ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
T I K O |
Nov 7 2009, 09:16 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ახლა რაზე გაწუხებთ, გუშინწინ ამეკვიატა ფიქრი ამაზე და ვიფიქრე თემას გავხსნითქო, მაგრამ გადავიფიქრე... დამეზარა (როგორც ყოველთვის). ახლა ისევ მოვიფიქრე და სანამ გადავიფიქრებდი, გავხსენი.
წავიჭორაოთ ცოტა ცნობილია, რომ ადამიანები ყველა დროსა და ეპოქაში მიისწრაფოდნენ და მიისწრაფიან ბედნიერებისკენ, ის კი თავისთავად საკმაოდ გაურკვეველი, ხშირად, არაპროგნოზირებადი და ირაციონალური რამეა. ბედნიერება ძალიან ინდივიდუალურია და მისი შინაარსი ყველას სხვადასხვაგვარად ესმის. ბუნებრივია, მისი მიღწევის გზებიც სხვადასხვაგავარად ესახებათ. რა მიგაჩნიათ თქვენ ბედნიერებად, რაში მდგომარეობს იგი? არის თუ არა ეს ცხოვრების უმაღლესი და საბოლოო მიზანი, როგორც არისტოტელე თვლიდა? არის თუ არა ის თვითკმაყოფილება საკუთარი ცხოვრებით? რამდენად დამოკიდებულია იგი გარე ფაქტორებზე, ვთქვათ, მატერიალურ კეთილდღეობაზე, ასაკზე, სოციალურ სტაბილურობაზე, გარეგნობაზე და ა.შ. რამდენად შედარებითია? და კიდევ, რატომ გაურბის განსაკუთრებით მათ, ვინც გამუდმებით მის ძიებაშია? აბა ჰეთ! სმენად ვარ... უფროსწორად, მხედველობად ვარ ქცეული პ.ს. ძლიერნო ამა ფორუმისანო, მე უკვე დავძებნე და ვერ ვნახე მსგავსი თემა. თუ არსებობს, თქვენ უკეთ იცით სადაც მიუჩენთ ამას ადგილს -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მხევალი ნინო |
Nov 8 2009, 01:01 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
KAIROS
ციტატა აბრაამი გამახსენდა, აბრაამი ბედნიერი იყო, მაშინ როცა მშვიდად იყო ქალაქ ურში, თავის მამასთან ერთად, მაგრამ ამაღლდა მის ამ პირობით ბედნიერებაზე და გაყვა უფლის ხმას, რომელმაც უთხრა წამომყევიო, იქ სადაც არ იცოდა და ბედნიერი გახდა უფრო მეტად. აბრაამი ბედნიერი იყო მაშინაც როცა შვილი არ ყავდა, და ამაღლდა ამ ბედნიერებაზე, როცა გაიგო უფლის ხმა შენგან გავამრავლებ ჩემს ერსო, და ერწმუნა უფალს, დაყვა მას, თუმცა არც იცოდა როგორ, რადგან სარა მოხუცი იყო და ბერწი... აბრაამი ბედნიერი იყო მაშინაც, როცა მხევალმა უშვა ისმაილი, რადგან ასე ეგონა მისი გამრავლების აღსრულება, რადგან ამაღლდა პირად გრძნობებზე. აბრაამი ბედნიერი გახდა მაშინაც, როცა უფალმა მას ნანატრი შვილი მისცა და აბრაამი ბედნიერი იყო მაშინაც, როცა უყოყმანოდ უფლის ბრძანებას ემორჩილებოდა, როცა ნანატრი შვილის შეწირვას გეგმავდა, აბრაამი ბედნიერი დარჩა ბოლოს, როცა მისი შვილიდან იმრავლა და იგი იქ მიიცვალა, რომელ ადგილსაც აბრაამის წიაღი დაერქვა, და შემდეგ სასუფეველში შევიდა. ეს იმიტომ კაიროს, რომ მისი ბედნიერების საზომი არ იყო საკუთარი სურვილი, თუნდაც შვილის ყოლა. ხომ იცი რომ ჩვენ ასე არა ვართ. ჩვენ გვინდა ვიყოთ ბედნირები და მისთვის, რეცეპტიც მზად გვაქვს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 10:27 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი