ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
T I K O |
Nov 7 2009, 09:16 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ახლა რაზე გაწუხებთ, გუშინწინ ამეკვიატა ფიქრი ამაზე და ვიფიქრე თემას გავხსნითქო, მაგრამ გადავიფიქრე... დამეზარა (როგორც ყოველთვის). ახლა ისევ მოვიფიქრე და სანამ გადავიფიქრებდი, გავხსენი.
წავიჭორაოთ ცოტა ცნობილია, რომ ადამიანები ყველა დროსა და ეპოქაში მიისწრაფოდნენ და მიისწრაფიან ბედნიერებისკენ, ის კი თავისთავად საკმაოდ გაურკვეველი, ხშირად, არაპროგნოზირებადი და ირაციონალური რამეა. ბედნიერება ძალიან ინდივიდუალურია და მისი შინაარსი ყველას სხვადასხვაგვარად ესმის. ბუნებრივია, მისი მიღწევის გზებიც სხვადასხვაგავარად ესახებათ. რა მიგაჩნიათ თქვენ ბედნიერებად, რაში მდგომარეობს იგი? არის თუ არა ეს ცხოვრების უმაღლესი და საბოლოო მიზანი, როგორც არისტოტელე თვლიდა? არის თუ არა ის თვითკმაყოფილება საკუთარი ცხოვრებით? რამდენად დამოკიდებულია იგი გარე ფაქტორებზე, ვთქვათ, მატერიალურ კეთილდღეობაზე, ასაკზე, სოციალურ სტაბილურობაზე, გარეგნობაზე და ა.შ. რამდენად შედარებითია? და კიდევ, რატომ გაურბის განსაკუთრებით მათ, ვინც გამუდმებით მის ძიებაშია? აბა ჰეთ! სმენად ვარ... უფროსწორად, მხედველობად ვარ ქცეული პ.ს. ძლიერნო ამა ფორუმისანო, მე უკვე დავძებნე და ვერ ვნახე მსგავსი თემა. თუ არსებობს, თქვენ უკეთ იცით სადაც მიუჩენთ ამას ადგილს -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
Amuza |
Nov 8 2009, 05:13 PM
პოსტი
#2
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
ყველა ადამიანს შეუძლია იგრძნოს თავი ბედნიერად. ბედნიერება იგივე განწყობაა, ადამიანის განწყობა საზოგადოების მიმართ და საკუთარი თავის მიმართ. ალბათ ბევრს გვინახავს, მატერიალურად უზრუნველყოფილი,მაგრამ უბედური და მატერიალურად უქონელი,მაგრამ ბედნიერი. პირველ რიგში როგორ განაწყობ საკუთარ თავს ამაზეა დამოკიდებული, არ შეიძლება მუდამ საკუთარ თავს ჩასძახოს ადამიანმა, რომ "მე უბედური ვარ; მე ეს არ მაქვს; მე ამას არ ვუყვარვარ." ასეთი ქმედებები საკუთარი თავის მიმართ იწვევს დეპრესიას, მოწყენილობას და განცდას უბედურებისა, რის გამოც თანდათან ადამიანი უძლურდება და ვარდება სასოწარკვეთილებაში. ბევრი სხვადასხვა საშუალებებს მიმართავს, რომ ამ აზრებისგან და განცდებისგან განთავისუფლდეს. მაგალითად ლოთი, ბედნიერების გნცდას,რაღაც მომენტში სასმელი ანიჭებს, მაგრამ დროებითად.
ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი გახადოს ბედნიერი, პატარა სტრუქტურული ცვლილებებით თავისი გარემოსი და გარშემო მყოფი ადამიანებისა. ფართო მცნებაა ბედნიერება, რომელიც ყველას განგვიცდია და გვსურს მუდამ განვიცდიდეთ და თუ თავს კარგად განვაწყობთ, შეიძლება ხრიოკზე ვცხოვრობდეთ და ბედნიერი ვიყოთ და ახვა წალკოტში ცხოვრობდეს და უბედურების განცდა გააჩნდეს. -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 06:58 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი