ესქატოლოგიიდან ესქატომანიამდე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ესქატოლოგიიდან ესქატომანიამდე |
KAIROS |
Feb 23 2007, 09:20 PM
პოსტი
#21
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
"ჰე, მოვედ უფალო"
"ჰე, მოდი უფალო", პირველივე საუკუნეებიდანვე ღაღადებდა ქრისტიანული სამყარო... ღვთისმეტყველი იოანე და მოციქული პეტრე, მოციქული პავლე და პირველი მამები, ყველანი მალე, ძალიან მალე ელოდნენ ქრისტეს, მოციქულების შემდგომი, მოციქულებრივი მამებიც ლამის დღედღეზე ელოდნენ მეორედ მოსვლას... მათ აზრს ამაში მარტვილობის პერიოდი აძლიერებდა... ამას ზეობის პერიოდი მოყვა... ზეობისას იცით, ნაკლებად ახსოვთ უფალი; თუმცა ზეობას დიდი აყვავება მოყვა, დიდი მამები, დიდ მამებში ისევ იფეთქა მოლოდინმა, ხოლო მათ წასვლას და წვალებათა გამრავლებას ისევ მოლოდინის გაძლიერება მოყვა... ეს გაძლიერება ნელდებოდა და იზრდებოდა დროთა განმავლობაში... მას ელოდნენ მაშინ, როცა დიდი ქრისტიანული სამყარო პოლიტიკური ამბიციების გამო იხლიჩებოდა, მას ელოდნენ, მაშინ როცა ისლამური მახვილი ბოლო იმპერატორს გულს უპობდა კონსტანტინეპოლის დანგრეულ კედლებთან... მას ელოდნენ, როცა წითელი დროშა სისხლისფრად ღებავდა ქრისტიანულ ტაძრებს...მას ელიან დღესაც, როდესაც თავისუფლების სახელით ცოდვის მონობა მოდის, განათლებას უფრო დაბნელება მოაქვს, მგლები ფარეხ გარეთაც ყმუიან და ფარეხ შიგნითაც ცხვრისტყავშემოსილნი მგლის კბილებს აკრაჭუნებენ... და იქნებ ხვალ, ხვალ მოხვალ? მო-ხვალ... ...ამდენ მოლოდინს, არაა გასაკვირი, რომ ბევრი ცრურწმენაც ახლდეს თან, არც მიკვირს, მაგრამ არის თუ არა ნორმალური ის ისტერია, რაც ასე მძაფრადაა ჩვენთან? მახსოვს ზოგი 1998 წელს ასახელბდა მეორედ მოსვლის თარიღაც, გამოთვლა სასაცილოდ მარტივი იყო 666 X 3 = 1998 ,ზოგი 1999-ს ატრიალებდა 666 L ( ლუციფერი) ელანდებოდა... ზოგს ქრისტეს შემდეგ მესამე ათასწლეულის დაწყება მიაჩნდა ბოლო ჟამად , აღდგომა მესამე დღეს მოხდაო ... ზოგს მერვე ათასწლეულის დაწყების არ სჯერა, ( ჯერ ის "მერვეა" განსამარტი), მერვე დღე მარადისობააო... 1998 მაც ისე გაიარა, როგორც 1999.მა და როგორც ღვთის მადლით, 2006-მაც და სჩანს მინიმუმ ეს საუკუნეც ასე ჩაივლის... მოლოდინში... და მაინც სად უნდა იდგეს ქრისტიანი? სად გადის ზღვარი ესქატოლგიურ სიფხიზლესა და ესქატომანიურ შეპყრობილებას შორის?... ვიკითხოთ მამებში და ვნახოთ რას ფიქრობენ თანამედროვე ღვთისმეტყველები... იხარეთ, კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანონისტი |
Feb 27 2007, 01:54 PM
პოსტი
#22
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მხევალი ნინო
ციტატა ვინ იცის ეგებ იმ დროს მეტი იყო ასეთი კატაკლიზმები, მაგრამ ერთ ერს მეორეს შესახებ ნაკლებად ესმოდა. აბსოლუტურად გეთანხმები როდესაც ამბობენ, მაგალითად, რომ ომები ყოველთვის იყოო, მათ ავიწყდებათ, რომ მათეს სახარების 24-ე თავში მაცხოვარი მხოლოდ ომებზე არ გვაფრთხილებს, ის ამბობს: "გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი", ანუ ამბები ომზე, რაც ადრე უიშვიათესი იყო და მხოლოდ მეფის კარამდე თუ აღწევდა და ისიც თვეების შემდეგ ეს გასათვალისწინებელია.... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
mendes masieli |
Feb 27 2007, 02:29 PM
პოსტი
#23
|
შეყვარებული კაცი ჯგუფი: Members პოსტები: 222 რეგისტრ.: 26-January 07 მდებარ.: დედამიწა წევრი № 928 |
მხევალი ნინო აბსოლუტურად გეთანხმები როდესაც ამბობენ, მაგალითად, რომ ომები ყოველთვის იყოო, მათ ავიწყდებათ, რომ მათეს სახარების 24-ე თავში მაცხოვარი მხოლოდ ომებზე არ გვაფრთხილებს, ის ამბობს: "გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი", ანუ ამბები ომზე, რაც ადრე უიშვიათესი იყო და მხოლოდ მეფის კარამდე თუ აღწევდა და ისიც თვეების შემდეგ ეს გასათვალისწინებელია.... მგონი ადრე უფრო ბევრი ომები ხდებოდა და პროცენტულად უფრო მეტი ხალხი იღუპებოდა,ვიდრე ახლა...................... ესეც გასათვალისწინებელია............... -------------------- მიყვარხართ!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 12:15 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი