ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
T I K O |
Nov 7 2009, 09:16 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ახლა რაზე გაწუხებთ, გუშინწინ ამეკვიატა ფიქრი ამაზე და ვიფიქრე თემას გავხსნითქო, მაგრამ გადავიფიქრე... დამეზარა (როგორც ყოველთვის). ახლა ისევ მოვიფიქრე და სანამ გადავიფიქრებდი, გავხსენი.
წავიჭორაოთ ცოტა ცნობილია, რომ ადამიანები ყველა დროსა და ეპოქაში მიისწრაფოდნენ და მიისწრაფიან ბედნიერებისკენ, ის კი თავისთავად საკმაოდ გაურკვეველი, ხშირად, არაპროგნოზირებადი და ირაციონალური რამეა. ბედნიერება ძალიან ინდივიდუალურია და მისი შინაარსი ყველას სხვადასხვაგვარად ესმის. ბუნებრივია, მისი მიღწევის გზებიც სხვადასხვაგავარად ესახებათ. რა მიგაჩნიათ თქვენ ბედნიერებად, რაში მდგომარეობს იგი? არის თუ არა ეს ცხოვრების უმაღლესი და საბოლოო მიზანი, როგორც არისტოტელე თვლიდა? არის თუ არა ის თვითკმაყოფილება საკუთარი ცხოვრებით? რამდენად დამოკიდებულია იგი გარე ფაქტორებზე, ვთქვათ, მატერიალურ კეთილდღეობაზე, ასაკზე, სოციალურ სტაბილურობაზე, გარეგნობაზე და ა.შ. რამდენად შედარებითია? და კიდევ, რატომ გაურბის განსაკუთრებით მათ, ვინც გამუდმებით მის ძიებაშია? აბა ჰეთ! სმენად ვარ... უფროსწორად, მხედველობად ვარ ქცეული პ.ს. ძლიერნო ამა ფორუმისანო, მე უკვე დავძებნე და ვერ ვნახე მსგავსი თემა. თუ არსებობს, თქვენ უკეთ იცით სადაც მიუჩენთ ამას ადგილს -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
neo |
Nov 8 2009, 03:52 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
ბედ - ნიერი, - ეს ნიშნავს ადამიანს რომელსაც ყოველთვის უმართლებს... ან ადამიანს რომელიც თვლის რომ უმართლებს, წარმატებულია და განიცდის სიხარულს იმისაგან რომ აკეთებს იმას რაც მას არსობრივად სურს...
ესაა სუბიექტური გაგება, ანუ ადამიანის საკუთარი თავიდან დანახული გაგება... ზოგადად კი ადამიანის სურველიბი ძალიან ხშირად ურთიერთსაინააღმდეგოები არიან. ხან დროში ხან შინაგან განწყობებში... სხვაა ნება რომელიც მომდინარეობს სულიერი საწყისებიდან და სხვაა ნება რომელიც მომდინაგერობს ხორცისგან... და ესენი წინააღმდეგობრივები არიან ხშირად... და როგორც ერთი ტანამედროვე ღვთისმეტყველი იტყოდა, - ,,გულს არ აინტერესებს რას ფიქრობს გონება, ხოცი კი დაცინის გულსაც და გონებასაც", - სწორედ ამიტომ ადამიანი არასდროს, ან თითქმის არასდროს არ არის ბედნიერი... (ესაა შედეგი პირველცოდვისა, პირველა დაშვებული შეცდომისა, რის გამოც ადამიანმა შეიძინა ხრწნა და სიკვდილი მემკვიდრეობითად). აუცილებელი მაგრამ არასაკმარისი პირობა იმისათვის რომ ბედნიერი გახდე, ობიექტურად, არის გამთლიანება, გახლეჩილი და დაზიანებული ბუნების აღდგენა... ერთი ნების შეძენა, იმ მდგომარეობის მიღწევა როცა გონება, გული და ხორცი ერთიდაიმავეს მსურველია და ერთიდაიმავეს მზრახავი და მკეთებელი... გარდა ამისა, გონიერი და თვითფლევრივი არსი მხოლოდ მაშინ აღწევს ბედნიერებას, როცა ის თავის დანიშნულებას პოვებს და ასრულებს... და რა არის ადამიანის დანიშნულება ? - ნახეთ სავსეა ადამიანური შემოქმედება სიყვარულზე ქადაგებით, ეს ქვეცნობიერად ყველამ კარგად იცის.... ,,გიყვარდეს ღმერთი შენი ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა, ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და კიდევ გიყვარდეს მოყვასი შენი" საინტერესოა, მაგრამ აქ ამ ცნებაში დევს ადამიანის დანიშნულებაც და მისი გამთლიანების საიდუმლოებაც... აი როდის ხდება ადამიანე ბედნიერი, - ობიექტურად. ასეთია ჩემი აზრი -------------------- www.cordesign.ge
|
T I K O |
Nov 8 2009, 07:07 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
აუცილებელი მაგრამ არასაკმარისი პირობა იმისათვის რომ ბედნიერი გახდე, ობიექტურად, არის გამთლიანება, გახლეჩილი და დაზიანებული ბუნების აღდგენა... ერთი ნების შეძენა, იმ მდგომარეობის მიღწევა როცა გონება, გული და ხორცი ერთიდაიმავეს მსურველია და ერთიდაიმავეს მზრახავი და მკეთებელი... გარდა ამისა, გონიერი და თვითფლევრივი არსი მხოლოდ მაშინ აღწევს ბედნიერებას, როცა ის თავის დანიშნულებას პოვებს და ასრულებს... და რა არის ადამიანის დანიშნულება ? - ნახეთ სავსეა ადამიანური შემოქმედება სიყვარულზე ქადაგებით, ეს ქვეცნობიერად ყველამ კარგად იცის.... ,,გიყვარდეს ღმერთი შენი ყოვლითა სულითა შენითა, ყოვლითა გონებითა შენითა, ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და კიდევ გიყვარდეს მოყვასი შენი" საინტერესოა, მაგრამ აქ ამ ცნებაში დევს ადამიანის დანიშნულებაც და მისი გამთლიანების საიდუმლოებაც... ძალიან გეთანხმები ადამიანმა უნდა ისწავლოს ჰარმონიაში ცხოვრება საკუთარ თავთან. კარგად თქვი, მან უნდა იპოვოს თავისი დანიშნულება და ეს არის სიყვარული ღმერთის, ადამიანების, სიცოცხლის, ყველა თავისი ტკივილით თუ უსიამოვნებით. ამაშია ბედნიერება. Amuza ციტატა ყველა ადამიანს შეუძლია იგრძნოს თავი ბედნიერად. ეგრეა, თუმცა მაგას ნიჭი ჭირდება და ეგ ზოგს მეტი აქვს, ზოგს ნაკლები. შესაბამისად, ის, რაც ერთს ბედნიერებას ანიჭებს, მეორესთვის შეიძლება სრულიადაც არ იყოს საკმარისი ან სულაც უბედურად აგრძნობინოს თავს. ბედნიერებისთვის საჭიროა განწყობა ბედნიერებისადმი. ჩვენში წყდება ჩვენი ბედნიერების საკითხი და არსად სხვაგან. ჩვენს აზროვნებასა და მოქმედებაზეა ის დამოკიდებული. სულიერად ჯანმრთელ ადამიანს (თუნდაც ფიზიკურად არაჯანმრთელს) შეუძლია იყოს ბედნიერი. ციტატა მაგალითად ლოთი, ბედნიერების გნცდას,რაღაც მომენტში სასმელი ანიჭებს, მაგრამ დროებითად. ეგ არაა ბედნიერება, ეგაა ტკივილების გაყუჩება, ანესთეზია... ალბათ გარკვეული სიამოვნებაც ახლავს თან, მაგრამ სიამოვნება მხოლოდ ხომ არაა ბედნიერება. პირიქით, სულ სიამოვნების ძიება აზიანებს ადამიანს, რადგან ის ასუსტებს ჩვენს ნებისყოფას....ჩვენ უნდა ვაფასებდეთ, რომ გვაქვს უნარი წინააღმდეგობების დაძლევის. უნდა გვიხაროდეს, რომ შეგვიძლია ცხოვრებისეულ დარტყმებს გავუძლოთ ღირსეულად... მწუხარება და უსიამოვნებები არათუ ხელს უშლის, პირიქით, ხელს უწყობს მთელი სისრულით შეიგრძნო სიხარული, სიამოვნება და სიცოცხლე. ვისაც შიმშილი, სიცივე და ა.შ არ განუცდია, ვერც დანაყრების და გათბობის სიამოვნებას შეიგრძნობს სრულად, ხომ ასეა? ქევანა ციტატა მე რომ გითხრათ ეხლა, ჭეშმარიტი ბედნიერება იმაშია, თავი ურტყათ კედელსო, წახვალთ და თავს მიარტყამთ? rolleyes.gif არავითარ შემთხვევაში... ჯერ თავს შევიხვევ (რომ არ მეტკინოს) და მერე ერთხელ ვცდი, იქნებ მართალი ხარ -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 04:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი