ქართველი ერის ღვთიური მისია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართველი ერის ღვთიური მისია |
samreklo |
Nov 11 2009, 08:26 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 13-November 08 წევრი № 5,939 |
ცნობილია, რომ განგების ძალით საქართველო იესო ქრისტეს დედას - მარიამს ხვდა წილად და მის მფარველობაში მოექცა. უფლის ეს ნება განპირობებული იყო არა მარტო ყოვლაწმინდა მარიამის ეთნიკური წარმომავლობით.
იგი უპირველესად ეფუძნებოდა იმას, რომ საქართველო დედამიწის გეოპოლიტიკურ კვანძს, მისი სულიერი ველის ეპიცენტრს შეადგენს. სამწუხაროდ, ქართველებმა დღემდე ღრმად ვერ გავიაზრეთ ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც თავისი არჩევანით უფალმა დაგვაკისრა. ამის შედეგია, თუნდაც ის განსაცდელი, რომელიც ბოლო დროს თავს გვატყდება. მხედველობაში მაქვს ქართული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა. ასე მაგალითად, პირველი და მეორე პრეზიდენტის - ზ.გამსახურდიასა და ე.შევარდნაძის მმართველობისას ფაქტობრივად ჩამიგვცილდა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. დღეს მომქმედი პრეზიდენტის - მ.სააკაშვილის წყალობით კი სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი იურიდიულადაც დავკარგეთ. აქ საუბარია არა მარტო ტერიტორიების დაკარგვაზე. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ოჯახის წევრები, აფხაზები და ოსები, ახლობელი ადამიანები, ჩვენი ძმები და დები. ქართველთა ერთი ნაწილი ამ უბედურების მიზეზად საპრეზიდენტო ინსტიტუციას მიიჩნევს. ამის გამო მის გაუქმებას და საპარლამენტო რესპუბლიკის დამკვიდრებას მოითხოვს. მიზეზი სულ სხვაა. 1918-1921 წლების საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკას წარმოადგენდა, მაგრამ ჩვენ იმ დროს ქვეყნის არა თუ ნაწილი, მთელი ტერიტორია დავკარგეთ. ჩვენი ტრაგედია განაპირობა თავისთავად არა ქვეყნის მოწყობის პოლიტიკურმა ფორმამ, არამედ ერთმორწმუნე მეზობელ რუსეთთან ქართული სახელმწიფოს მეთაურთა ფარულმა თუ ღია დაპირისპირებამ. მართლმადიდებელი ხალხების ერთიანობის მოშლა, ქართველებისა და რუსების გადამტერება, მსოფლიოზე გაბატონების მოსურნე კოსმოპოლიტური ძალების სასიცოცხლო ინტერესებშია. ეს საგრძნობლად უიოლებს მათ მიზნის მიღწევას. ამიტომაა, რომ მართლმადიდებლური სამყაროს ერთიანობის განმტკიცება ჩვენი ეროვნული თვითმყობადობის შენარჩუნების წინაპირობაა. ამის გაგება არ სურს არც ხელისუფლებას და არც ოპოზიციას. არცერთ მათგანს ვაგლახ, რომ არ იმსახურებს მრავალტანჯული ქართველობა. ხელისუფლებისა და ოპოზიციის ჭიდილი გაზააბნეულთა ჭიდილია და მეტი არაფერი. მათ ვერ გაისისხლხორცეს ის საპატიო მისია, რომელიც განგებამ დაგვაკისრა: თუ უფალმა იესო ქრისტე ქმნა ღმერთკაცად - თითოეული ადამიანისათვის პიროვნულ სახატედ, საქართველო მან გადასცა მფარველობაში მის მშობელ დედას იმ განზრახვით, რომ ადამიანთა მოდგმას აქ მოვლინებოდა ახალი ქვეყნიერება - სახატე ქვეყანა, სადაც იბატონებდა “სამართალი, წყალობა და რწმენა”. ამასთან ქართული ენა ღმერთმა საიდუმლოებებით აღავსო და აღიარა წმინდა ენად, რომელ ენაზეც მაცხოვარმა მეორედ მოსვლის ჟამს უნდა განსაჯოს მთელი კაცობრიობა. აქედან გამომდინარეობს ორი დიდი ისტორიული ამოცანა,რომელთა ხორცშესხმა განგების ძალით ქართველობას დაგვევალა: დავამკვიდროთ ჩვენს სამშობლოში ახალი ქვეყნიერება და შევინარჩუნოთ ღვთის მადლით კურთხეული ქართული ენა. ამ განგებულებათა სისრულეში მოყვანას ქართველები ვერ შევძლებთ მანამ, სანამ ჩვენთან საერო და საეკლესიო საზოგადოება ერთმანეთისადან გამიჯნული იქნება. ღვთისმშობლის წილხვედრილ ქვეყანაში ისინი უნდა შეადგენდნენ არა ორ, განცალკევებულ საწყისს, არამედ ერთი, განუყოფელი საწყისის ორ მხარეს. საერო და საეკლესიო საზოგადოების გათიშულობის შედეგია თუნდაც ის, რომ ისინი მოკლებული არიან ერთიან დღესასწაულებს. სასურველია, ასეთ საერთო დღესასწაულებად იქცნენ საქართველოს მფარველად ყოვლაწმინდა მარიამის მოვლინებისა და ღვთივრჩეული ქართული ენის - მაცხოვრის სამსჯავრო ენის დღეები. საერო და სასულიერო საზოგადოების ერთსაწყისიანობის მიღწევა როდი ნიშნავს სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაქვემდებარებას, ან პირიქით, ეკლესიის გაბატონებას სახელმწიფოზე. ამ ერთსაწყისიანობაში იგულისხმება, ერთის მხრივ, სახელმწიფო იდეოლოგიის დაფუძნება ქრისტიანულ პოსტულატებზე, მეორეს მხრივ კი - ქვეყნის მართვა-გამგეობაში საერო და საეკლესიო საზოგადოების თანამონაწილეობის პრინციპის აღიარება. საერო და საეკლესიო საზოგადოების ურთიერთობის ჰარმონიზაციისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განგების მიერ დადგინებული მეფის ინსტიტუტის აღდგენას კონსტიტუციური მონარქიის ფარგლებში. დღეს კამათის საგანს შეადგენს საკითხი - სამეფო ტახტი მემკვიდროებითი უნდა იყოს თუ არჩევითი? ყოვლაწმინდა მარიამის წილხვედრილი ქვეყნისათვის მისაღები არც ერთია და არც მეორე. ღვთივრჩეულ წმინდა მიწაზე მეფობა არ შეიძლება იყოს დინასტიური. თავის დროზე ჩვენს ქვეყანას დიდად ავნო ნიჭიერ ხელმწიფეთა უნიჭო და უძღები შვილების მეფობამ, ასევე სამეფო ტახტისათვის მემკვიდრეთა შორის ბრძოლამ, რომლებიც არ თაკილობდნენ მიზნის მისაღწევად უცხო ძალებთან გარიგებას. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ სამათასწლიანი ისტორიის მქონე ქართული სახელმწიფო მხოლოდ ორასიოდე წელი იყო ერთიანი და დამოუკიდებელი. მაცხოვრის დედა-ქვეყანაში მეფე არც “ქუჩის” თავყრილობაზე შეიძლება აირჩეს. საზოგადოებრივი ცნობიერების ზომბირების თანამედროვე შესაძლებლობის პირობებში ეს ერის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა. ღვთისმშობლის წილხვედრილ ქვეყანაში მეფობა მხოლოდ უფლისაგან ბოძებული უნდა იყოს. ამიტომ საქართველოს მეფე უნდა მოევლინოს ღმერთის სავანედან - ეკლესიის წიაღიდან. კონსტიტუციის ძალით ეს მძიმე ხვედრი უნდა ერგოს მოწამეობრივი გზით მავალ ქართველთა შორის პირველ ქართველს-უფლის დესპანს ჩვენს მიწაზე. ასეთი ღვთივრჩეული პირი კი წმინდა სინოდის მიერ კურთხეული კათოლიკოს-პატრიარქია. სხათაშორის,სამოციქულო ეკლესიის საჭეთმპყრობელის მეფობას დასაშვებად მიიჩნევდა ძველი ქართული სამართალიც. მეფე უუფლებო არ უნდა იყოს.ამასთან, მას მხოლოდ იმდენი უფლებები უნდა გააჩნდეს,რომ სახელმწიფომ კლერიკალური ხასიათი არ შეიძინოს. კონსტიტუციური მონარქის უფლებამოსილებაში უნდა შედიოდეს: კონსტიტუციის ხელმოწერა და გამოქვეყნება, საკანონმდებლო ინიციატივა,ვეტოს დადება პარლამენტისა და მთავრობის იმ გადაწყვეტილებზე,რომლებიც ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის ინტერესებს, ეროვნული უშიშროებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეობა, ეროვნული ბანკის, კონტროლის პალატის,სტატისტიკის დეპარტამენტის კურირება, საკონსტიტუციო და უმაღლესი სასამართლოს ხელმძღვანელთა დამტკიცება, პარლამენტის არჩევნების, რეფერენდუმის, გენერალური პროკურორის, საქართველოს ელჩების დანიშვნა, უცხოეთის სახელმწიფოთა ელჩების რწმუნებათა სიგელების მიღება,დაჯილდოვება, შეწყალება, მოქალაქეობის და თავშესაფრის მიცემის საკითხების გადაწყვეტა,საგანგებო და საომარი მდგომარეობის გამოცხადება. ღვთის მიერ კურთხეულ მეფესთან უნდა შეიქმნას სათათბირო ორგანო-სამეფო დარბაზი, სადაც გაერთიანდებიან საერო და საეკლესიო საზოგადოების ღირსეული წარმომადგენლები. ამასთან, მეფე პირდაპირ და უშუალოდ უნდა იქნეს წარმოდგენილი პარლამენტში სამეფო დარბაზით. სამეფო ინსტიტუტის სწორედ ასეთი,ღვთისმშობლის წილხვედრილი ქვეყნისათვის დამახასიათებელი, მოდელი უნდა გახდეს საქართველოს სახატე ქვეყანად გარდაქმნის ქვაკუთხედი. ახალი ქართული სახელმწიფოს მთავრობის შემადგენლობაში არ შეიძლება არ იქნან შეყვანილნი სასულიერო საზოგადოების ღირსეული წევრები. სასურველია, თუ ისინი სათავეში ჩაუდგებიან განათლების, კულტურის, ჯანმრთელობისა და სოციალური უზრუნველყოფის დარგებს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამსახურს. ასევე მიზანშეწონილია წმინდა სინოდის შემადგენლობაში გამორჩეული საერო პირის – მრევლის სრულუფლებიანი წარმომადგენლის შეყვანა. ამისათვის კი აუცილებელია დღეისათვის დაქსაქსული მრევლის ორგანიზება, მისი გადაქცევა მძლავრ საერო მოძრაობად. საქართველოში ახალი ქვეყნიერება უნდა დამკვიდრდეს მერიტოკრატიული წეს-წყობილების სახით,სადაც ცხოვრებისეული წინსვლის წინაპირობა იქნება არ გვარიშვილობა და წოდებრიობა (არისტოკრატია),არა პარტიულობა და ფული (დემოკრატია), არამედ ცოდნა, რწმენა და ნიჭიერება. ამასთან დაკავშირებით საგულისხმოა ბიბლიური შეგონება: ”მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა, ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა მოიხვეჭეო!” მაცხოვრის დედა-ქვეყნისათვის უცხო და მიუღებელია ლიბერალიზმის ფასეულობანი, რომლებმაც კაცი კაცის მგლად აქციეს, ადამიანი ვიწრო მატერიალიზმში ჩაფლეს და სულიერებაგან დააცარიელეს. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ქართული ზნე-წესი, ქართული მორალი,კაცთმოყვარეობა და რაინდობა, ოჯახური ცხოვრების სიმტკიცე, პიროვნული და ეროვნული ღირსების შეგრძნება. ახალი ქართული სახელმწიფო უნდა დაეფუძნოს სოციალური სოლიდარობის პრინციპს, რომელიც კაცს კაცის წამლად მიიჩნევს და ნივთიერ კეთილდღეობას სულიერების წინ არ აყენებს. სწორედ ამიტომ გვმართებს ჩვენ ვიდგეთ “საერთო ნიადაგის” პოზიციაზე, აღვადგინოთ პატრონყმობის უნიკალური ქართული ტრადიცია, განვამტკიცოთ ერის კორპორატიული ბუნება. ჩვენს წმინდა მიწაზე ახალი ქვეყნიერების დამკვიდრება მოითხოვს ქართული ცივილიზაციის შევსებას ზღვაოსნური კულტურით. ათასწლეულებია ქართველები ვცხოვრობთ ზღვის პირას, მაგრამ ვერ გაგვიგია მისი ყადრი, ვერ დაგვიძლევია განვითარების ცალმხრივობა. ჩვენ უნდა აღმოფხვრათ ეს ხარვეზი, დავუძმობილდეთ ზღვას, ავითვისოთ მისი სიმდიდრე. რა თქმა უნდა არაა სასურველი პატარა ერი გავხადოთ მეზღვაურ ერად,მაგრამ ყოვლად დაუშვებელია ჩვენთვის დამღუპველი ანტიზღვური ინერცია. ლაზების ტრადიციებისა და გამოცდილების გათვალისწინებით ჩვენ უნდა გარდავქმნათ საქართველო სახმელეთო-საზღვაო ქვეყანად. ჩვენი ვალია გავხადოთ სოფლისა და ზღვის მეურნეობა, მათი პროდუქტების გადამუშავება ეკონომიკური ცხოვრების უმთავრეს პრიორიტეტად. იესო ქრისტეს დედის წმინდა მიწაზე “ახალი ქუეყნის” აშენება, რაც პირველად დავით აღმამშენებელმა მოიწადინა, დღეს დროში დაემთხვა გლობალიზაციის აქტიურ ფაზაში შესვლას. გლობალიზაცია ღვთიური მოვლენაა,მაგრამ იგი როდი ნიშნავს იმას,რომ ამა თუ იმ ცივილიზაციის მატარებელმა სახელმწიფომ,რა დიდი და მდიდარი არ უნდა იყოს იგი,თავს მოახვიოს მთელ მსოფლიოს თავისი ფასეულობები და პრობლემები. გლობალიზაცია ბუნებით დადგინებული პროცესია და გულისხმობს დასავლეთისა და და აღმოსავლეთის კულტურების კონვერგენციას, რის შედეგადაც ჩამოყალიბდება ერთიანი, სრულიად ახალი, ევრაზიული ცივილიზაცია. ამ კუთხით ქართველები პირნათელი ვართ ღვთის წინაშე, რამეთუ ამ ობიექტური პროცესის ავანგარდს წარმოვადგენთ. ჩვენი თვითმყობადი კულტურა შეიცავს დასავლეთისა და აღმოსავლეთის კულტურათა მონაპოვრებს. იგი თანაბრად მიეკუთვნება ორივე ცივილიზაციას, მაგრამ არცერთს ცალკე აღებულს. ქართული კულტურა ევრაზიულია თავისი არსით. ამავე დროს იგი მყარად დგას ეროვნულ ნიადაგზე. ამიტომ გლობალიზაციის ქართული მეთოდი უნდა გაითავისოს მთელმა მსოფლიომ. ჩვენ კვლავაც უნდა გვქონდეს მჭიდრო ურთიერთობა დასავლეთის ქვეყნებთან. მაგრამ ამავე დროს ინტენსიურად უნდა ვითვისებდეთ ადამიანის ფიზიკური და სულიერი სრულყოფის აღმოსავლულ ფასეულობებს. ორიენტაცია აღმოსავლეთზე ჩვენს აღმსარებლობაში უდიდესი დატვირთვის მატარებელია. საგულისხმოა, რომ თვით სიტყვა “ორიენტაცია” პირდაპირი გაგებით ნიშნავს სწრაფვას აღმოსავლეთისაკენ. ბიბლიის მიხედვით სამოთხე აღმოსავლეთშია. მართლმადიდებლები ტაძრებს აშენებენ საკურთხევლით აღმოსავლეთისაკენ, მიცვალებულებს ასვენებენ სახით აღმოსავლეთისაკენ, ლოცულობენ აღმოსავლეთის მიმართულებით. საქართველო ღვთიური ხიდია, რომელიც დასავლეთს აღმოსავლეთთან აკავშირებს. შემთხევითი არ იყო, რომ დიდი კონსტანტინე ქართველი ერის ისტორიულ მოწოდებად “ორი დიდი სამყაროს: ევროპისა და აზიის სულის შეხამებას” მიიჩნევდა. უდაოა, რომ მარიამ ღვთისმშობლის წილხვედრილი ქვეყანა კარგახსნილი უნდა იყოს ყველა ხალხისათვის. მის საგარეო პოლიტიკას საფუძვლად უნდა დაედოს გეოპოლიტიკური პრულარიზმის პრინციპი. საქართველო არ შეიძლება მიეჯაჭვოს ერთ ქვეყანას ან ქვეყნების ჯგუფს. ამავე დროს მისთვის ნეიტრალიტეტიც მიუღებელია. იესო ქრისტეს დედა-ქვეყანა ვერ იქნება ნეიტრალური მართლმადიდებლური სამყაროს სხვა ქვეყნებთან მიმართებაში, რამეთუ დაუშვებელია გულგრილი დამოკიდებულება ერთმორწმუნე ხალხების ბედისადმი. საქართველო ვერც აგრესიული იქნება ნებისმიერი სხვა ტრადიციული კონფესიების მიმდევრებთან ურთიერთობაში. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ჩვენი მოსახლეობის მაჰმადიანული ნაწილი,ასევე მეზობელ ქვეყნებში მცხოვრები ისლამის მიმდევარი მილიონობით ქართველი. მართალია, სხვადასხვა დროს ბევრმა სახელმწიფომ მოგვაყენა ზიანი, მაგრამ არ გვმართებს დავემონოთ წყენასა და ბოღმას. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პრაგმატიზმი და ვიფიქროთ უპირატესად მომავალზე. მეორედ მოსვლის ჟამს მაცხოვარს მისი მშობელი დედის წმინდა მიწაზე ახალი ქვეყნიერება დამკვიდრებული უნდა დახვდეს, რათა შესძლოს ადამიანთა ცოდვების განკითხვა ქართულ ენაზე. ამ მხრივ ყურადსაღებია, რომ რეალური სამყაროს გაორება, მიწიერის გვერდით ვირტუალური ცივილიზაციის შექმნა მთელი სიმწვავით აყენებს ღვთივრჩეული ენის სიციცხლისუნარიანობის საკითხს. საქმე ეხება უცხოტომელთა ახალი სიტყვების მოზღვავებას, რომელთა ოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ამან პერსპექტივაში ქართული ენა შეიძლება ჩაძიროს,გადაადგვაროს ან მკვდარ ენად აქციოს. საბედნიეროდ, რეალური საფრთხის თავიდან აცილების შანსი მოგვეპოვება. ღვთის მადლით ჩვენს წმინდა ენას გააჩნია დაუშრეტელი იდიომური წყარო,რომლის შემწეობითაც მას შეუძლია დღევანდელ ინფორმაციულ ქარტეხილებში გადაირჩინოს თავი. ეს წყაროა მეგრული და სვანური ლექსიკა, რომელიც სახელმწიფოს ზრუნვის საგანი ვერა და ვერ გახდა. სწორედ აქ მოიპოვება უამრავი სიტყვა,რომლებითაც შეიძლება ჩავანაცვლოთ ესოდენ მომრავლებული უცხო ბარბარიზმები. ქართულ ენაში მეგრული და სვანური სიტყვების შემოტანას ის მნიშვნელობაც აქვს, რომ იგი მდგრადს გახდის ქართველობას როგორც ისტორიულ ერთობას. შესაბამისად მდგრადი იქნება ქართულ მიწაზე დამკვიდრებული ახალი ქვეყნიერებაც. რთულია, უკიდურესად რთულია მისია, რომელიც უფალმა ქართველობას დაგვაკისრა. თანამემამულენო, სანამ თითოეული ჩვენთაგანი ღრმად ვერ ჩავწვდებით ამ მისიის არსს, მანამ ტაძრისაკენ მიმავალ გზას ვერ გავიკვლევთ. გურამ მუჩაიძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი |
KAIROS |
Nov 15 2009, 02:47 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა გაშვერილი ხელის გასწვრივ გეოგრაფიულად საქართველოა. სატირალია, სასაცილო რომ არ იყოს (ნამდვილად ასე და არა პირიქით ) თქვენ ბატონო პროფსამრეკლო, ლოგიკიდან და მეცნიერებიდან შორს რომ იყავით ეს გამოჩნდა, თეოლოგიის გარტყმაშიც რომ არ ხართ ეს ფაქტია, და ხელოვნებაც თურმე უფრო შორს ყოფილა თქვენგან, სისულელე, რომ საქართველოსაკენ იშვერს ხელს არის უძალიანესად სასაცილო, სინამდვილეში კი "ახალი კაცი" იბადება ამერიკიდან და უბრალოდ ვიზუალური ჩვენებაა თითის მდგომარეობა, რომელიც რომელიმე გეოგრაფიულ ადგილზე კი არ მიანიშნებს არამედ პროცესზე რაც ხდება ანუ ახალი კაცის დაბადებაზე და ამას ქონდა თავისი ისტორიული საფუძველი, რადგან II მსოფლიო ომის დროა და აშშ ახალი ძლიერება: Geopoliticus Child Watching the Birth of the New Man" by Salvador Dali (1943) In this painting Salvador Dali gives us a large egg-shaped globe of the world out of which a man is struggling to "hatch". This "new man" is coming out of North America - the United States. There is blood running out of the crack in the egg and the new man's hand has England firmly in its grasp. In the foreground two figures are watching; one an adult the other a small child. The adult, of indeterminate sex, is drawing the child's attention by pointing at the new man being birthed. The child is standing as if afraid - both hiding behind and holding on to the adult's knees. The imagery here is fairly clear. America is emerging as the major force in the world. This new power is at the cost of some blood (World War II). The fate of England is in America's hands. I'm not sure what significance can be drawn from the disproportionately large sizes of Africa and South America on the globe. The child - though much smaller than the adult - casts a shadow much larger than the adult's. I get the impression that Salvador Dali is saying, "This is what you will have to deal with." And in a tone that is not altogether reassuring. It's title, and subject are fairly straightforward, and unobscured by Surreal contradictions. It is easy to see the emerging man rising from the young nation, America, thus signifying the importance that Dali associated with his home in exile. Also important however, are the third world countries symbolized by the enlargement of the continent of Africa. The androgynous figure points to an area of Europe near where Dali himself was born. A smaller figure crouches at the feet of the other, watching the scene, this is the Geopoliticus Child mentioned in the title. ციტატა როგორს სჩანს პოსტსაბჟოთა საქართველოში პროლეტარული ინტერნაციონალზმის ადგილი კოსმოპოლიტიზმს დაუკავებია!განგების ძალით ხვდა წილად ღვთისმშობელს საქართველო და არა თემის ავტორის მოთხოვნით. ამ ტერმინების რახარუხით გინდათ უპასუხოთ თეოლოგიურ არგუმენტს? პროფსამრეკლო? კატეხიზმო მაინც წაიკითხეთ სანამ აქ ამ აბსურდებს დაწერდეთ, შეგახსენებთ ისევ: ციტატა ეკლესიის სწავლებით არ არსებობს რაიმე რჩეული ერი, რაიმე რჩეული ენა, რჩეული მიწა, წყალი, ჰაერი, სისხლი, გვარი და ა.შ. არამედ არის ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია და ეკლესიის წევრები ნათლისღებით მასში შეკრებილი , მიუხედავად მათი სქესის, კანის ფერის, ასაკის, ეროვნული კუთვნილების,სამეტყველო ენის, საცხოვრებელი ადგილის და ა.შ. არამედ ყველანი "ერთ ვართ ქრისტე იესუს მიერ"რასაც გიწერთ, იოტისოდენადაც არ ეწინააღმდეგება სამშობლოს სიყვარულს, კეთილგონიერი პატრიოტიზმი არაა ის შოვინზმი რასაც აქ აბსურებით ღაღადებთ, არც რასიზმი, რომელიც ეკლესიის მიერ მრავალგზისაა დაგმობილი, გიყვარდეს სამშობლო ნიშნავს მიუჩინო მას ღირებულებათა სისტემაში ზუსტი ადგილი, არ გძულდეს სხვა, არ აყენებდე სხვას შენზე ქვემოთ, არ მიგაჩნდეს, რომ შენ ხარ რაღაც უცხო, წმინდა, რჩეული და სხვები ნაკლებად, ქრისტიანულად ეგ აბსურდია და მეტიც ანათემას დაქვემდებარებული ეთნოფილეტიზმია!. გაქვთ თეოლოგიური არგუმენტი? არა? დუმილი მაინც ხომ გასწავლეს მაშინ სანამ "პროფესორი" გახდებოდით? იცით თქვენ თუ არა რომ ღვთისმშობლის წილხვედრობას მსოფლიოში 5 ქვეყანა და 12 ქალაქი კუთვნილობს? მათ შორის კონსტანტინეპოლიც დღეს რომ სტამბულია? ან რა შუაშია ღვთისმშობლის წილხვდომილობა იმ ერესულ ეთნოფილეტიზმთან აქ რომ წერთ? საერთოდ ეს ტერმინი იცით რას ნიშნავს? ეჰ, რომ კითხო მხევალ ნინოს იქნება რაიმე გაიგოსო... ხელისჩაქნევით; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
samreklo |
Nov 15 2009, 08:51 AM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 78 რეგისტრ.: 13-November 08 წევრი № 5,939 |
ამ ტერმინების რახარუხით გინდათ უპასუხოთ თეოლოგიურ არგუმენტს?
პროფსამრეკლო? კატეხიზმო მაინც წაიკითხეთ სანამ აქ ამ აბსურდებს დაწერდეთ, შეგახსენებთ ისევ: გაქვთ თეოლოგიური არგუმენტი? არა? დუმილი მაინც ხომ გასწავლეს მაშინ სანამ "პროფესორი" გახდებოდით? იცით თქვენ თუ არა რომ ღვთისმშობლის წილხვედრობას მსოფლიოში 5 ქვეყანა და 12 ქალაქი კუთვნილობს? მათ შორის კონსტანტინეპოლიც დღეს რომ სტამბულია? ან რა შუაშია ღვთისმშობლის წილხვდომილობა იმ ერესულ ეთნოფილეტიზმთან აქ რომ წერთ? საერთოდ ეს ტერმინი იცით რას ნიშნავს? ეჰ, რომ კითხო მხევალ ნინოს იქნება რაიმე გაიგოსო... ხელისჩაქნევით; კაირო მაიძულებთ განმანათლებელის მისიაც ვიტვირთო.ღვთისმშობლის წილხვედრილი ადგილი ოთხია:ერთი ქვეყანა-საქართველო,ერთი მთა და ორი მონასტერი. |
კანუდოსელი |
Nov 15 2009, 02:24 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ამ ტერმინების რახარუხით გინდათ უპასუხოთ თეოლოგიურ არგუმენტს? პროფსამრეკლო? კატეხიზმო მაინც წაიკითხეთ სანამ აქ ამ აბსურდებს დაწერდეთ, შეგახსენებთ ისევ: გაქვთ თეოლოგიური არგუმენტი? არა? პრეტენზიული უცოდინარობა ყველაზე უფრო საშიშია ბატონო უვიცო პროფეროსო არგუმენტი მრავალია, გეტყვით მხოლოდ ახალი აღთქმიდან ჯერ: აღარაა ელინი, იუდეველი, წარმართი, არამეტ ყველა ერთია უფალ იესოში პ.ს. იმიტომაც ვართ ამ უბედურ დღეში, რომ თქვენნაირი უვიცები პროფესორები არიან და მართლა ჭკვიან ადამიანებს ვირად რაცხენ ხშირად პ.პ.ს. ახლა ვატყობ, მორიგ კრეტინობას დამიწერთ პ.პ.პ.ს. ისე, კრეტინობაშიც ვერ ქაჩავთ ექსტრიმზე, აი თეოფილე მალაქია გაცილებით ნიჭიერი კრეტინია მაიძულებთ განმანათლებელის მისიაც ვიტვირთო არა რაა...სიდებილეს საზღვარი არ ჰქონია -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 09:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი