ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
T I K O |
Nov 7 2009, 09:16 PM
პოსტი
#241
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ახლა რაზე გაწუხებთ, გუშინწინ ამეკვიატა ფიქრი ამაზე და ვიფიქრე თემას გავხსნითქო, მაგრამ გადავიფიქრე... დამეზარა (როგორც ყოველთვის). ახლა ისევ მოვიფიქრე და სანამ გადავიფიქრებდი, გავხსენი.
წავიჭორაოთ ცოტა ცნობილია, რომ ადამიანები ყველა დროსა და ეპოქაში მიისწრაფოდნენ და მიისწრაფიან ბედნიერებისკენ, ის კი თავისთავად საკმაოდ გაურკვეველი, ხშირად, არაპროგნოზირებადი და ირაციონალური რამეა. ბედნიერება ძალიან ინდივიდუალურია და მისი შინაარსი ყველას სხვადასხვაგვარად ესმის. ბუნებრივია, მისი მიღწევის გზებიც სხვადასხვაგავარად ესახებათ. რა მიგაჩნიათ თქვენ ბედნიერებად, რაში მდგომარეობს იგი? არის თუ არა ეს ცხოვრების უმაღლესი და საბოლოო მიზანი, როგორც არისტოტელე თვლიდა? არის თუ არა ის თვითკმაყოფილება საკუთარი ცხოვრებით? რამდენად დამოკიდებულია იგი გარე ფაქტორებზე, ვთქვათ, მატერიალურ კეთილდღეობაზე, ასაკზე, სოციალურ სტაბილურობაზე, გარეგნობაზე და ა.შ. რამდენად შედარებითია? და კიდევ, რატომ გაურბის განსაკუთრებით მათ, ვინც გამუდმებით მის ძიებაშია? აბა ჰეთ! სმენად ვარ... უფროსწორად, მხედველობად ვარ ქცეული პ.ს. ძლიერნო ამა ფორუმისანო, მე უკვე დავძებნე და ვერ ვნახე მსგავსი თემა. თუ არსებობს, თქვენ უკეთ იცით სადაც მიუჩენთ ამას ადგილს -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
KAIROS |
Nov 7 2009, 11:17 PM
პოსტი
#242
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს პარამეტრები T I K O ვა, თიკოს თემა ძალიან საინტერესო თემაა, იმდენად საინტერესო რომ დაწერაც გეშინია, რომ არ გააუბრალოო ან პირიქით ძალიან არ გაართულო საკითხი. არ ყოფილა რელიგია, ფილოსოფია ან პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც თავის მოძღვრებას ბედნიერებაზე არ ააგებდა, ამ ქვეყნად ან იმ ქვეყნად, მაგრამ მაინც ბედნიერებას პირდებოდნენ ადამითგან და პირდებიან დღესაც. ყველაზე უცნაური და ხშირად წინააღმდეგობრივი გზებითაც კი, მაგალითად ის ადამიანი ვინც შუა ბაზარში "ალაჰ აქბარ"-ის ძახილით კამიკაძედ თავს იფეთქებს და უამრავს ხოცავს ირგვლივ უდანაშაულოს, ხშირად ღრმად სწამს, რომ ის ამას ალაჰისათვის ანუ ღმერთისათვის აკეთებს და ის ამისათვის სამოთხეში მოხვდება, როგორც "მოწამე", სხვები ამას სხვანაირად ელტვიან, შეიძლება სულაც არ ფიქრობენ ამ დროს "ბედნიერებაზე" იმქვეყნად, მაგრამ მაინც ელტვიან მას, მაგალითად ფერაძე გრიგოლი როცა გაზის ოთახში შედიოდა, უკვე ბედნიერი იყო, რადგან მრავალშვილიანი ებრაელი გადაარჩინა, შეიძლება თამარაშვილი მიხეილიც ბედნიერი იყო იმ ბოლო წუთებში როცა თავად იხრჩობოდა და იმ მუშას, რომლის გადასარჩენად შევიდა სანტა მარინელასთან ზღვაში, გადარჩენილს ხედავდა... ესაა ბედნიერება, რომ თუნდაც წამიერად, განიცადო იესო, განიცადო სულიწმიდის მადლი, რომელიც კეთილის თესვაში და მის ძებნაშიც კი შემოდის, უნებლიედ და თბილად, როგორც აისის პირველი სხივი... ადამიანი მოწოდებულია ბუნებით ბედნიერებისაკენ, იგი შექმნილია ამისათვის, ამიტომაა რომ "ნეტარ იყვნენ მშვიდნი" , ამიტომაა რომ "ნეტარ იყვნენ მოწყალენი" ამიტომაა, რომ "ნეტარ იყვნენ სიმართლის მაძიებელნი"... ეს ნეტარებაა ბედნიერება, სხვისი ანუ მოყვასის სიყვარულში გაღრმავებაა ბედნიერება, მიტევებაა ბედნიერება, და ეს ყველაფერია ღმერთის სიყვარულიც, და საბოლოო ჯამში ესაა საკუთარი ბუნების მოთხოვნილებაც და ეს ანიჭებს მას სულიერ ბედნიერებას, ამიტომაა მარადიული ტკბობა სასუფეველში, რადგან იქაა მარადიულ სიყვარულში მარადიული ზრდა. იბედნიერეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 02:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი