პლანეტა- "ნიბირუ" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პლანეტა- "ნიბირუ" |
INFORMATION |
Nov 10 2009, 04:37 PM
პოსტი
#21
|
guja ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 18-October 09 წევრი № 7,620 |
ამ ბოლო ხანებში სხვადასხვა საიტებზე და ტელევიზიაშიც საუბრობენ პლანეტა -X იგივე "ნიბირუს" შესახებ.
თითქოს ის 2012 წელს ძალიან მოუახლოვდება დედამიწას, რაც დედამიწაზე გამოიწვევს კატასტროფებს- კლიმატის შეცვლას, პოლუსების გადაწევას, დიდ მიწისძვრას და დედამიწის გაჩერებას რამოდენიმე დღით, რადგან X პლანეტის გრავიტაცია იმოქმედებს ჩვენს პლანეტაზე.... ასევე ამ პლანეტის გამოჩენას და კატასტროფებს უკავშირებენ აპოკალიფსის მოახლოებასაც. რამდენად რეალურია X პლანეტასთან დაკავშირებული კატასტროფების ახდენა? არსებობს ეს პლანეტა? თუ მითია? http://www.youtube.com/watch?v=fqpJk005s3U&feature=related http://www.youtube.com/watch?v=yNTRIgt4dBE http://www.youtube.com/watch?v=7zAtiB_ZAVM&feature=channel http://www.youtube.com/watch?v=IW-fKbz-R2I&feature=related |
Atman |
Nov 13 2009, 01:42 PM
პოსტი
#22
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
Zetatalk-ზე უამრავი ინფორმაციაა სხვადასხვა თემებზე. იქიდან ჩემთვის ყველაზე საინტერესო ანუნაკთა ისტორია აღმოჩნდა. სიტყვა “ანნუნაკი” შუმერულიდან ითარგმნება როგორც ”ვინც ციდან მოვიდა დედამიწაზე”. ანუ ისინი არ იყვნენ დეამიწიდან. იმის შესახებ თუ ვინ იყვნენ და საიდან, ბევრი რამაა მოთხრობილი არა მხოლოდ Zetatalk.com-ზე, არამედ ასევე მრავალ სხვა წყაროებშიც. მე უბრალოდ მინდოდა ამ ინფორმაციებისთვის, მეტ ნაკლებათ, თავი ერთად მომეყარა და რაღაც უფრო ერთიანი სურათი დამეხატა. არ ვიცი რამდენად გამომივა, მაგრამ ვეცდები. თუ თქვენც რაიმე საინტერესო იცით დადევით.
Zetatalk -ის განცხადებით ის დიდი ცოდნა ასტრონომიისა და კოსმიური ციკლების შესახებ, რაც შუმერებს გააჩნდათ, მათ სწორედ უცხოპლანეტელ ანუნაკთაგან ჰქონიათ. მაგრამ არა მხოლოდ შუმერებს. ასევე მაის ტომებსაც. მაის კალენდარი სწორედ მათი შექმნილია. სამხრეთ ამერიკული პირამიდების უკანაც ისინი იდგნენ. მათი იდეა იყო ასევე პირამიდები ეგვიპტეში. ალბათ მიწაზე გამოსახული ნასკას ხაზები გაგიგიათ, პერუში (http://ka.wikipedia.org/wiki/ნასკას_ხაზები) ასევე მათი ხელობაა. ხომალდების დაჯდომისას ორიენტაციისთვის იყენებდნენ. ანუნაკები, წარსულში არაერთხელ ჩამოსულან დედამიწაზე. მაგრამ ასევე დაბოდიალობდნენ ჩვენი (ანუ ასევე მათი) გალაქტიკის სხვა პლანეტებზეც. მათი ნახელავია ასევე მიტოვებული ნაგებობები მარსზეც რას ეძებდნენ? მათი ამ აქტიური მიმოსვლის მიზეზი ყოფილა წიაღისეულების ძიება. კონკრეტულად კი ოქროსი. მათ პლანეტაზე ის ძალიან ესაჭიროებათ. Zetatalk-ის განმარტებით, ისინი რაღაც, სპეციალური პრინციპით, ოქროს იყენებენ, რომ მათი პლანეტის მიერ გამოშუქებული სითბო და სინათლე, კოსმოსში არ გაიფანტოს და ისევ უკან იქნას არეკლილი პლანეტის ზედაპირისკენ. რომელ პლანეტაზე ცხოვრობენ? ანუნაკები სწორედ იმ წითელ პლანეტაზე ცხოცრობენ, რომელიც ყოველ 3657 წელიწადში ერთხელ, დედამიწას უახლოვდება. მას შუმერები ნიბირუს უწოდებდენ. სხვადასხვა ცივილიზაციებსა და ეპოქებში გამოიყენებოდა ასევე სხვა სახელიებიც: მარდუკი, მეთორმეტე პლანეტა, პლანეტა იქსი და ა.შ (სურათი სადაც განმარტებულია რატომ ეწოდებოდა ნიბირუს ასევე მეთორმეტე პლანეტა: http://www.crystalinks.com/nibiru2.gif ). Zetatalk-ის ავტორის ჩანახატი: ნიბირუ სინამდვილეში (თითქმის) ჩამქრალ ვარსკვლავს წარმოადგენს, რომელზეც საკმარისადაა სითბო და მცირედი სინათლე შემორჩენილი, იმისათვის, რომ იქ სიცოცხლემ იარსებოს ყოველგვარი გარეგანი მზის გარეშე. იქ მუდმივი დილა და მუდმივი ზაფხულია თურმე. ანუნაკებს არ მოსწონდათ დედამიწის პირობები, მისი ცვალებადი წელიწადის დროებით და დღე-ღამით. მას ჭაობად აღიქვამდნენ . ეს არცაა გასაკვირი, ისინი ისეთი ფუფუნებით აღსავსე სასახლებში ცხოვრობდნენ, მაშინდელ ადამიანებს რომ არც დასიზმრებოდათ. თან დედამიწაზე ჩამოსვლისას აკლიმატიზაციასაც განიცდიდნენ. ნიბირუზე აქ ბევრს არ ვილაპარაკებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ მისი საოცრად ხანგრძლივი ციკლი (3657 წელი) განპირობებულია იმით, რომ იგი არა მხოლოდ ჩვენი მზის, არამედ ჩვენი მზისა და კიდევ ერთი ვარსკვლავის გარშემო ტრიალებს. ის მეორე ვარსკვლავი ჩვენგან, პლუტონზე 18-ჯერ შორს მდებარეობს (სქემა zetatalk-დან http://www.zetatalk.com/science/sdist.gif). ნიბირუს რაღაც გაწელილი ელიფსოიდი ორბიტასავითა აქვს ( სქემა http://www.kidsread.net/planetx.jpg ) ვინ იყვნენ და როგორ გამოიყურებოდნენ? ანუნაკები მართალია უცხოპლანეტელები იყვნენ, მაგრამ ისინი ზეტებისავით მეოთხე სიმკვრივიდან არ იყვნენ (არიან). ე.ი. უფრო დაბალგანვითარებულნი არიან. ისინი ჩვენსავე, მესამე სიმკვრივეში ცხოვრობენ და ამდენად ისინი დაახლოებით ჩვენსავე ევოლუციის საფეხუზე განიხილებიან. მატერიალური და ტექნიკური თვალსაზრისით ისინი მაშინდელი დედამიწის ცივილიზაციაზე უფრო მაღლა იდგნენ, მაგრამ ზეტები ირწმუნებიან, რომ სულიერი თვალსაზრისით ჩვენ უფრო წინ ვართ. დედამიწელები აგერ უკვე მეოთხე სიმკვრივეში გდასასვლელად ემზადებიან, ხოლო ნიბირუელები კი ისევ მესამეში დარჩებიან. Zetatalk -ის თანახმად, მათი (დედამიწელებთან შედარებით) უფრო მაღალი ტექნიკური და მატერიალური პროგრესი, განპირობებულია, მათი პლანეტის წარსულში, არსებული უფრო ხანგრძლივი სტაბილურობის ფაზით. მაშინ როდესაც დედამიწაზე, ყოველ ახლად წამოჩიტულ ცივილიზაციას კატაკლიზმები ანადგურებდნენ, მათი ცივილიზაციები შეუფერხებლად ვითარდებოდნენ მრავალი ათასი წლის მანძილზე. მაგრამ ჩემი აზრით, ზუსტად ამიტომაცაა, რომ სულიერი თვალსაზრისით ადამიანები უფრო წინ არიან. ყოველი არასტაბილურობა, მართალია მატერიალურ ყოფას აკნინებს, მაგრამ სულს ასევთქვათ წმინდავს. მათი ფიზიკური გარეგნობა ძალიან მგვანებია ადამიანებისას. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ისინი 4 მეტრამდე სიმაღლისა იყვნენ, უფრო დაკუნთული, ათლეტური ტანი ჰქონიათ (მათ - დიდი გრავიტაციის მქონე - პლანეტაზე სხვანაირად ვერ გაძლებ) და ადამიანებთან შედარებით უფრო მოგრძო ფორმის სახე გააჩნდათ. მართალია ისინი საჭიროებდნენ რეგულარულ დასვენებას, მაგრამ არ შეძლებიათ (თუ არ ჭირდებათ) ძილი. სამხრეთ ამერიკაში, დღემდეა შემონახული მათი უცნაური თავის ქალები. Deformed skulls in the Museo Regional de Ica ხოლო ასე კი, მათ, შუმერები გამოსახავდნენ თიხის ფილებზე. მარჯვნივ ტახტზე მჯდომარე, ერთი შეხედვით იგივე სიმაღლისაა, მაგრამ ის სინამდვილეში ადამიანებზე (მარცხნივ) თითქმის ორჯერ მაღალია: http://www.xfacts.com/lemshay.jpg ეს განსხვავებ აქ უკეთ ჩანს: http://www.ahura.info/images/neil_freer.jpg Zetatalc-ის ავტორის ჩანახატი: სხვადასხვა არქეოლოგიური გათხრებისას პოულობენ ხლომე მათ ძვლებსაც: მათი საფრენი ხომალდები (ეს მგონი ეგვიპტეში იპოვეს) აქ უკეთ მოჩანს (დაზუმებულია) http://www.hottnez.com/wp-content/uploads/...untitled-15.jpg (სამხრეთ ამერიკიდან) გვერდხედი http://www.bibliotecapleyades.net/imagenes...nescol02_03.jpg შენიშვნა: ზემოთ მოყვანილი ფოტოები არამხოლოდ Zetatalk-იდან, არამედ სხვადასხვა გვერდებიდანაცაა რატომ გაქრნენ? ანუნაკები არ იყვნენ ადამიანთა მიმართ კეთილიგანწყობილი. ისინი დედამიწაზე მხოლოდ საკუთარი ინტერესებისთვის ჩამოვიდნენ. სიძლიერე და უპირატესობა, მათ მეტად ამპარტავნს ხდიდა. ისინი ძალიან თავხედობდნენ - ეწეოდენ მონათმფლობელობას, ყოველგვარი სახის ექსპლუატაციას, აუპატიურებდნენ ქალებს, მჩაგვრელობდნენ ხალხს და ა.შ. ამიტომ, ოდესღაც, ზედა “ინსტანციებში” გადაწყდა, რომ ასეთი არათანასწორი ურთიერთობები მესამე სიმკვრივის არსებებს შორის, მათი განვითარებისთვის ხელშემშლელია და ამიტომ ისინი ერთმანეთისგან იზოლირებული უნდა იქნენ. ამიტომ ერთ მშვენიერ დღეს ნიბირუელებს აეკრძალათ დედამიწელებთან ყოველგვარი ურთიერთობა და რაიმე სახის კონტაქტში შესვლა. შეიქმნა ეგრედწოდებული კარანტინი. ისინი იძულებული გახდნენ დედამიწა დაეტოვებინათ. და ასევე ეხლაც, მათ ხომალდებს დედამიწასთან მოახლოების უფლებაც კი არ აქვთ. მათი კვალი რელიგიურ ტექსტებსა თუ ზღაპრებში ანუნაკები სხვადასხვა სახელებით არა მხოლოდ შუმერულ ტექსტებში მოიხსენიებოდნენ. მათ შესახებ არის ასევე მოთხრობილი მაგალითად ბიბლიაშიც. ისინი იქ ამაყ ბუმბერაზებად და ტიტანებად მოიხსენიებიან. მაგალითად დავითისა და გოლიათის ამბავი ალბათ ყველას გაუგონია. გოლიათი Zetatalk-ის თანახმად სწორედ ასეთი ანნუნაკი იყო. მართალია ეს არსად წამიკითხავს და მხოლოდ ჩემი აზრია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთ ცნობილ ინგლისურ ხალხურ ზღაპარში (ჯეკი და ლობიოს ხე), სწორედ ანუნაკთა სამფლობელოზეა საუბარი. ეს ზღაპარი დაახლოებით ასეთი შინაარსისაა: ერთი მოხუცი კაცი ჯეკს ლობიოს სამ ჯადოსნურ მარცვალს მისცემს. როდესაც მათ დათესავს, იქ უზარმაზარი ლობიოს ხე ამოვა, რომლის მწვერვალიც ცას წვდება. როდესაც ის ამ ხეზე ავა, ცაში მცხოვრები გოლიათის მდიდრულად მოწყობილ სასახლეს მიადგება და იქ გოლიათს ოქროს მოჰპარავს . აქ ჩემი აზრით ნიბირუელებზეა საუბარი, რომლებიც ასე ვთქვად “ცაში” ცხოვრობენ. მცდარი მტკიცებულებები მათ შესახებ Zetatalk-ზე ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა ასევე ისიც, რომ იქ ანნუნაკთა შესახებ ბევრი მცდარი ინფორმაციაა მხილებული, რომელსაც სხვადასხვა წყაროები ავრცელებდნენ. რამდენიმე მათგანი: 1. ერთი პერიოდი, ინტერნეტში გავრცელდა ასეთი ინფორმაცია, თითქოს ოდესმე ნიბირუელები დედამიწაზე გადმოსხდებიან. ან პირიქით ადამიანები გადავლენ ნიბირუზე საცხოვრებლადო. არ დაიჯეროთ. ეს სიცრუეა ან რაღაც აბნეული გონების ნაყოფი. ისინი კარანტინში იმყოფებიან და ვერასოდეს გადმოვლენ დედამიწაზე. ასევე არც ადამიანს მიეცემა უფლება, რომ იქ იცხოვროს. 2. არის ასეთი ცნობილი ამერიკელი შუმეროლოგი ზექარია სიჩინი (Zecharia Sitchin http://store.innertraditions.com/assets/sk...ors_lg/639.jpg) მან ბევრი უნიკალური ნაშრომი გამოაქვეყნა ნიბირუსა და ანნუნაკებზე. ის ამ სფეროში ერთ-ერთ პიონერთაგანია. მან სწორედ ამოიცნო, რომ ის, რაც მეცნიერებს, შუმერულ ტექსტებში აღწერილი, უბრალო მითი და ზღაპარი ეგონათ, სინამდვილეში რეალური ისტორია იყო ადამიანთა და უცხოპლანეტელთა ურთიერთობისა. მაგრამ Zetatalk -ის განცხადებით სიჩინს გამოეპარა ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა. მან ერთ-ერთ შუმერულ ფილაზე ნახა სურათი, სადაც გამოსახულია, თუ როგორ აკეთებენ ანნუნაკები ადამიანის გენეტიკურ მოდიფიცირებას. ამიტომ მან დაასკვნა, რომ ადამიანები ანნუნაკების მიერ შექმნილი, ასე ვთქვათ, გენეტიკურად გამოყვანილები ვართ. მაგრამ ეს არასწორია და მცდარი ინტერპრეტაციაა. ის რაც იმ ფილაზეა გამოსახული, იყო მხოლოდდამხოლოდ, ყოყოჩა და კვეხნია ანნუნაკთა მედიდური გეგმა, რასაც ისინი ვერასოდეს განახორციელებდნენ. ეს ფილა დარჩა მხოლოდ, როგორც მონახაზი, იმ არარეალური პროექტისა, რაზეც ნიბირუელები ოცნებობდნენ. ადამიანები არ არიან ანნუნაკთა მიერ გამოყვანილი ან შექმნილი არსებები. ეს მცდარი წარმოდგენაა. ლინკები ანნუნაკთა შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ ნახოთ ლინკები რუსულენოვანი Zetatalk-იდან: http://www.google.de/search?as_q=%D0%B0%D0...amp;safe=images -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:47 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი