ქართული ხალხური სიმღერა, სჯა-ბაასი და ჩანაწერები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ხალხური სიმღერა, სჯა-ბაასი და ჩანაწერები |
ვეშაპო |
Jan 29 2007, 01:30 AM
პოსტი
#1
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
აბა, მოგილოცავთ ახალი განყოფილების დამატებას.
გთხოვთ, შემობრძანდეთ და გამოთქვათ თქვენი აზრი ქართულ სიმღერასთან დაკავშირებით. ასევე, თუ შეძლებთ ჩანაწერების დადებას, ფრიად მისასალმებელი იქნება. მეც ნელ-ნელა ავტვირთავ რაღაცეებს. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
Nanio |
Feb 27 2007, 01:12 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
Iona
ეს შენი სიტყვებია? ჩარჩოში რატომ არის ჩასმული? არამგონია საგალობელი იყოს -------------------- მეკენდარია? |
ვეშაპო |
Feb 27 2007, 04:01 AM
პოსტი
#3
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
Iona
ციტატა ეს სიმღერა მემგონი აშკარად საგალობლია გავს საგალობელს, მაგრამ საგალობელი არაა. ციტატა ვიღაცამ იდიოტური რაღAც ტექსტი დაადო ეს ნახე აბა. ეს კი ნამდვილად საგალობლებია. უფრო სწორად სალხინო საგალობლები, საგალობლების ხმებზე დადებულია სალხინო ტექსტები. მწვადსა ამას მშვენიერსა - ამის მეორე ნაწილი არის IV ხმის ტროპარის ბოლო ნაწილის მელოდიაზე დადებული საახალწლო დალოცვა - ეს მთლიანად VI ხმის ტროპარზეა გაწყობილი ვაშა კამპანია - ეს გაწყობილია შესვლადის ბოლო მუხლზე მობრძანებითა თქვენითა - ეს კი შობის კონდაკის "ქალწული დღეს არსებად"-ის ხმაზეა მთლიანად გაწყობილი. ამას ქვია სალხინო საგალობლები. გურიაში და იმერეთში გავრცელებული იყო ასეთი პრაქტიკა, რომ საეკლესიო მელოდიებს ადებდნენ საერო ტექსტებს. კომუნისტების დროს ამან ძალიან გაამართლა და გალობა დავიწყებას რომ არ მისცემოდა ხალხი ამ სალხინო საგალობლებს მღეროდა. გურიაში იყვნენ მგალობელ-მომლხენები და მათ დიდ პატივს ცემდნენ. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი