![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#1
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ან მოვუწყოთ მათ სასამართლო
![]() არა, ვხუმრობ კაცო, რაის სასამართლო, ![]() მოდით და განვიხილოთ ლიტერატურული გმირების საქციელი, ანალიზი გავუკეთოთ მათ ყოფას, მსოფლმხედველობას, მისწრაფებებს.. დავინახოთ, ვიპოვოთ მათში ჩვენი თავიც. მე არ მინდა აქ ლიტ კრიტიკოსების დაკოპირებული აზრები, ციტატების გამოყენებას არ გიკრძალავთ, უბრალოდ მე მინდა თქვენი შეხედულებები, დასაბუთებული და ლოგიკურად გამართული, მოდით ვიაზროვნოთ ყოველგვარი შეურაცხყოფის გარეშე. ამ თემის შექმნა გადამაწყვეტინა მამაჩემთან "ვენეციელი ვაჭრის" მოქმედ პირთა განხილვამ. მე ვიცავდი შეილოკს, მამაჩემი - ანტონიოს... მერე გამახსენდა, როგორ ასამართლებდნენ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, "ჯაყოს ხიზნების" პერსონაჟებს... თემაში გაირჩევა რომელიმე ერთი კონკრეტული ნაწარმოები და მისი პერსონაჟები. როცა მასზე დისკუსია ამოიწურება, გადავიდეთ ახალზე : ) ვფიქრობ ამ თემამ უნდა გაამართლოს; ეს ხომ არაა, მწერლის კრიტიკა, თუმცა სასარგებლოა, ეს ხომ არაა ეპოქის კრიტიკა, თუმცა აუცილებელია, ეს ხომ არაა ისტორიულ პირთა განხილვა, თუმცა ესეც აუცილებელია. აქ ჩვენ ვისაუბრებთ ლიტერატურაზე, წიგნზე, მასში ჩადებულ აზრზე, ლიტ პერსონაჟებზე და ვისწავლით დისკუსიის უნარ-ჩვევებს (მიყვარს ეს სიტყვა ![]() პირველი თემა იყოს შექსპირის "ვენეციელი ვაჭარი". შინაარსი იცით ხომ? მაინც მოგიყვებით, მოკლედ. მოქმედება ხდება ვენეციაში, ახალგაზრდა ვენეციელს ბასანიოს უყვარს მდიდარი მამის შვილი, პორცია. მაგრამ საჩუქრების ფული არ აქვს და დახმარებას სთხოვს მეგობარს - ვენეციელ ქრისტიან ვაჭარს, ანტონიოს, რომელიც გემების შემოსვლას ელოდება. მაგრამ არც მას აქვს საკმარისი თანხა, ამიტომ მიდიან და ებრაელ მევახშე შეილოკთან ფულის სასესხებლად. შეილოკი ასესხებს ანტონიოს თანხას, მაგრამ უცნაური პირობით: თუ დადგენილ ვადებში იგი ვერ მიიღებს თავის თანხას უკან, მაშინ შეილოკს უფლება აქვს ანტონიოს სხეულის ნებისმიერი ადგილიდან მოაჭრას 1 ფუნტი ხორცის მასა. ნუ, ცხადია ანტონიოს გემები ვერ შემოდიან პორტში (კატასტროფა განიცადეს შუა ზღვაში), ამიტომ ვერ გადაუხდის თანხას და შეილოკი ითხოვს პირობის შესრულებას. იმართება სასამართლო. კანონით, ებრაელის უფლებებს ცნობს მოსამართლე, მაგრამ თხოვს იყოს შემწყნარებელი, მაგრამ შეილოკი უარზეა, რადგან როგორც თავს იმართლებს (და მე მჯერა მისი): მას ქრისტიანები ცუდად ექცევიან, რატომ უნდა იყოს მათ მიმართ შემწყნარებელი? ამ გამოუვალ სიტუაციაში, საიდანღაც ჩნდება ახალი ვექილი (ვაჟად გადაცმული პორცია), რომელიც მოხერხებულად მოიგებს პროცესს. და ეხლა როგორ. კი, სასამართლო ცნობს ებრაელის უფლებებს, მაგრამ ვენეციაში კანონია ასეთი, მისი მოქალაქის მოკვლაზე სასჯელია (შეილოკი არ ითვლებოდა მოქალაქედ). მაშ მიდი და ჩამოაჭერი ხორცი ისე, რომ არ წვეთი სისხლი არ დაიღვაროს და არ მოკვდეს. თუ მოკვდება, პასუხს აგებ მკვლელობაზეო. სასოწარკვეთილი შეილოკი აგებს საქმეს. მას შეიწყალებენ და მისი ქონების ნახევარს აძლევენ ანტონიოს. მაგრამ მარტო ეს არ არის ბედის უცნაურობა. შეილოკის გოგო ჯესიკა ქრისტიანს გაჰყვა ცოლად, პლუს მამაც გაქურდა ( ![]() ასე და ამრიგად, შეილოკმა დაკარგა ქონება, დაკარგა გოგო, დაკარგა ღირსება და დაკარგა სარწმუნოებაც (იმიტომ რომ აიძულეს გამხდარიყო ქრისტიანი). ![]() რა უსამართლობაა... ნაწარმოებს ჰქვია "ვენეციელი ვაჭარი", ეს ვაჭარი არის ჩვენი ანტონიო. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი აქცენტი დასმულია შეილოკზე. მამაჩემი ფიქრობს რომ ავტორი ებრაელებს დასცინის. ანუ ანტისემიტური განწყობაა ჩადებული. შეილოკმა მიიღო ის რაც დაიმსახურა: ვერ იძია შური ქრისტიანზე და მიიღო ქრისტიანი სიძე. (შესაბამისად თვითონაც ეთანხმება შექსპირის პათოსს). მე კი ვფიქრობ, რომ ეს უსამართლობაა. შეიძლება შეილოკი არ იყო ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ არც ქრიტიანი არ უნდა ისწრაფვოდეს სხვების დამცირებაზე. მე დარწმუნებული ვარ ანტონიოც ვერ იტანდა ზოგადად ებრალებს, თუმცა ეს უფრო მის მეგობარ ბასანიოს ეტყობა, და სხვებს კიდე. გასაებია რომ უნდა გავითვალისწინოთ ეპოქის მსოფლმხედველობა (ანუ როგორ უყურებდნენ მაშინ ებრაელებს) მაგრამ ქრისტინობა მარტო დაწერილი სიტყვა არაა, იგი ქმედებაშიც უნდა გამოიხატებოდეს. კი, შეიძლება მითხრათ, რომ შეილოკი არ იყო მოწყალე თავის შეურაცხმყოფელთა მიმართ, რომ გაბოროტებამ ასე იცის, და რომ ახია. მაგრამ რამდენად სამართლიანია ანტონიოს ქმედება? როცა უჭირს, ებრაელ მევახშეს მიმართავს დახმარებისთვის, და როცა მყარად დგას, ზედაც არ უყურებს, დასცინის. და რაც მთავარია თავის თანამოძმეებში იგი ითვლება შესანიშნავ ადამიანად, გულმოწყალეთ და კეთილად (!) ხოდა, რაც არ უნდა იყოს, ჩემთვის ძნელია გამოკვეთო, რომელი პესონაჟი ესიმპატიურება თავად შექსპირს. უხ, მე ვიცავდე შეილოკს, მერე ვნახავდი პორციას, ანტონიოსა და ბასანიოს ხახამშრალს... ![]() ![]() პ.ს. მოდერ მაპატიე ![]() ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
![]() ![]() |
ქევანა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() მთვლემარე დრაკონი ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 ![]() |
ციტატა დააყენე პრობლემა, ოკე, ოკე... ჯავახიშვილი მართლაც კარგი იქნება... აი, ჯურხა, კაცი რომელიც ახალგაზრდობიდანვე გამოიქცა ხევსურეთიდან (რიგი მიზეზების გამო, რომელსაც მერე ვახსენებთ), გაუნათლებელი, დროში ჩარჩენილი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით (აბა თუ გაიხსენებთ რატომ? ![]() ჩამოვიდა თბილისში, ეზიარა განათლებას (წერა-კითხვა, იქ ელიზბარი შენიშნავს კიდეც, რომ ცოდნასა და ინფორმაციას ლამის ყლაპავდა), მოხვდა ევროპაში (კერძოდ გერმანიასა და ავსტრიაში), და აი იქაური გამოცდილების (თითქმის ყველა სფეროში, კულტურა იქნება, შრომა თუ ადამიანური ურთიერთობები, ქალი ჰყავდა ხო იქ ![]() "ერთხელ კიდევ გადავიკითხე და გავიკვირვე: ჯურხამ ტფილისში სუფთა ქართული ისწავლა, წერილი კი.. წერილში ხევსურულად უქცევდა. ვერ გავიგე განზრახ უბრუნდებოდა მთის კილოს თუ ხევსურის კაჟიანი ბუნება იმარჯვებდა". მერე როცა ელიზბარი მოხვდება ჩაკარგულ სოფელში, ჯურხა ცდილობს აუხსნას ამის მიზეზი, რომლის მთავარი არსი წარმოადგენს იმას, რომ ცივილიზაცია დამღუპველია, რომ იგი ღუპავს არამარტო ერს,არამედ პიროვნებასაც... სიმბოლურია ის რომ ჯურხას ქალაქი სძულს "ჩვენ ჭუჭყი გარდან გვაცხია, ქალაქელს კი შიგნით აქვს.." ჩემი აზრით ეს არის დამახინჯებული წარმოდგენა, არის მასში სიმართლის მარცვალი, მაგრამ იმდენად დამახინჯებულად და როგორ ვთქვა, ცალმხრივად განვითარებული აზრია, რომ ამ სიმართლეს სიმართლობას უკარგავს : ) აი როგორც ჩვენი ლექტორი გვეუბნებოდა ხოლმე: ახალგაზრდები მაქსიმალისტები ხართო, სულ უკიდურესად აზროვნებთო... ![]() მაგრამ ჯურხას ვერ გავამტყუვნებ, ეს მისი არჩევანია და მან ეს გააკეთა... მე არა, მაგრამ გამოჩნდებიან ისეთებიც ვინც წავლენ (ან წავიდოდნენ) მისი გზით... დანარჩენებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ ![]() -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 17th July 2025 - 03:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი