ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
T I K O |
Nov 7 2009, 09:16 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ახლა რაზე გაწუხებთ, გუშინწინ ამეკვიატა ფიქრი ამაზე და ვიფიქრე თემას გავხსნითქო, მაგრამ გადავიფიქრე... დამეზარა (როგორც ყოველთვის). ახლა ისევ მოვიფიქრე და სანამ გადავიფიქრებდი, გავხსენი.
წავიჭორაოთ ცოტა ცნობილია, რომ ადამიანები ყველა დროსა და ეპოქაში მიისწრაფოდნენ და მიისწრაფიან ბედნიერებისკენ, ის კი თავისთავად საკმაოდ გაურკვეველი, ხშირად, არაპროგნოზირებადი და ირაციონალური რამეა. ბედნიერება ძალიან ინდივიდუალურია და მისი შინაარსი ყველას სხვადასხვაგვარად ესმის. ბუნებრივია, მისი მიღწევის გზებიც სხვადასხვაგავარად ესახებათ. რა მიგაჩნიათ თქვენ ბედნიერებად, რაში მდგომარეობს იგი? არის თუ არა ეს ცხოვრების უმაღლესი და საბოლოო მიზანი, როგორც არისტოტელე თვლიდა? არის თუ არა ის თვითკმაყოფილება საკუთარი ცხოვრებით? რამდენად დამოკიდებულია იგი გარე ფაქტორებზე, ვთქვათ, მატერიალურ კეთილდღეობაზე, ასაკზე, სოციალურ სტაბილურობაზე, გარეგნობაზე და ა.შ. რამდენად შედარებითია? და კიდევ, რატომ გაურბის განსაკუთრებით მათ, ვინც გამუდმებით მის ძიებაშია? აბა ჰეთ! სმენად ვარ... უფროსწორად, მხედველობად ვარ ქცეული პ.ს. ძლიერნო ამა ფორუმისანო, მე უკვე დავძებნე და ვერ ვნახე მსგავსი თემა. თუ არსებობს, თქვენ უკეთ იცით სადაც მიუჩენთ ამას ადგილს -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მაშიკო |
Nov 9 2009, 12:32 PM
პოსტი
#2
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,850 რეგისტრ.: 18-May 09 მდებარ.: ქუთაისი წევრი № 7,002 |
რა მიგაჩნიათ თქვენ ბედნიერებად, რაში მდგომარეობს იგი? ვძებნე და ვერა ვპოვე რა.... ალბათ ცუდად ვეძებ -------------------- უფალო იესო ქრისტე, ძე ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მომეც ძალა და უნარი, ვადიდო სახელი შენი.
|
T I K O |
Nov 9 2009, 03:01 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ვძებნე და ვერა ვპოვე რა.... ალბათ ცუდად ვეძებ ერთი ინგლისელი მეცნიერი ამბობდა, რომ "ბედნიერების ძიება" ყველაზე აბსურდული ფრაზააო; თუ მას ეძებ, ვერასოდეს იპოვიო "ბედნიერების პოვნა საკუთარ თავში ადვილი არაა, მაგრამ სხვაგან საერთოდ შეუძლებელია" ამას ვინ ამბობდა აღარ მახსოვს, მაგრამ კარგად კი ამბობდა ვინცხა იყო ქევანა ციტატა მაგრამ დაკვირვებული ვარ რა, აი როცა ძალიან მიხარია, აი ძააალიან ძალიან... იმავე დღესვე, გარკვეული ხნის მერე, მთელი გულით ვტირივარ ან ვიღუშები sad.gif ან ვიღაც გამაბრაზებს, ან ვიღაც ნერვებს მომიშლის... მთელი დღით კი არ გამყვება ეს სიხარულიც, : ) სხვაგვარად რომ იყოს, მაგ ძააალიან ძალიან სიხარულს ხომ ვერ დააფასებდი. სულ თუ გიხარია, სიხარულსაც ფასი აღარ აქვს. სევდიანი ამბავია, მაგრამ ამქვეყნად სხვაგვარად არ ხდება. ესაა ჩვენი ცხოვრების დრამა, ყველაფერი წარმავალია და ჩვენ ამასთან შეგუება გვიჭირს მააააააგრამ ჩვენ კიდევ ბევრი თავგადასავალი გველოდება წინ, კარგიც და ცუდიც. ბოლოს მარადისობაში შევხვდებით ნუ, მანამდეც შეიძლება -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი