ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
T I K O |
Nov 7 2009, 09:16 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ახლა რაზე გაწუხებთ, გუშინწინ ამეკვიატა ფიქრი ამაზე და ვიფიქრე თემას გავხსნითქო, მაგრამ გადავიფიქრე... დამეზარა (როგორც ყოველთვის). ახლა ისევ მოვიფიქრე და სანამ გადავიფიქრებდი, გავხსენი.
წავიჭორაოთ ცოტა ცნობილია, რომ ადამიანები ყველა დროსა და ეპოქაში მიისწრაფოდნენ და მიისწრაფიან ბედნიერებისკენ, ის კი თავისთავად საკმაოდ გაურკვეველი, ხშირად, არაპროგნოზირებადი და ირაციონალური რამეა. ბედნიერება ძალიან ინდივიდუალურია და მისი შინაარსი ყველას სხვადასხვაგვარად ესმის. ბუნებრივია, მისი მიღწევის გზებიც სხვადასხვაგავარად ესახებათ. რა მიგაჩნიათ თქვენ ბედნიერებად, რაში მდგომარეობს იგი? არის თუ არა ეს ცხოვრების უმაღლესი და საბოლოო მიზანი, როგორც არისტოტელე თვლიდა? არის თუ არა ის თვითკმაყოფილება საკუთარი ცხოვრებით? რამდენად დამოკიდებულია იგი გარე ფაქტორებზე, ვთქვათ, მატერიალურ კეთილდღეობაზე, ასაკზე, სოციალურ სტაბილურობაზე, გარეგნობაზე და ა.შ. რამდენად შედარებითია? და კიდევ, რატომ გაურბის განსაკუთრებით მათ, ვინც გამუდმებით მის ძიებაშია? აბა ჰეთ! სმენად ვარ... უფროსწორად, მხედველობად ვარ ქცეული პ.ს. ძლიერნო ამა ფორუმისანო, მე უკვე დავძებნე და ვერ ვნახე მსგავსი თემა. თუ არსებობს, თქვენ უკეთ იცით სადაც მიუჩენთ ამას ადგილს -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
Atman |
Nov 10 2009, 08:02 AM
პოსტი
#2
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
KAIROS
ციტატა რაა წარმავალი? ის რაც წარმავლია თავისი არსით და წარმავალში უდგამს ფესვები, და შესაბამისად წარმავლია. როგორც პატრიარქი ამბობს, წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიაო. სიტყვა წარმავალი ბევრს არასწორად ესმის. ილუზორულობა და წარმავალობა ნიშნავს ცვლილებას, რომელიც ყოველთვის ხდება და ყველაფერს ეხება რასაც ვხედავთ. როგორც იტყვიან მარადიული მხოლოდ ცვალებადობაა... ამიტომაც არ უნდა მივეჯაჭვოთ არც ერთ რეალურად ეღქმად ან გონებაში წარმოსახულ ობიექტს, რადგანაც ადრე თუ ფვიან ის შეიცვლება და ტრანსფორმაციას განიცდის... პირამიდებიც გაქრება ოდესმე... ეძებეთ ის, რაც ყოველთვის არსებობს და არ იცვლება რაც გინდათ უწოდეთ: ღმერთი, სიყვარული, ჭეშმარიტი მე... მხოლოდ გააცნობიერეთ რომ ის უნდა დაინახოთ აქ და ახლა, მომავალში და წარმოსახვაში ვხედავთ მის მხოლოდ ილუზორულ ასპექტს, ეს მისი ნაწილია მხოლოდ... მე როცა ვამბობ რომ მე ვარ ჭეშმარიტება და ბედნიერება, არ ვგულისხმობ არც ჩემს პიროვნებას, არც სხეულს, არც სამშვინველს და ასე შემდეგ, ვგულისხმობ იმ ჭეშმარიტ მეს, რომელიც ყველანი თქვენც ხართ, მთავარია გააცნობიეროთ და გაიღვიძოთ. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 04:42 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი