![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
გლახა |
![]()
პოსტი
#1
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
ძვირფასო მეგობრებო მე მინდა წარმოგიდგინოთ ნაწყვეტები ერთ-ერტი ისტორიული წიგნიდან.
ამ თემის მიზანი არ არის დაჭმა დაგლეჯვა, არამედ საუბარი და მსჯელობა. გთხოვთ რომელთაც არ შეგიძლიათ ამ თემაში მოყოლა, ნაძალადევად ნუ დაპოსტავთ. წინასწარ გმადლობთ. წმიდა ნაწილების თაყვანისცემა ~რადგან მტვერი ხარ და მტვერს დაუბრუნდები~ პირველმოწამე სტეფანეს სიკვდილით ქრისტიანული ეკლესია შევიდა სასტიკი დევნების ხანგრძლივ პერიოდში. არ ყოფილა არც ერთი ეკლესია, რომლის მორწმუნეებსაც არ დაემოწმებინოთ წმიდა წერილის ჭეშმარიტება და ერთგულება იესო ქრისტესადმი ზოგიერთი თავისი წევრების მოწამეობრივი სიკვდილით. მოწამეთა სახელები ხელმძღვანელი ძმების მიერ ადგილობრივი ეკლესიების სიებში შეიტანებოდა. ზოგიერთ ეკლესიებში ეს სიები იკითხებოდა ზიარების დროს, როგორც ქრისტეს მოძღვრების ერთგულების შეურყეველი მაგალითები. ცნობილ დღეებში, უმთავრესად კი, წლისთავებზე, მორწმუნეები იკრიბებოდნენ მოწამეთა საფლავებთან, რათა მოესმინათ მათი მოწამეობრივი სიკვდილის თვითმხილველთა დამოწმება. იმ დროს აზრადაც კი არავის მოსდიოდა ლოცვით მიემართათ თემის მოკვდინებული წევრებისათვის და ეთხოვათ მათთვის შუამდგომლობა ღვთის წინაშე. მაშინდელი ქრისტიანების წარმოდგენაში მსგავსი ლოცვა შესაძოლოა გამოსულიყო მხოლოდ წარმართის ბაგეებიდან, რომელმაც არ იცოდა ჭეშმარიტება, ხოლო თაყვანისცემა ~მოწამეთა ნაწილებისათვის~ თითქმის ღვთისგმობას გაუტოლდებოდა. მაგრამ მეოთხე საუკუნის ბოლოს ეკლესიაში იწყება სწორედ აი ამ ~ნაწილების~ თანდათანობითი თაყვანისცემის შესვლა. და გადასვლა ამ ნაწილების პატივისცემიდან მათ თაყვანისცემამდე მხოლოდ დროის საქმე იყო. ეს გადასვალ მით უფრო გასაგები გახდება თუ შევხედავთ ეკლესიის მაშინდელ სულიერ მდგომარეობას; ღვთის სიტყვის შედარებით დაბალ ცოდნას, შერყეულ ზნეობას, შესუსტებულ რწმენას უხილავისა, ~ხილულის~ თაყვანებასა და გაღმერთებასთან, ანუ ფეტიშიზმთან. ანტონიუს ეგვიპტელი და ათანასე დიდი, მეოთხე საუკუნის ეკლესიის სვეტები, მკაცრად გმობდნენ ამ სახიფათო, წარმართულ მიმართულებას ეკლესიაში. იმისათვის რათა დაეცვათ უბირი ხალხი ასეთი ხიფათისაგან, მათ ბრძანეს ტაძრების კედლებში ჩაეტანებინათ იმ დროისათვის შემორჩენილი მოწამეთა ყველანაირი ნაწილები და არავითარ შემთხვევაში არ დაეშვათ მათი თაყვანისცემა. თუმცაღა, ნიკეის მეორე კრებამ (787 წ) დაამტკიცა მოწამეთა ნაწილების თაყვანისცემა, წმიდა წერილისა და ეკლესიის მამათა საწინააღმდეგოდ, და იმ დროიდან ეს ნაწილების თაყვანისცემის ეს წარმართული კულტი დამკვიდრდა, როგორც აღმოსავლეთის ისე დასავლეთის ეკლესიებში, ამდიდრებდა რა იმათ ხაზინას, ვისაც ეს ნაწილები გააჩნდა. მოგვიანებით, როდესაც ქრისტეს რწემნისათვის მოკვდინება შედარებით იშვიათი მოვლენა გახდა, მოწამეთა ნაწილები ნაწილდებოდა და იყიდებოდა დიდ ფულზე და არა მხოლოდ ეკლესიებისა და მონასტრებისათვის, არამედ კერძო პირებზეც. წმიდა ნაწილებით ვაჭრობამ ისეთ დახვეწილ ფორმებსა და მასშტაბებს მიაღწია, რომ მეოთხე ლატერანის კრებამ 1215 წელს, _ იმისათვის რათა შეეწყვიტა ეკლესიის ცდუნება, _ გამოიტანა დადგენილება, რომლის ძალითაც ახალი ნაწილების აღმოჩენა და ვაჭრობა მათით აღარ იყო ნებადართული, თუ არა თავად პაპის ნებართვით. გავიხსენოთ, რომ აქაც რუსეთში ღვთისმსახურება (ევქარისტიის საიდუმლოებით) შეიძლება ჩატარედეს მხოლოდ ტაძარში წმიდა ნაწილების რომელიმე პატარა ნაწილის არსებობისას, რაც მოუცილებელი კუთვნილებაა ~ანტიმინსისა~ (ანტიმინსი _ წმ. ისიდორე პოლისიოტუს მიხედვით განასახიერებს იმ სახვევს, რომლითაც იყო შესუდრული იესო ქრისტეს ცხედარი საფლავში). მეშვიდე მსოფლიო კრების მიერ თავად ტაძრის არსებობაც კი არაკანონიკურობის საფრთხის ქვეშ დგებოდა, თუ იმ ტაძარში არ იყო ~ანტიმინსი~. ანტიმინსი, თავის მხრივ, ვერ იქნება ნაკურთხი, თუ მასში ჩაკერებული არ არის წმიდა ნაწილი. საჭიროა თუ არა მოვიყვანოთ წმიდა წერილის ადგილები, რათა დავრწმუნდეთ წმიდა ნაწილების თაყვანისცემის უსაფუძვლობაში? ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ სულსა და ასოს წმიდა წერილისა, არამედ საერთოდ ჯანსაღ აზრსაც კი.აი რამდენიმე ადგილი წმიდა წერილიდან: 1პეტ.1,24; იოან.3,6; საქ.2,29031; რომ.7,18; 1კორ.1,29; 15,50; 2კორ.5,1,16; ებრ.13,7; იერემ.17,9. |
![]() ![]() |
გლახა |
![]()
პოსტი
#2
|
-------- ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 ![]() |
მარიამი
ციტატა ე.ი. შევთანხმდით, რომ თუ არ გააღმერთებ, მაშინ თაყვანისცემა შეიძლება. მე ვფიქრობ რომ გაღმერთება ადამიანისა არ შეიძლება, ისე კი თვითონ ადამიანი უნდა ისწრაფოდეს განღმრთობისაკენ ![]() მე მინდა უბრალოდ რამდენიმე ადგილი მოვიყვანო საღვთო წერილიდან იმის წარმოსაჩენად, რომ შესაძლოა ჩვენ გვერევა ადამიანისადმი პატივისცემა და თაყვანისცემა. უბრალოდ მუხლებას დავწერ უკომენტაროდ: როცა შედიოდა პეტრე, კორნელიოსი შეეგება მას, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა. პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა: "ადექი, მეც კაცი ვარ." საქმე მოციქულთა 10:25-26 დავემხე მის ფერხთით, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: "ამას ნუ იზამ. შენი და შენი ძმების თანამსახური ვარ, რომელთაც იესოს მოწმობა აქვთ. თაყვანი ეცი ღმერთს, ვინაიდან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველობის სულია გამოცხადება იოანესი 19:10 ბარნაბამ და პავლემ როდესაც დავრდომილი განკურნეს, ხალხმა მათთვის მსხვერპლის შეწირვა გადაწყვიტა, ხარებისა და გვირგვინების სახით რადგან ღმერთები ეგონათ ისინი ხოლო მათი რექცია: ეს რომ გაიგონეს მოციქულებმა ბარნაბამ და პავლემ, ტანისამოსი შემოიხიეს, ხალხში შეცვივდნენ, შეჰყვირეს და თქვეს: კაცნო ამას რას ჩადიხართ? ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამაოებისაგან მოიქცეთ ცოცხალი ღვთისაკენ.... საქმე მოციქულთა 14: |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd July 2025 - 04:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი