ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
T I K O |
Nov 7 2009, 09:16 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ახლა რაზე გაწუხებთ, გუშინწინ ამეკვიატა ფიქრი ამაზე და ვიფიქრე თემას გავხსნითქო, მაგრამ გადავიფიქრე... დამეზარა (როგორც ყოველთვის). ახლა ისევ მოვიფიქრე და სანამ გადავიფიქრებდი, გავხსენი.
წავიჭორაოთ ცოტა ცნობილია, რომ ადამიანები ყველა დროსა და ეპოქაში მიისწრაფოდნენ და მიისწრაფიან ბედნიერებისკენ, ის კი თავისთავად საკმაოდ გაურკვეველი, ხშირად, არაპროგნოზირებადი და ირაციონალური რამეა. ბედნიერება ძალიან ინდივიდუალურია და მისი შინაარსი ყველას სხვადასხვაგვარად ესმის. ბუნებრივია, მისი მიღწევის გზებიც სხვადასხვაგავარად ესახებათ. რა მიგაჩნიათ თქვენ ბედნიერებად, რაში მდგომარეობს იგი? არის თუ არა ეს ცხოვრების უმაღლესი და საბოლოო მიზანი, როგორც არისტოტელე თვლიდა? არის თუ არა ის თვითკმაყოფილება საკუთარი ცხოვრებით? რამდენად დამოკიდებულია იგი გარე ფაქტორებზე, ვთქვათ, მატერიალურ კეთილდღეობაზე, ასაკზე, სოციალურ სტაბილურობაზე, გარეგნობაზე და ა.შ. რამდენად შედარებითია? და კიდევ, რატომ გაურბის განსაკუთრებით მათ, ვინც გამუდმებით მის ძიებაშია? აბა ჰეთ! სმენად ვარ... უფროსწორად, მხედველობად ვარ ქცეული პ.ს. ძლიერნო ამა ფორუმისანო, მე უკვე დავძებნე და ვერ ვნახე მსგავსი თემა. თუ არსებობს, თქვენ უკეთ იცით სადაც მიუჩენთ ამას ადგილს -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
KAIROS |
Nov 10 2009, 09:03 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მე როცა ვამბობ რომ მე ვარ ჭეშმარიტება და ბედნიერება, არ ვგულისხმობ არც ჩემს პიროვნებას, არც სხეულს, არც სამშვინველს და ასე შემდეგ, ვგულისხმობ იმ ჭეშმარიტ მეს, რომელიც ყველანი თქვენც ხართ, მთავარია გააცნობიეროთ და გაიღვიძოთ. ნუ მწვალებლობ შენ დახე, როგორ ქადაგებს აქ ატმანიზმს ჩემო კარგო, ხომ იცი რომ რასაც წერ ანტიქრისტიანობაა? ხომ იცი, რომ ამათი აქ წერა არ შეიძლება, თუკი მართლა გაინტერესებს რას ასწავლის ქრისტიანობა თითოეული პიროვნების რაობის და ინდივიდუალორობის შესახებ და იმის შესახებ, რომ მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე ანბობს უფალი და ნამდვილად იგია მხოლოდ, და არა რაღაც " ეს საერთო ჭეშმარიტი მეები"ვისაუბროთ აპოლოგეტიკაში... კი მიყვარხარ ძალიან, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო მეტად და გთხოვ, შეეშვა ამ ანტიქრისტიანიზმის ქადაგებას, მითუმეტეს იქ სადაც ამის ადგილი არაა, ანუ აპოლოგეტიკის განყოფილების გარეთ და მითუმეტეს თიკოს ვუფუჭებთ ამ რელიგიათაშორისი კამათებით კარგ თემას... იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 05:21 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი