ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეკლესია და სახელმწიფო, კონკორდატი და სხვა აქტები |
კანონისტი |
Oct 20 2006, 05:14 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
აქ განვიხილოთ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საკითხები
ასევე, წარმოვაჩინოთ სამართლებრივი პრობლემები რაც ამ სფეროში არსებობს -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Oct 20 2006, 08:18 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა აქ განვიხილოთ ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობის საკითხები ასევე, წარმოვაჩინოთ სამართლებრივი პრობლემები რაც ამ სფეროში არსებობს უპირველეს ყოვლისა, მინდა სახელმწიფოსა და ეკლესიის ცნებები და მიზნები განვსაზღვროთ. თუ არ შევთანხმდით რა შინაარსობრივ დატვირთვას გულისხმობს ეს ორი ცნება, ჩემი აზრით ნებისმიერი სახის მსჯელობა აზრსმოკლებულია. აქ ისმის ორი საინტერესო კითხვა რომელიც ჩემში სამართლის გაკვეთილის შემდეგ დაიბადა: არის თუ არა სახელმწიფო ძალადობის იარაღი? და ნიშნავს თუ არა სახელმწიფოსთან ურთიერთობა ძალადობასთან გარიგებას? სახელმწიფოზე ალბათ უკეთ იმსჯელებს კანონისტი, ეს პატარა სფერო არაა. (მე ამ შემთხვევაში თავს არ შეგაწყენთ, რადგან ჩემზე ათასმაგ კომპეტენტური სუბიექტი გვყავს) აი ეკლესიის, მიზანი კი პიროვნული სრულყოფაა მრევლისა, იგი არაფრით არ უნდა განვაყენოთ და მხოლოდ მაღალიერარქ კლიროსად წარმოვადგინოთ. უპირველეს ყოვლისა ეკლესია ჩვენ ვართ. ხოლო რახან ეკლესია თავად განკაცებული ლოგოსის (ბერძ.სიტყვა) სხეულია, მაშინ გიხაროდეთ ჩვენ ქრისტეში ვერთიანდებით და ქრისტე არს ჩვენს შორის!!! მაშასადამე ეკლესიის მიზანი არის მისი თითოეული წევრის აღძვრა მიდრიკოს თავისი ნება ზეციერი მამისაკენ! რომელიც მას პიროვნული სრულყოფის კიბეზე ასვლას დააწყებინებს ( განღმრთობას-მადლისმიერ ღმერთად გცევას). აქედან გამომდინარე ეკლესიის უპირველესი მიზანია პრიმიტიულად რომ ვთქვა, თავისი მებრძოლი ნაწილიდან მოზეიმე ნაწილში გადაისროლოს მაქსიმალურად დიდი რაოდენობა ნათელღებული ქრისტიანებისა. (ამას ხედავდეს ახლა ჩემი მოძღვარი კადნიერებისთვის არ ამაცილებდა 20 მეტანიას ) -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
samreklo |
Nov 11 2009, 08:35 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 13-November 08 წევრი № 5,939 |
დღეს ათეისტობა უწიგნურობის ტოლფასია.20-21 საუკუნეების მიჯნაზე მეცნიერებამ შესძლო ღმერთის არსებობის დამტკიცება.ამ ცოტა ხნის წინ 57-მა მსოფლიოს გამოჩენილმა მეცნიერმა,მათ შორის ნობელის პრმიის ლაურეატებმა,საჯაროდ განაცხადეს შემომქმედის არსებობის უტყუარობის შესახებ.ყოველივე ეს მოითხოვს სახელმწიფოსა და ეკლესიის გამიჯვნის დასავლურ-ათეისტური პრინციპის გადახედვას.ვფიქრობ,რომ სეკულარული სახელმწიფო წარსულს ბარდება.დღის წესრიგში დგება საერო და სასულერო საზოგადოების გამთლიანება,ეკლესიის გამორჩეული მოღვაწეების სახელმწიფო თანამდედობებზე დაწინაურება.
ა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 12:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი