ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
T I K O |
Nov 7 2009, 09:16 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ახლა რაზე გაწუხებთ, გუშინწინ ამეკვიატა ფიქრი ამაზე და ვიფიქრე თემას გავხსნითქო, მაგრამ გადავიფიქრე... დამეზარა (როგორც ყოველთვის). ახლა ისევ მოვიფიქრე და სანამ გადავიფიქრებდი, გავხსენი.
წავიჭორაოთ ცოტა ცნობილია, რომ ადამიანები ყველა დროსა და ეპოქაში მიისწრაფოდნენ და მიისწრაფიან ბედნიერებისკენ, ის კი თავისთავად საკმაოდ გაურკვეველი, ხშირად, არაპროგნოზირებადი და ირაციონალური რამეა. ბედნიერება ძალიან ინდივიდუალურია და მისი შინაარსი ყველას სხვადასხვაგვარად ესმის. ბუნებრივია, მისი მიღწევის გზებიც სხვადასხვაგავარად ესახებათ. რა მიგაჩნიათ თქვენ ბედნიერებად, რაში მდგომარეობს იგი? არის თუ არა ეს ცხოვრების უმაღლესი და საბოლოო მიზანი, როგორც არისტოტელე თვლიდა? არის თუ არა ის თვითკმაყოფილება საკუთარი ცხოვრებით? რამდენად დამოკიდებულია იგი გარე ფაქტორებზე, ვთქვათ, მატერიალურ კეთილდღეობაზე, ასაკზე, სოციალურ სტაბილურობაზე, გარეგნობაზე და ა.შ. რამდენად შედარებითია? და კიდევ, რატომ გაურბის განსაკუთრებით მათ, ვინც გამუდმებით მის ძიებაშია? აბა ჰეთ! სმენად ვარ... უფროსწორად, მხედველობად ვარ ქცეული პ.ს. ძლიერნო ამა ფორუმისანო, მე უკვე დავძებნე და ვერ ვნახე მსგავსი თემა. თუ არსებობს, თქვენ უკეთ იცით სადაც მიუჩენთ ამას ადგილს -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
blue night |
Nov 8 2009, 11:23 PM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,680 |
ცოტა ხნის წინ ვუსმენდი სიმღერას "მაპატიე შეცდომები", მეც ვმღეროდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი
|
T I K O |
Nov 8 2009, 11:35 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ცოტა ხნის წინ ვუსმენდი სიმღერას "მაპატიე შეცდომები", მეც ვმღეროდი და ძალიან ბედნიერი ვიყავი აი, რა ინდივიდუალურია ბედნიერება, მაგ სიმღერას ჩემთვის არასდროს მოუნიჭებია ეგეთი განცდა ისე, დამთხვევაა, მეც ახლახან ვუსმენდი სხვა სიმღერას და ბედნიერი ვიყავი... მთლად ამ სიმღერის გამო ალბათ არა, მაგრამ მაინც -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
blue night |
Nov 8 2009, 11:42 PM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,680 |
აი, რა ინდივიდუალურია ბედნიერება, მაგ სიმღერას ჩემთვის არასდროს მოუნიჭებია ეგეთი განცდა ისე, დამთხვევაა, მეც ახლახან ვუსმენდი სხვა სიმღერას და ბედნიერი ვიყავი... მთლად ამ სიმღერის გამო ალბათ არა, მაგრამ მაინც მეც მარტო ამ სიმღერის გამო ალბათ არ მიხაროდა, უბრალოდ შეყვარებული ვარ და ეს სიმღერა ჩემს გულთან ახლოს იყო. გრძნობა გამიმძაფრა... |
T I K O |
Nov 8 2009, 11:53 PM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
მეც მარტო ამ სიმღერის გამო ალბათ არ მიხაროდა, უბრალოდ შეყვარებული ვარ და ეს სიმღერა ჩემს გულთან ახლოს იყო. გრძნობა გამიმძაფრა... kato_Bato მე კიდე სულ ვუსმენ, ქუჩაშიც... თან თუ რამე მომეწონა მილიონჯერ მოვუსმენ და მერე შეიძლება შემძულდეს მე პირადად ემოციით მავსებს, ხან გამახარებს და ხან მომაწყენს, ამიტომაც მიყვარს... მუსიკას დიდი ზემოქმედების უნარი აქვს. -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:44 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი