ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ბედნიერება, რეცეპტები დაიდოს |
T I K O |
Nov 7 2009, 09:16 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ახლა რაზე გაწუხებთ, გუშინწინ ამეკვიატა ფიქრი ამაზე და ვიფიქრე თემას გავხსნითქო, მაგრამ გადავიფიქრე... დამეზარა (როგორც ყოველთვის). ახლა ისევ მოვიფიქრე და სანამ გადავიფიქრებდი, გავხსენი.
წავიჭორაოთ ცოტა ცნობილია, რომ ადამიანები ყველა დროსა და ეპოქაში მიისწრაფოდნენ და მიისწრაფიან ბედნიერებისკენ, ის კი თავისთავად საკმაოდ გაურკვეველი, ხშირად, არაპროგნოზირებადი და ირაციონალური რამეა. ბედნიერება ძალიან ინდივიდუალურია და მისი შინაარსი ყველას სხვადასხვაგვარად ესმის. ბუნებრივია, მისი მიღწევის გზებიც სხვადასხვაგავარად ესახებათ. რა მიგაჩნიათ თქვენ ბედნიერებად, რაში მდგომარეობს იგი? არის თუ არა ეს ცხოვრების უმაღლესი და საბოლოო მიზანი, როგორც არისტოტელე თვლიდა? არის თუ არა ის თვითკმაყოფილება საკუთარი ცხოვრებით? რამდენად დამოკიდებულია იგი გარე ფაქტორებზე, ვთქვათ, მატერიალურ კეთილდღეობაზე, ასაკზე, სოციალურ სტაბილურობაზე, გარეგნობაზე და ა.შ. რამდენად შედარებითია? და კიდევ, რატომ გაურბის განსაკუთრებით მათ, ვინც გამუდმებით მის ძიებაშია? აბა ჰეთ! სმენად ვარ... უფროსწორად, მხედველობად ვარ ქცეული პ.ს. ძლიერნო ამა ფორუმისანო, მე უკვე დავძებნე და ვერ ვნახე მსგავსი თემა. თუ არსებობს, თქვენ უკეთ იცით სადაც მიუჩენთ ამას ადგილს -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
blue night |
Nov 11 2009, 12:09 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 114 რეგისტრ.: 3-November 09 წევრი № 7,680 |
ბედნიერება სიმართლის ხედვაა, ბედნიერებისკენ მიმავალი ერთი საფეხური მადლიერებაა, ბედნიერება თავად ქრისტეა, ან ქრისტეა თავად ბედნიერება (მგონი ეს ერთდაიგივეა)..
მე ეხლა თავს ძალიან ბედნიერად ვიგრძნობ, თუ ერთი ადამიანის ხმას გავიგონებ... მგონი ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა გიყვარს და უყვარხარ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ფიქრობ, რომ შეუძლებელია იმ დიდ ადამიანს შენ ასეთი პატარა უყვარდე და აღმოჩნდება, რომ ეს ასეა... ყველას ამას გისურვებთ... ჭეშმარიტად ბედნიერი იქნები მაშინ, როცა იქნები წმინდანი, ანუ როცა ბავშვივით იქნები და მაშინ, როცა სუყველა ბედნიერი იქნება, როცა თვით ეშმაკიც კი ისევ ანგელოზად იქცევა... ნეტავ ეს როდის იქნება?.... ............. ბედნიერება, საერთოდ, დიდი საჩუქარია... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 02:06 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი