ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
T I K O |
Nov 7 2009, 09:16 PM
პოსტი
#241
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ახლა რაზე გაწუხებთ, გუშინწინ ამეკვიატა ფიქრი ამაზე და ვიფიქრე თემას გავხსნითქო, მაგრამ გადავიფიქრე... დამეზარა (როგორც ყოველთვის). ახლა ისევ მოვიფიქრე და სანამ გადავიფიქრებდი, გავხსენი.
წავიჭორაოთ ცოტა ცნობილია, რომ ადამიანები ყველა დროსა და ეპოქაში მიისწრაფოდნენ და მიისწრაფიან ბედნიერებისკენ, ის კი თავისთავად საკმაოდ გაურკვეველი, ხშირად, არაპროგნოზირებადი და ირაციონალური რამეა. ბედნიერება ძალიან ინდივიდუალურია და მისი შინაარსი ყველას სხვადასხვაგვარად ესმის. ბუნებრივია, მისი მიღწევის გზებიც სხვადასხვაგავარად ესახებათ. რა მიგაჩნიათ თქვენ ბედნიერებად, რაში მდგომარეობს იგი? არის თუ არა ეს ცხოვრების უმაღლესი და საბოლოო მიზანი, როგორც არისტოტელე თვლიდა? არის თუ არა ის თვითკმაყოფილება საკუთარი ცხოვრებით? რამდენად დამოკიდებულია იგი გარე ფაქტორებზე, ვთქვათ, მატერიალურ კეთილდღეობაზე, ასაკზე, სოციალურ სტაბილურობაზე, გარეგნობაზე და ა.შ. რამდენად შედარებითია? და კიდევ, რატომ გაურბის განსაკუთრებით მათ, ვინც გამუდმებით მის ძიებაშია? აბა ჰეთ! სმენად ვარ... უფროსწორად, მხედველობად ვარ ქცეული პ.ს. ძლიერნო ამა ფორუმისანო, მე უკვე დავძებნე და ვერ ვნახე მსგავსი თემა. თუ არსებობს, თქვენ უკეთ იცით სადაც მიუჩენთ ამას ადგილს -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
neo |
Nov 10 2009, 10:45 AM
პოსტი
#242
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
წარმოიდგინეთ რომ არ არსებობდეთ, ან ვერ აცნობიერებდეთ თქვენს არსებობას...
წარმოიდგინეთ რომ აცნობიერებდეთ მაგრამ იყოთ სიცარიელეში, თქვენს ირგვლივ არაფერი არ იყოს, უბრალოდ მწვანე ფონი და მეტი არაფერი... წარმოიდგინეთ რომ იყოთ ერთადერთი ადამიანი ამ სამყაროში, და სხვა ადამიანები ან სხვა თვითუფლებრივი მოაზროვნე არსებები არ არსებობდნენ... წარმოიდგინეთ რომ არ არსებობდეს ღმერთი - პიროვნება წუთით რომ დაფიქრდეს ადამიანი აღმოაჩენს რომ ის უსაზღვროდ ბედნიერია... უსაზღვროდ ბედნიერი იმიტომ რომ არის პიროვნება და რომ ცხოვრობს აქ ამ დიად სამყაროში სადაც ადამიანები არიან და სადაც უპირველესი და უმთავრესი სიყვარულია... ქრისტიანს არ არქვს უფლება უბედური იყოს... (მდაა და რა გველოდება სიკვდილის შემდეგ, ა მაგარი იქნება იმ სამყაროში გადასვლა წარმოგიდგენიათ, ანგელოზების გაცნობა ახალი განზომილებები, ახლებურრად არქმული დრო...) ჩვენ კიდე ,,კაი შეკურილი ადინაცატის" არ ქონის გამო თავს უბედურად ვგრძნობთ და ვტრტვინავთ ხოლმე, და უფრო მეტიც ამასჰი გმერტს ვადანასჰაულებთ, - ჰოი უმადურობავ ! პ.ს. ადამმა ევას გარეშე მოიწყინა სამოთხეში, ეს ალბათ საპატიოა -------------------- www.cordesign.ge
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 04:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი