ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
T I K O |
Nov 7 2009, 09:16 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ახლა რაზე გაწუხებთ, გუშინწინ ამეკვიატა ფიქრი ამაზე და ვიფიქრე თემას გავხსნითქო, მაგრამ გადავიფიქრე... დამეზარა (როგორც ყოველთვის). ახლა ისევ მოვიფიქრე და სანამ გადავიფიქრებდი, გავხსენი.
წავიჭორაოთ ცოტა ცნობილია, რომ ადამიანები ყველა დროსა და ეპოქაში მიისწრაფოდნენ და მიისწრაფიან ბედნიერებისკენ, ის კი თავისთავად საკმაოდ გაურკვეველი, ხშირად, არაპროგნოზირებადი და ირაციონალური რამეა. ბედნიერება ძალიან ინდივიდუალურია და მისი შინაარსი ყველას სხვადასხვაგვარად ესმის. ბუნებრივია, მისი მიღწევის გზებიც სხვადასხვაგავარად ესახებათ. რა მიგაჩნიათ თქვენ ბედნიერებად, რაში მდგომარეობს იგი? არის თუ არა ეს ცხოვრების უმაღლესი და საბოლოო მიზანი, როგორც არისტოტელე თვლიდა? არის თუ არა ის თვითკმაყოფილება საკუთარი ცხოვრებით? რამდენად დამოკიდებულია იგი გარე ფაქტორებზე, ვთქვათ, მატერიალურ კეთილდღეობაზე, ასაკზე, სოციალურ სტაბილურობაზე, გარეგნობაზე და ა.შ. რამდენად შედარებითია? და კიდევ, რატომ გაურბის განსაკუთრებით მათ, ვინც გამუდმებით მის ძიებაშია? აბა ჰეთ! სმენად ვარ... უფროსწორად, მხედველობად ვარ ქცეული პ.ს. ძლიერნო ამა ფორუმისანო, მე უკვე დავძებნე და ვერ ვნახე მსგავსი თემა. თუ არსებობს, თქვენ უკეთ იცით სადაც მიუჩენთ ამას ადგილს -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
neo |
Nov 8 2009, 03:52 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ბედ - ნიერი, - ეს ნიშნავს ადამიანს რომელსაც ყოველთვის უმართლებს... ან ადამიანს რომელიც თვლის რომ უმართლებს, წარმატებულია და განიცდის სიხარულს იმისაგან რომ აკეთებს იმას რაც მას არსობრივად სურს...
ესაა სუბიექტური გაგება, ანუ ადამიანის საკუთარი თავიდან დანახული გაგება... ზოგადად კი ადამიანის სურველიბი ძალიან ხშირად ურთიერთსაინააღმდეგოები არიან. ხან დროში ხან შინაგან განწყობებში... სხვაა ნება რომელიც მომდინარეობს სულიერი საწყისებიდან და სხვაა ნება რომელიც მომდინაგერობს ხორცისგან... და ესენი წინააღმდეგობრივები არიან ხშირად... და როგორც ერთი ტანამედროვე ღვთისმეტყველი იტყოდა, - ,,გულს არ აინტერესებს რას ფიქრობს გონება, ხოცი კი დაცინის გულსაც და გონებასაც", - სწორედ ამიტომ ადამიანი არასდროს, ან თითქმის არასდროს არ არის ბედნიერი... (ესაა შედეგი პირველცოდვისა, პირველა დაშვებული შეცდომისა, რის გამოც ადამიანმა შეიძინა ხრწნა და სიკვდილი მემკვიდრეობითად). აუცილებელი მაგრამ არასაკმარისი პირობა იმისათვის რომ ბედნიერი გახდე, ობიექტურად, არის გამთლიანება, გახლეჩილი და დაზიანებული ბუნების აღდგენა... ერთი ნების შეძენა, იმ მდგომარეობის მიღწევა როცა გონება, გული და ხორცი ერთიდაიმავეს მსურველია და ერთიდაიმავეს მზრახავი და მკეთებელი... გარდა ამისა, გონიერი და თვითფლევრივი არსი მხოლოდ მაშინ აღწევს ბედნიერებას, როცა ის თავის დანიშნულებას პოვებს და ასრულებს... და რა არის ადამიანის დანიშნულება ? - ნახეთ სავსეა ადამიანური შემოქმედება სიყვარულზე ქადაგებით, ეს ქვეცნობიერად ყველამ კარგად იცის.... ,,გიყვარდეს ღმერთი შენი ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა, ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და კიდევ გიყვარდეს მოყვასი შენი" საინტერესოა, მაგრამ აქ ამ ცნებაში დევს ადამიანის დანიშნულებაც და მისი გამთლიანების საიდუმლოებაც... აი როდის ხდება ადამიანე ბედნიერი, - ობიექტურად. ასეთია ჩემი აზრი -------------------- www.cordesign.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:11 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი