენა აი რომ მიყვარხარ მაგრად ეგეც ბედნიერებაა ჩემთვის გამისკდა სიყვარულის ბუშტიიი!!! გულზე ხელს დავიდებ და ისე დავწერ,ყველა რომ მიყვარხართ და გეფერებით ჩემთვის საყვარელი ადამიანების სითბოს და სიყვარულს რომ ვგრძნობ მაგით ვარ ბედნიერი,თქვენ არც კი იცით ეგ რამდენ რამეს მაძლებინებს და რამხელა სიხარულით მავსებს.. -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th September 2024 - 04:52 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი