ლექსიკონი ქართული, სიტყვათაკონა ფორუმზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ლექსიკონი ქართული, სიტყვათაკონა ფორუმზე |
KAIROS |
Jun 16 2008, 04:13 AM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ახალი თემა...
სადღაც გამიგონია, რომ სომხებმა მოახერხეს და ბევრი ისეთი სიტყვები თარგმნეს, რაც ჩვენთან პირდაპირ იქნა გადმოღებული, მაგალითად ვაგონი ან ტელეფონი ან ფოტოაპარატი, ასევე სხვა ენებიც ერიდებიან ენის გავსებას უცხო ელემენტებით, ჩვენთან ცოტა სავალალო ვითარებაა "ნაით-ქლაბი" ასე ეწერა რუსთაველზე ქართულად , და მოკლედ რა ჩამოთვლის... იყო მცდელობა კონსტანტინე გამსახურდიასი ( ხომ გახსოვთ მისი კროჭი და ერთი კათხა ლუდი?) და სხვების ქართული ანალოგი მოენახათ ბევრი სიტყვისათვის, უფრო არ გამოვიდა ეგ საქმე, და მერე რუსული რეჟიმის დროს მივიღეთ ისე , რომ ბევრ რამეს რუსული სახელი შერჩა და ქართული შესატყვისები ლექსიკონებში დარჩა, მაგალითად მანქანის ნაწილების : "ვიკლუჩატელი", "პერეხადნოი" "ზადნი" და ა.შ. მოკლედ დაწერეთ ქართველებისათვის გაუცხოებული ქართული სიტყვები, იქნებ მერე ვინმემ ფანტაზია გამოიყენოს ვცადოთ გაქართულება გაუქართულებელი სიტყვებისა, ასევე ტერმინებისა, მაგალითად სხვა ენებში არსებობს ასეთი კარგი ტერმინი " Предрассудок " — суждение, не имеющее фактического подтверждения и не соответствующее действительности, но при этом принимаемое человеком за истину. იტალიურად Pregiudizio , Prejudice ინგლისურად; Vorurteil გერმანულად, და ამ სიტყვის ბერძნული ვარიანტი Προκατάληψη , შინაარსით გასაგებია ქართულადაც : წინასწარდარწმუნებულობა თუ რაღაც ამგვარი, მაგრამ მაინც როგორ იქნება ქართულად? მოკლედ გავაკეთოთ ქართული სიტყვების კონა, გავიცნოთ ქართული ტერმინოლოგია, გავამდიდროთ ჩვენი ლექსიკონი იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Nov 10 2009, 10:38 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ამ თემის ბოლო გვერდი (მიუხედავად იმისა, რომ გიორგის ხუმრობაზე , მეც ბევრი ვიცინე) აუცილებლად გასაწმენდია, და ვფიქრობ ძველ ქართულში არის ძალიან ბევრი სიტყვა, რომელიც დაკარგულია და არის მოთხოვნილება ქართულ ტერმინოლოგიაზე.
დავიწყებ ჩვეულებრივ არსებული ლექსიკონიდან ამოკრეფილი სიტყვებით არდაგი – წინსაფარი, ტილო. ბასრობა – კიცხვა, დაცინვა, გინება. გავალაკი – საჩრდილობელი, თავს გადასაფარებელი. დადუხჭირება – დაუშნოვება. დაცადება – შეჩერება, დაყოვნება, შენელება. დაცადებული – დაყოვნებული, შეჩერებული. დაუცადებელი – შეუჩერებელი, შეუნელებელი, დაუყოვნებელი. დაწერტა – დაჩხვლეტა ეკლით. დიკა – გაზაფხულის ნათესი ხორბალი. ებგური – გუშაგი, ყარაული. ზეზი – ოქროქსოვილი. იძრვისი – რაც მოძრავია (ცხოველები, ფრინველები და ქვემძრომნი). კაჩალო – ხორცის ჩამოსაკიდი კაპიანი ხე, ჩანგალი. კბოდე – ზღვის ან მდინარის კლდოვანი (ციცაბო, ფრიალო) ნაპირი. ლალვა – ჩხუბი. მეკრე – კარის მცველი. .... რა ყველა ეს სიტყვა ცუდია, გამოუყენებელი და სადღაც ლექსიკონებში ჩასაწერი მხოლოდ? აი ის სიტყვები რაც წინ დავწერეთ: ციტატა მოდი ერთი-ორ კარგ და დავიწყებულ კარგ სიტყვებს შემოგთავაზებთ: ბაბილო - ”მაღალი ვაზი” (საბა). ბავთი - ”ბოროტი მოამბე” (საბა) დედაზარდლი - ობობა. ებგური - მცველი, დარაჯი, გუშაგი. ველოანი - ველი, გაშლილი ადგილი. თბე - ახლად მოზელილი ცომი თემანი - სამხრეთი. თნავს: სთნდა - მოსწონდა; არა სთნდა - არ მოსწონდა; მთნავს - მომწონს; უკუეთუ გთნდეს - რომ კიდევაც მოგწონდეს, რომ გინდოდეს. თუალ-ღებით; თუალთ-ღებით - მიკერძოებით. ისერებს: ისერონ - ივახშმონ. კბოდე - ციცაბო ნაპირი მდინარისა (ზღვისა). ლირბი - ურცხვი, თავხედი. მამზებელი - მზის მომფენი. მაღნარი - ხშირი ტყე, ტევრი. მედიმოსე - ხარკის ამკრეფი (შდრ. დიმოსი). მოდი - სითხისა და მარცვლეულის საწყაო. მოთხე - კოლოფი, ყუთი. მორჩი - ყლორტი. მტილი - ბაღი, ბოსტანი. მყაფარი - დაქანებული, დაფერდებული. პირმარხვა - დიდმარხვის დასაწყისი. ციტატა მზისკარი - ფანჯარა/სარკმელი ციტატა თინეიჯერი- ნინველი/ნინველა რათქმაუნდა ეს არ გულისხმობს იმას, რომ სომხებივით ყველაფერი შევცვალოთ იყოს ვიოლინო და არა ყელფანდურა ან იყოს პომიდორი და არა ოქროვაშლა ან იყოს ვერტმფრენი და არა ჰაერმფქვევი... მარამ ეს ხომ არ ნიშნავს დანარჩენ ყველაზეც დავხუჭოთ თვალი? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი