![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
artless |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 14-November 09 წევრი № 7,726 ![]() |
ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება, ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე. მე მაინტერესებს თქვენი აზრი სულხან–საბა ორბელიანის შესახებ. მე პირადად ვთვლი, რომ ის კარგი ადამიანი იყო და ცოტა ხნის წინ ვეკამათებოდი ერთ ჩემს კლასელს ამ თემაზე. ის თვლის, რომ სულხან–საბა ორბელიანი იყო ძალიან ცუდი ადამიანი – თვითონაც კათოლიკობა მიიღო და ლუი მეთოთხმეტეს თავაზობდა დახმარების სანაცვლოდ, რომ მთელი საქართველო მიიღებს კათოლიკობასო. მოკლედ, ძალიან მაინტერესებს ვინ რა აზრის არის ამ თემაზე და ძალიან გთხოვთ, თვითონ ეს საქციელი გავაანალიზოთ : " თვითონაც კათოლიკობა მიიღო და ლუი მეთოთხმეტეს თავაზობდა დახმარების სანაცვლოდ, რომ მთელი საქართველო მიიღებს კათოლიკობასო". |
![]() ![]() |
აბე |
![]()
პოსტი
#2
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
ეგ ფაქტი იმდენად არ ჩანს საინტერესო იმასთან შედაებით, რასაც ქვია მეფის სარწმუნოების გავლენა მთელ ერზე. ასე მეფეები პირდებოდნენ სხვა ქვეყნის პირველ პირებს მე გადმოვიყვან თქვენს სარწმუნოებაზე მთელს საქართველოსო... მერე რა რომ მეფეა, იგი არ არის უზენაესზე მაღლა და ამიტომ არა აქვს უფლება უბრძანოს ერს ეს იწამეთ და ეს არაო. ის კი არადა თავად ქრისტესაც არ უთხოვია ხო არავისთვის რაიმე დაეჯერებინათ. არამედ მან შესთავაზა "თუ გამომყვებით ჭეშმარიტებისაკენ, სიცოცხლისაკენ, ბედნიერებისაკენ წაგიყვანთო"... ეს უბრალო შეთავაზება იყო და არა თხოვნა, მოთხოვნა და მმითუმეტეს ბრძანება.
მე მიკვირს რატომ ვიყავით ასეთი სუსტად მორწმუნე ერი... მეფის თხოვნაც კი არ იყო საჭირო ეგრევე ყველა გადავიდოდა მეფის შეცვლილ სარწმუნოებაზე, თითქოს სარწმუნოების შეცვლა არანაირ მნიშვნელოვან და ძნელად გადასაწყვეტ პრობლემას ა წარმოადგენდა... აი ასე იცვლიდნენ სარწმუნოებას... თუმცა ჩვენს თავზეც ვერ ვიტყვით რაიმე უკეთესს ეს ცხადია... შანსი რომ დაგვიდგეს, ალბათ ერთმანეთს ვერ დავასწრებთ სარწმუნოების შეცვლას... შიში და ტანჯვა არ გვინახავს და ისე არა ვართ მტკიცე ჩვენს რწმენაში და რომ დაგვაშინონ და გვაწამონ, მერე გავხდებით ისეთი მორწმუნე რაც ახლა არა ვართ?! აი ეს საკითხი ყოველთვის იყო და ახლაც არის აქტუალური, ასე მგონია მე... მაგრამ აქ ეთი სხვა საკითხიც არის: სულხან-საბა ეტყოდა ვახტანგ VI-ს შეიცვალე სარწმუნოება და შეიცვლის მთელი ერიცო, მაგრამ ვახტანგ VI დაუტევებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, კაცი რომელიც ასეთი ცხოველი რწმენით წერდა ამ სტრიქონებს? მრწამს, მისის სარჯლით აშკმული ჯოჯოხეთს პირი იცოდა, მას ვევედრები, რომელმან არარა ცოდვა იცოდა; მას შემწედ ვხადი, მის წინა ვინ სულის წმინდით იცოდა, შემინდოს ყოვლი რეგვნობით, რაც ჩემგან რამე იცოდა. თვითონ სულხან-საბა ორბელიანის შესახებ მე ვერაფერს ვიტყვი... ალბათ რომ მოეხერხებინა საფრანგეთიდან დახმარების გამოთხოვა, სხვაგვარად ვიჭიკჭიკებდით ახლა... მაგრამ დავუშვათ ასეც მოხდა და შედეგად დღეს ვართ ძლიერი, მთლიანი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი ვერაფერს ვერ უბედავს... ასეთი ქვეყნების მეტი რა არის დღეს მსოფლიოში... უამრავია ასეთი ქვეყნები, მაგრამ მერე რა რომ არიან? რამეს წარმოადგენს მათი მშვიდობიანი ცხოვრება ცხოველი სარწმუნოების გარეშე?! -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 05:38 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი