ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
T I K O |
Nov 7 2009, 09:16 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ახლა რაზე გაწუხებთ, გუშინწინ ამეკვიატა ფიქრი ამაზე და ვიფიქრე თემას გავხსნითქო, მაგრამ გადავიფიქრე... დამეზარა (როგორც ყოველთვის). ახლა ისევ მოვიფიქრე და სანამ გადავიფიქრებდი, გავხსენი.
წავიჭორაოთ ცოტა ცნობილია, რომ ადამიანები ყველა დროსა და ეპოქაში მიისწრაფოდნენ და მიისწრაფიან ბედნიერებისკენ, ის კი თავისთავად საკმაოდ გაურკვეველი, ხშირად, არაპროგნოზირებადი და ირაციონალური რამეა. ბედნიერება ძალიან ინდივიდუალურია და მისი შინაარსი ყველას სხვადასხვაგვარად ესმის. ბუნებრივია, მისი მიღწევის გზებიც სხვადასხვაგავარად ესახებათ. რა მიგაჩნიათ თქვენ ბედნიერებად, რაში მდგომარეობს იგი? არის თუ არა ეს ცხოვრების უმაღლესი და საბოლოო მიზანი, როგორც არისტოტელე თვლიდა? არის თუ არა ის თვითკმაყოფილება საკუთარი ცხოვრებით? რამდენად დამოკიდებულია იგი გარე ფაქტორებზე, ვთქვათ, მატერიალურ კეთილდღეობაზე, ასაკზე, სოციალურ სტაბილურობაზე, გარეგნობაზე და ა.შ. რამდენად შედარებითია? და კიდევ, რატომ გაურბის განსაკუთრებით მათ, ვინც გამუდმებით მის ძიებაშია? აბა ჰეთ! სმენად ვარ... უფროსწორად, მხედველობად ვარ ქცეული პ.ს. ძლიერნო ამა ფორუმისანო, მე უკვე დავძებნე და ვერ ვნახე მსგავსი თემა. თუ არსებობს, თქვენ უკეთ იცით სადაც მიუჩენთ ამას ადგილს -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
T I K O |
Nov 8 2009, 01:27 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
T I K O ჩემთვის ღირებულია. წარმავალია. მაგრამ ჩვენ ხომ აწმყოში ვცხოვრობთ. ამაზე რაღაც გამახსენდა, ძველ ბერძნულ სამყაროში მიაჩნდათ, რომ ადამიანი ბედნიერი შეიძლება იყოს აწმყოში. ამასწინათ კი ვიღაც ფრანგი ჟურნალისტის (თუ არ ვცდები) სტატიიდან ამონარიდი წავიკითხე, ის წერდა, რომ "ბედნიერება - ეს არის გარკვეული ნაძლევი მომავალთან, ან წარსულის ნოსტალგია. ბედნიერებას ვერ გრძნობ აწმყოში". როგორ ფიქრობთ, ბედნიერებას დრო გააჩნია? სასოწარკვეთილი დიასახლისების კლუბი არ გრცხვენია, შენ ამას უნდა ამბობდე? ნანინა გეთანხმები ბედნიერება არასდროს არ იქნება სრულყოფილი, თუ თანამდევი შიში ვერ მოიშორა ადამიანმა, რომ დაკარგავს. შიშის მოშორების გზა კიდევ, თქვენეული დამანახაეთ, მე ვიცი რომ მხოლოდ უფალშია. "იყავნ ნებაი შენი"-ზე რთული სათქმელი და გასააზრებელი ძნელად თU მოეძებნება ადამიანს ცხოვრებაში. "რა იქნება უფლის ნება".. მე რომ არ მინდოდეს? "რომ მეტკინოს" ადამიანი იმდენად პატარაა, იმდენად გალახული ცხოვრებისგან, ან იმდენად "ნაქცერალი", სხვების და მრავალთა ყოველდღიური საცოდაობის, რომ შიშის გარდა ემოციის ადგილი არ რჩება. სიყვარული აქვს და ეშინია არ დაკარგოს. ქონება აქვს და ეშინია არ წაართვან. მეობარი ჰყავს და ბოლომდე ნდობის ეშინია.. მაგ შიშს ადამიანი ბოლომდე ვერასდროს მოიშორებს, იმიტომ, რომ ადამიანი შიშთან ერთად იბადება და ის სულ თან სდევს. შიში ალბათ ყველაზე საშინელი განცდაა ამქვეყნად და უამრავ დაბრკოლებას უქმნის ადამიანს ცხოვრებაში. მისი დაძლევის სწავლაც ერთი ნაბიჯია ბედნიერებისკენ, ჩემი აზრით... ისე კი ზომიერი შიში აუცილებლობაა, სხვაგვარად ადამიანი, ადამიანი ვერ იქნება... ოღონდ ეგ ზომიერი რამდენია არ ვიცი -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 03:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი