ესქატოლოგიიდან ესქატომანიამდე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ესქატოლოგიიდან ესქატომანიამდე |
KAIROS |
Feb 23 2007, 09:20 PM
პოსტი
#1
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
"ჰე, მოვედ უფალო"
"ჰე, მოდი უფალო", პირველივე საუკუნეებიდანვე ღაღადებდა ქრისტიანული სამყარო... ღვთისმეტყველი იოანე და მოციქული პეტრე, მოციქული პავლე და პირველი მამები, ყველანი მალე, ძალიან მალე ელოდნენ ქრისტეს, მოციქულების შემდგომი, მოციქულებრივი მამებიც ლამის დღედღეზე ელოდნენ მეორედ მოსვლას... მათ აზრს ამაში მარტვილობის პერიოდი აძლიერებდა... ამას ზეობის პერიოდი მოყვა... ზეობისას იცით, ნაკლებად ახსოვთ უფალი; თუმცა ზეობას დიდი აყვავება მოყვა, დიდი მამები, დიდ მამებში ისევ იფეთქა მოლოდინმა, ხოლო მათ წასვლას და წვალებათა გამრავლებას ისევ მოლოდინის გაძლიერება მოყვა... ეს გაძლიერება ნელდებოდა და იზრდებოდა დროთა განმავლობაში... მას ელოდნენ მაშინ, როცა დიდი ქრისტიანული სამყარო პოლიტიკური ამბიციების გამო იხლიჩებოდა, მას ელოდნენ, მაშინ როცა ისლამური მახვილი ბოლო იმპერატორს გულს უპობდა კონსტანტინეპოლის დანგრეულ კედლებთან... მას ელოდნენ, როცა წითელი დროშა სისხლისფრად ღებავდა ქრისტიანულ ტაძრებს...მას ელიან დღესაც, როდესაც თავისუფლების სახელით ცოდვის მონობა მოდის, განათლებას უფრო დაბნელება მოაქვს, მგლები ფარეხ გარეთაც ყმუიან და ფარეხ შიგნითაც ცხვრისტყავშემოსილნი მგლის კბილებს აკრაჭუნებენ... და იქნებ ხვალ, ხვალ მოხვალ? მო-ხვალ... ...ამდენ მოლოდინს, არაა გასაკვირი, რომ ბევრი ცრურწმენაც ახლდეს თან, არც მიკვირს, მაგრამ არის თუ არა ნორმალური ის ისტერია, რაც ასე მძაფრადაა ჩვენთან? მახსოვს ზოგი 1998 წელს ასახელბდა მეორედ მოსვლის თარიღაც, გამოთვლა სასაცილოდ მარტივი იყო 666 X 3 = 1998 ,ზოგი 1999-ს ატრიალებდა 666 L ( ლუციფერი) ელანდებოდა... ზოგს ქრისტეს შემდეგ მესამე ათასწლეულის დაწყება მიაჩნდა ბოლო ჟამად , აღდგომა მესამე დღეს მოხდაო ... ზოგს მერვე ათასწლეულის დაწყების არ სჯერა, ( ჯერ ის "მერვეა" განსამარტი), მერვე დღე მარადისობააო... 1998 მაც ისე გაიარა, როგორც 1999.მა და როგორც ღვთის მადლით, 2006-მაც და სჩანს მინიმუმ ეს საუკუნეც ასე ჩაივლის... მოლოდინში... და მაინც სად უნდა იდგეს ქრისტიანი? სად გადის ზღვარი ესქატოლგიურ სიფხიზლესა და ესქატომანიურ შეპყრობილებას შორის?... ვიკითხოთ მამებში და ვნახოთ რას ფიქრობენ თანამედროვე ღვთისმეტყველები... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
KAIROS |
Feb 26 2007, 10:32 PM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა რამოდენიმე მორწმუნის სინანული "გადაწევს" მეორედ მოსვლას მაშ ასე, საინტერესო იყო შენი მოსაზრება, მაგრამ ეს არგუმენტი არ გამოდგება, რადგან იგივე ნინევიაში "რამოდენიმე" კი არა უმრავლესი ქალაქისა ( მეტიც, წერია: მთელი ქალაქი) ჩავარდა სინანულში, რამაც რაღათქმაუნდა "მოალბო" უფლის გული და ქალაქი გადარჩა... ციტატა ერთ-ერთი ჩემის აზრით ქრისტესგან მასობრივი განდგომა და ქრისტეს სახელის დავიწყება... აი ეს კი მისაღებია... ანუ აქცენტი მიწისძვრებზე ან წვიმებზე კი არ უნდა გაკეთდეს არამედ აპოსტასიაზე! სხვათაშორის შესანიშნავად წერს დიაკონი ანდრეი კურაევი Да, православное богословие нужно не только для борьбы с ересями и внецерковными доктринами. Еще оно бывает нужно для борьбы с внутрицерковной, народной “православной” мифологией სწორედ ამ "შიგაეკლესიურ მითოლოგიას" უნდა დავუპირისპიროთ განათლება და ჩვენი ყოველდღიური მეცადინეობა ამისაკენ უნდა იყოს... ეს მისიაცაა მეგობრებო, მაგრამ ამაზე მისიაში... ისე კი ამაზე გირჩვეთ წაიკითხოთ იგივე კურაევის Второе пришествие апокрифов. Проповедь о "порче" вместо проповеди о Христе რომელიც იწყება ძალიან საინტერესო ციტატით, რომელიც პატრიარქ ალექსი II ეკუთვნის К сожалению, несмотря на наши предупреждения, в ряде храмов по-прежнему продается литература, носящая неправославный характер, несущая суеверия... Патриарх Алексий II ... როგორ უფრო რეალურად ჟღერს ეს სიტყვები ქართულ რეალობაში, იქ არჩევანი მაინც აქვთ, ჩვენთან კი მეტი არაფერია... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
mendes masieli |
Feb 27 2007, 02:25 PM
პოსტი
#3
|
შეყვარებული კაცი ჯგუფი: Members პოსტები: 222 რეგისტრ.: 26-January 07 მდებარ.: დედამიწა წევრი № 928 |
მაშ ასე, საინტერესო იყო შენი მოსაზრება, მაგრამ ეს არგუმენტი არ გამოდგება, რადგან იგივე ნინევიაში "რამოდენიმე" კი არა უმრავლესი ქალაქისა ( მეტიც, წერია: მთელი ქალაქი) ჩავარდა სინანულში, რამაც რაღათქმაუნდა "მოალბო" უფლის გული და ქალაქი გადარჩა... აი ეს კი მისაღებია... ანუ აქცენტი მიწისძვრებზე ან წვიმებზე კი არ უნდა გაკეთდეს არამედ აპოსტასიაზე! სხვათაშორის შესანიშნავად წერს დიაკონი ანდრეი კურაევი Да, православное богословие нужно не только для борьбы с ересями и внецерковными доктринами. Еще оно бывает нужно для борьбы с внутрицерковной, народной “православной” мифологией სწორედ ამ "შიგაეკლესიურ მითოლოგიას" უნდა დავუპირისპიროთ განათლება და ჩვენი ყოველდღიური მეცადინეობა ამისაკენ უნდა იყოს... ეს მისიაცაა მეგობრებო, მაგრამ ამაზე მისიაში... ისე კი ამაზე გირჩვეთ წაიკითხოთ იგივე კურაევის Второе пришествие апокрифов. Проповедь о "порче" вместо проповеди о Христе რომელიც იწყება ძალიან საინტერესო ციტატით, რომელიც პატრიარქ ალექსი II ეკუთვნის К сожалению, несмотря на наши предупреждения, в ряде храмов по-прежнему продается литература, носящая неправославный характер, несущая суеверия... Патриарх Алексий II ... როგორ უფრო რეალურად ჟღერს ეს სიტყვები ქართულ რეალობაში, იქ არჩევანი მაინც აქვთ, ჩვენთან კი მეტი არაფერია... კურაევი მართლაც მაგარი ვინმეა.....სერიოზული ნასრომები აქვს!!!!!!!!!!!!!!!!! -------------------- მიყვარხართ!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th June 2024 - 06:45 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი