![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
გლახა |
![]()
პოსტი
#1
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
ძვირფასო მეგობრებო მე მინდა წარმოგიდგინოთ ნაწყვეტები ერთ-ერტი ისტორიული წიგნიდან.
ამ თემის მიზანი არ არის დაჭმა დაგლეჯვა, არამედ საუბარი და მსჯელობა. გთხოვთ რომელთაც არ შეგიძლიათ ამ თემაში მოყოლა, ნაძალადევად ნუ დაპოსტავთ. წინასწარ გმადლობთ. წმიდა ნაწილების თაყვანისცემა ~რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები~ პირველმოწამე სტეფანეს სიკვდილით ქრისტიანული ეკლესია შევიდა სასტიკი დევნების ხანგრძლივ პერიოდში. არ ყოფილა არც ერთი ეკლესია, რომლის მორწმუნეებსაც არ დაემოწმებინოთ წმიდა წერილის ჭეშმარიტება და ერთგულება იესო ქრისტესადმი ზოგიერთი თავისი წევრების მოწამეობრივი სიკვდილით. მოწამეთა სახელები ხელმძღვანელი ძმების მიერ ადგილობრივი ეკლესიების სიებში შეიტანებოდა. ზოგიერთ ეკლესიებში ეს სიები იკითხებოდა ზიარების დროს, როგორც ქრისტეს მოძღვრების ერთგულების შეურყეველი მაგალითები. ცნობილ დღეებში, უმთავრესად კი, წლისთავებზე, მორწმუნეები იკრიბებოდნენ მოწამეთა საფლავებთან, რათა მოესმინათ მათი მოწამეობრივი სიკვდილის თვითმხილველთა დამოწმება. იმ დროს აზრადაც კი არავის მოსდიოდა ლოცვით მიემართათ თემის მოკვდინებული წევრებისათვის და ეთხოვათ მათთვის შუამდგომლობა ღვთის წინაშე. მაშინდელი ქრისტიანების წარმოდგენაში მსგავსი ლოცვა შესაძოლოა გამოსულიყო მხოლოდ წარმართის ბაგეებიდან, რომელმაც არ იცოდა ჭეშმარიტება, ხოლო თაყვანისცემა ~მოწამეთა ნაწილებისათვის~ თითქმის ღვთისგმობას გაუტოლდებოდა. მაგრამ მეოთხე საუკუნის ბოლოს ეკლესიაში იწყება სწორედ აი ამ ~ნაწილების~ თანდათანობითი თაყვანისცემის შესვლა. და გადასვლა ამ ნაწილების პატივისცემიდან მათ თაყვანისცემამდე მხოლოდ დროის საქმე იყო. ეს გადასვალ მით უფრო გასაგები გახდება თუ შევხედავთ ეკლესიის მაშინდელ სულიერ მდგომარეობას; ღვთის სიტყვის შედარებით დაბალ ცოდნას, შერყეულ ზნეობას, შესუსტებულ რწმენას უხილავისა, ~ხილულის~ თაყვანებასა და გაღმერთებასთან, ანუ ფეტიშიზმთან. ანტონიუს ეგვიპტელი და ათანასე დიდი, მეოთხე საუკუნის ეკლესიის სვეტები, მკაცრად გმობდნენ ამ სახიფათო, წარმართულ მიმართულებას ეკლესიაში. იმისათვის რათა დაეცვათ უბირი ხალხი ასეთი ხიფათისაგან, მათ ბრძანეს ტაძრების კედლებში ჩაეტანებინათ იმ დროისათვის შემორჩენილი მოწამეთა ყველანაირი ნაწილები და არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ მათი თაყვანისცემა. თუმცაღა, ნიკეის მეორე კრებამ (787 წ) დაამტკიცა მოწამეთა ნაწილების თაყვანისცემა, წმიდა წერილისა და ეკლესიის მამათა საწინააღმდეგოდ, და იმ დროიდან ეს ნაწილების თაყვანისცემის ეს წარმართული კულტი დამკვიდრდა, როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის ეკლესიებში, ამდიდრებდა რა იმათ ხაზინას, ვისაც ეს ნაწილები გააჩნდა. მოგვიანებით, როდესაც ქრისტეს რწემნისათვის მოკვდინება შედარებით იშვიათი მოვლენა გახდა, მოწამეთა ნაწილები ნაწილდებოდა და იყიდებოდა დიდ ფულზე და არა მხოლოდ ეკლესიებისა და მონასტრებისათვის, არამედ კერძო პირებზეც. წმიდა ნაწილებით ვაჭრობამ ისეთ დახვეწილ ფორმებსა და მასშტაბებს მიაღწია, რომ მეოთხე ლატერანის კრებამ 1215 წელს, _ იმისათვის რათა შეეწყვიტა ეკლესიის ცდუნება, _ გამოიტანა დადგენილება, რომლის ძალითაც ახალი ნაწილების აღმოჩენა და ვაჭრობა მათით აღარ იყო ნებადართული, თუ არა თავად პაპის ნებართვით. გავიხსენოთ, რომ აქაც რუსეთში ღვთისმსახურება (ევქარისტიის საიდუმლოებით) შეიძლება ჩატარედეს მხოლოდ ტაძარში წმიდა ნაწილების რომელიმე პატარა ნაწილის არსებობისას, რაც მოუცილებელი კუთვნილებაა ~ანტიმინსისა~ (ანტიმინსი _ წმ. ისიდორე პოლისიოტუს მიხედვით განასახიერებს იმ სახვევს, რომლითაც იყო შესუდრული იესო ქრისტეს ცხედარი საფლავში). მეშვიდე მსოფლიო კრების მიერ თავად ტაძრის არსებობაც კი არაკანონიკურობის საფრთხის ქვეშ დგებოდა, თუ იმ ტაძარში არ იყო ~ანტიმინსი~. ანტიმინსი, თავის მხრივ, ვერ იქნება ნაკურთხი, თუ მასში ჩაკერებული არ არის წმიდა ნაწილი. საჭიროა თუ არა მოვიყვანოთ წმიდა წერილის ადგილები, რათა დავრწმუნდეთ წმიდა ნაწილების თაყვანისცემის უსაფუძვლობაში? ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ სულსა და ასოს წმიდა წერილისა, არამედ საერთოდ ჯანსაღ აზრსაც კი.აი რამდენიმე ადგილი წმიდა წერილიდან: 1პეტ.1,24; იოან.3,6; საქ.2,29031; რომ.7,18; 1კორ.1,29; 15,50; 2კორ.5,1,16; ებრ.13,7; იერემ.17,9. |
![]() ![]() |
გლახა |
![]()
პოსტი
#2
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
მარიამი
ციტატა გლახას უყვარს ციტატები წმინდა წერილიდან და მოვუყვან რამდენიმეს კომენტარის გარეშე: ვა რა კარგად იცის ეს მარიამმა ![]() ციტატა შენითა შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის-ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა. შევიდეთ საყოფელთა მისთა, თაყუანის-ვსცეთ ადგილსა, სადა დადგეს ფერჴნი მისნი. ციტატა აღდგა დავით სამალველით და თაყუანი-სცა იონათანს სამგზის. განვიდა მოსე მიგებებად სიმამრისა თჳსისა, და თაყუანი-სცა მას და ამბორს-უყო მას. და იაკობ წარუძღუა წინაშე მათსა და თაყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა შვიდგზის ვიდრე მიახლებადმდე ძმისა თჳსისა. კითხვა მაქვს: იაკობი, დავითი, მოსე კერპთაყვანისმცემლები იყვნენ? თუ ადამიანებს აღმერთებდნენ? დარწმუნებული ვარ რომ ამ შემთხვევაში თაყვანისცემა გაღმერთებად არ არის მიჩნეული. სამწუხაროდ ჩვენში ადამიანებს ღვთის მსგავსად აღმერთებენ. და სენს მოყვანილ ციტატებში შემოგევლე, არცერტ პიროვნებას არ სთხოვენ ამა თუ იმ საკითხზე შუამდგომლობას. დათიკო რა თქმა უნდა მე ამ კაცის ნაწერებს არ ვეყრდნობი, და ის რასაც ვფიქრობ არავისთვის არ არის დაფარული ამ ფორუმზე. მაგრამ მე არა მგონია ის რასაც ეს ადამიანი წერს ყველაფერი "მონაჩმახი" იყოს. ამიტომაც მინდა რომ აქ საუბარი იყოს გულწრფელი, აგრესიის გარეშე ..და მგონია ასეც არის....აგრესიონერებმა თავ კონტროლი გაუწიონ.. ![]() ალექსანდრე ლუკა 20 :38 მკვდართა აღდგომას ეხება, და ჩვენ ყველამ ვიცით რომ ადამიანს აქვს სული და ფიზიკურად სიკვდილის შემდეგ ადამიანის სული სიცოცხლეს განაგრძობს რა ტქმა უნდა, მაგრამ აქ არ წერია, რომ ამ გარდაცვლილთა სულებს სეწევნა უნდა ვთხოვოთო.. იაკობი 5.. ეს თავი ჩემო ალექსანდრე ეხება ფიზიკურად ცოცხალ ადამიანებს და აქ ერთი მინიშნებაც კი არ არის იმის შესახებ, რომ გარდაცვლილებმა და ჩვენ ერთმანეთზე ვილოცოთ... ბარუქ 3:5 აქ ის წერია, რომ მათი ცოდვების გამო ნუ დაგვსჯიო ..და ეს ძალიან მარტივად გასაგებია ახლა მაკაბელებს რაც შეეხება. ისე მაინც სეგახსენებ რომ ეს წერილიც და ბარუქიც არაკანონიკურ წიგნთა კატეგორიას მიეკუთნება...მაშინ ჩემო ალექსანდრე ცოდვის გამოსასყიდად ცოცხალ ადამიანებსაც კი პირუტყვი ან ფრინველი მოჰყავდათ. რა სენ იმას ხომ არ ფიქრობ, რომ საკლავების შეწირვაა საჭირო ცოდვათა მისატევებლად... მე ვთვლი რომ არანაირად არ არის საჭირო, მიცვალებულთათვის რაიმეს თხოვნა, რადგანაც ამ შემთხვევასი კნინდება მაცხოვარ იესო ქრისტეს ღვაწლი, მისი ჯვარცმა და წამება, რამეთუ ჩვენ ამისი ქმნით შეუგნებლად თუ შეგნებულად ვამბობთ რომ ქრისტეს მსხვერპლი არ კმარა, და ამიტომ კიდევ სხვა ადამიანებსაც უნდა ვთხოვოთ შემწეობა და შუამდგომლობა... ამას ჰქვია ქრისტეს + რაღაცა/ან ვიღაცა...რაც არასწორად მიმაჩნია... |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 03:14 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი