![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
მხევალი ნინო |
![]()
პოსტი
#1
|
![]() ზღაპრის ბოლო კეთილია.. ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 ![]() |
ლოცვა სულის სუნთქვაა, ლოცვა უფალთან საუბარია. ლოცვას დიდი ძალა აქვს. ეს სიტყვები ვიცი, მაგრამ მწამს? უფრო სოწრედ რისი მწამს აღარ ვიცი.
ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მომხდარა და ძალიან მნიშვნელოვანი. ან ბევრი რამ მინდოდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი. როცა რაღაც მნიშვნელოვანი მინდოდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში მივმართავდი უფალს, მაგრამ არ ხდებოდა... შემდეგ ჩემს თავს ვეუბნებოდი ეს ღვთის ნებაა, უფალმა ტავად იცის რა უნდა მომცეს და როდის. ამ წუთას ჩემი თხოვნის ასრულება ტავად ჩემთვის არ იქნებოდა კარგი, მაგრამ რწმენა იკარგებოდა. ლოცვის ძალის რწმენა, შესმენის რწმენა. შემდეგ კითხვები გაჩნდა, თუ მაინც ისე მოხდება როგორც უფალს სურს, თუ ჩემს ლოცვას არა აქვს ძალა და ამით მაინც არაფერი იცვლება რაღა საჭიროა ლოცვა... თუ ყველაფერი ნიშვნელოვანი მაინც ღმერთის გადასაწყვეტია მე რატომ ვილოცო. მერე განსაცდელის ჟამს, როგორც კი ლოცვას ვიწყებ გულში ეჭვი ჩნდება, მომისმენს კი? შეისმენს კი? იქნებ მას სხვანაირად სურს და ეს უკვე გადაწყვეტილია, მაშინ მე რატომღა ვტხოვ, რა საჭიროა, რა აზრი აქვს? იყავ ნება შენი. ეტყობა ამ სიტყვებშია იმ შეკითხვის პასუხი, რაც მე დავწერე. ალბათ ამ სიტყვებიშია ყვლეაზე დიდი მორჩილება და მინდობა, მაგრამ მე ეს ბოლომდე არ მესმის. მაგრამ მაშინ რა საჭიროა ლოცვა? თუ ყველაფერს მაინც უფალი წყვეტს, რომელმაც ჩვენზე უკეთესად იცის რა დროს რა გვჭირდება ყველაზე მეტად. რატომღა ვირწმუნო ლოცვის ზალის? მხოლოდ იმიტომ რომ შეიძლება იმ დროს ისეთი რამე ვთხოვო, რაც ჩემთვის მისაღებია და ამიტომ მივიღო? ამ თემის გახნის სისწორეზეც ეჭვი მეპარება, მაგრამ რაღაც ჭკვანურის და კარგის მოსმენის იმედი მაქვს. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
![]() ![]() |
izi-bartki |
![]()
პოსტი
#2
|
![]() შეიყვარეთ სიყვარული ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 ![]() |
გუყლწრფელ ლოცვას ტანჯული სულები ჯოჯოხეთიდანაც კი ამოჰყავს,ოჰ რა ტკბილია გილწრფელად აღვლენილი ლოცვაა
![]() მე არა მაქვს უფლება,ვინმეს ჭკუა დავარიგო და რამე ვასწავლო,უბრალოდ ვწერ იმას რაც საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი, სოფიო1977 ციტატა მირჩიეთ რაიმე,ადამიანი რომელიც ძალიან მიყვარს 4 წელია ციხეშია გამომწყვდეული,მართლაც და არაფრის გაო,განაჩენის მიხედვით კიდევ 4 წელი უნდა იყოს ციხეში.მე გადავწყვიტე ლოცვით დავეხმარო,რადგან ჩვენი ყოველგვარი მატერიალური თანადგომა არ ეყო იმას რომ თავი დაეღწია ციხიდან,მინდა რომ მის სახელზე ყოველდღიურად ფსალმუნები ვიკთხო,ამისათვის აუცილებელია კურთხევა?მაშინ დავურეკავ ჩემ მოძღვარს და ტელეფონით მაინც ავიღებ კურთხევას,იმიტომ რომ ეხლასამწუხაროდ ფიზიკურად ვერ ვნახულობ,მე საზღვარგარეთ ვცხოვრობ...მირჩიეთ როგორ მოვიქცე... აიღე კურთხევა და ილოცე შენი საყვარელი ადამიანისთვის, უფალი ხომ ამას გვასწავლის"ურთიერთის ჯვარი იტვირთეთ და ესე აღასრულეთო სჯული უფლისა" თან შეგეძლება შენი ბევრი ოჯახის წევრი და ძვირფასი ადამიანიც მოიხსენიო ფსალმუნების კითხვისას,,ეგ ძალიან გაგაძლიერებს დამიჯერე ![]() -------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 16th June 2025 - 12:01 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი