ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
T I K O |
Nov 7 2009, 09:16 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ახლა რაზე გაწუხებთ, გუშინწინ ამეკვიატა ფიქრი ამაზე და ვიფიქრე თემას გავხსნითქო, მაგრამ გადავიფიქრე... დამეზარა (როგორც ყოველთვის). ახლა ისევ მოვიფიქრე და სანამ გადავიფიქრებდი, გავხსენი.
წავიჭორაოთ ცოტა ცნობილია, რომ ადამიანები ყველა დროსა და ეპოქაში მიისწრაფოდნენ და მიისწრაფიან ბედნიერებისკენ, ის კი თავისთავად საკმაოდ გაურკვეველი, ხშირად, არაპროგნოზირებადი და ირაციონალური რამეა. ბედნიერება ძალიან ინდივიდუალურია და მისი შინაარსი ყველას სხვადასხვაგვარად ესმის. ბუნებრივია, მისი მიღწევის გზებიც სხვადასხვაგავარად ესახებათ. რა მიგაჩნიათ თქვენ ბედნიერებად, რაში მდგომარეობს იგი? არის თუ არა ეს ცხოვრების უმაღლესი და საბოლოო მიზანი, როგორც არისტოტელე თვლიდა? არის თუ არა ის თვითკმაყოფილება საკუთარი ცხოვრებით? რამდენად დამოკიდებულია იგი გარე ფაქტორებზე, ვთქვათ, მატერიალურ კეთილდღეობაზე, ასაკზე, სოციალურ სტაბილურობაზე, გარეგნობაზე და ა.შ. რამდენად შედარებითია? და კიდევ, რატომ გაურბის განსაკუთრებით მათ, ვინც გამუდმებით მის ძიებაშია? აბა ჰეთ! სმენად ვარ... უფროსწორად, მხედველობად ვარ ქცეული პ.ს. ძლიერნო ამა ფორუმისანო, მე უკვე დავძებნე და ვერ ვნახე მსგავსი თემა. თუ არსებობს, თქვენ უკეთ იცით სადაც მიუჩენთ ამას ადგილს -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
maikusi |
Nov 8 2009, 01:47 AM
პოსტი
#2
|
maia ჯგუფი: Members პოსტები: 2,049 რეგისტრ.: 4-May 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,727 |
T I K O
ციტატა როგორ ფიქრობთ, ბედნიერებას დრო გააჩნია? არა,რადგან შეიძლება სწორედ იმ მომენტში გეწვიოს ბედნიერების წუთები როდესაც საერთოდ არ ელი ხშირად წარსულში მიღებული ბედნიერი წუთები გამხსენებია და მოგონებითაც კი ხელახლა გავმხდარვარ ბედნიერი მთავარია ვისწავლოთ იმ ბედნიერი წუთების დაფასება და მადლობელნი ვიყოთ უფლის ყველაფრისთვის რასაც მოგვივლენს. ამჯამად ბედნიერი ვარ იმითაც რომ გარშემომყოფები ჯანმრთელად მყვანან. -------------------- ,,როცა საცთური და განსაცდელი გეწვევა,ნუ ეძიებ,რის გამო და რისთვის მოიწია იგი,არამედ იმაზე იზრუნე,რომ მადლიერებით,დამწუხრებულად და ბოროტისუხსენებელად გადაიტანო იგი."
,,ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა,ხოლო მეგობარი ნაწილია ჩვენი სულისა!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 05:40 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი