IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> არქიტექტურა
ნანინა
პოსტი Nov 15 2009, 10:22 PM
პოსტი #21


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ვფიქრობ, რომ ეს თემა უნდა იყოს აქ smile.gif

სირცხვილი მოდერს biggrin.gif biggrin.gif

მე ვერაფერს გეტყვით არქიტექტურაზე, ამიტომ ეკატოს მივანდობ ამ თემის განვითარებას biggrin.gif kiss1.gif

პ.ს. აქტუალური საკითხია ამ ეტაპზე და biggrin.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ნანინა
პოსტი Nov 16 2009, 01:38 AM
პოსტი #22


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ეკატო
ციტატა
თუმცა იმხელა ცოდნის მიღების მერე თავადაც შეეძლო დაეწერა ორიოდე სიტყვა

საავტორო უფლებებს არ ვარღვევ biggrin.gif kiss1.gif

ქევანა
ციტატა
შუა საუკუნეების არქიტექტურა - რომანული, გოთიკა,


გოტიკური არქიტექტურა (ანუ francigenum opus), არქიტექტურული სტილი შუა საუკუნეების ევროპაში. ამ სტილით იყო აშენებული ამ პერიოდის რელიგიური და საერო ძეგლები და მაღალი კლასის საცხოვრებლები. დღეისთვის ეს სტილი ყველაზე თვალსაჩინოდ ტაძრებიშია წარმოდგენილი.

გოტიკური არქიტექტურა დაიბადა ილ დე ფრანსში XII საუკუნის მეორე ნახევარში. იგი სწრაფად გავრცელდა და გაბატონებული იყო მთელს ევროპაში XVI საუკუნის შუა ხანებამდე, იმ დრომდე, სანამ იტალიური რენესანსის გავლენით ნეოკლასიკური სტილი განვითარდა.

სიტყვა "გოტიკური" ამ არქიტექტურულ სტილს მოგვიანებით ეწოდა და თავდაპირველად დამაკნინებელი კონოტაციის მატარებელი იყო. "გოტიკური" ხელოვნება იყო გუთების, ანუ ბარბაროსების ხელოვნება, რომლებმაც დაივიწყეს რომაული ტექნიკა და წესები. თუმცა დღესითვის ბევრი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ ეს ხელოვნება არ იყო რომაულ სტილს მოწყვეტილი და როგორც არქიტექტურული, ისე ფილოსოფიური თვალსაზრისით შუა საუკუნეების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება.

პირველი გოტიკური ნაგებობები გაჩნდა 1130-1150 წლებში ილ დე ფრანსის ტერიტორიაზე. ამიტომ ამ სტილს მაშინ ლათინურად francigenum opus-ს ანუ "ფრანგული წარმოშობის ხელოვნებას" უწოდებდნენ. კაპეტინგების მეფობის პერიოდში გოტიკური არქიტექტურა განასკუთრებით პოპულარული გახდა. ამ პერიოდში მოსახლეობის დემოგრაფიული გაზრდა მოითხოვდა რელიგიური ნაგებობების გაფართოებას, რადგან დიდი იყო მორწმუნეთა რიცხვი. ამავე პერიოდში ვითარდება ქალაქები და ვაჭრობა, რაც იწვევს ახალი სოციალური კლასის, მდიდარი ბურჟუაზიის აღმოცენებას.

პირველი ნაგებობა, რომელიც რომაულ სტილს საგრძნობლად სცილდება, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გოთური არქიტექტურით აგებული, არის სენ-დენისის სააბატო.

გოტიკური სტილის გავრცელების საფუძველი გახდა ჩრდილოეთ საფრანგეთის საეპისკოპოოებს შორის კონკურენცია: ყოველ ეპისკოპოსს სურდა უფრო ლამაზი და დიდი ტაძარი, ვიდრე მის მეზობელს ჰქონდა. ამგვარად განვითარდა ახალი სტილი ჯერ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქებში, შემდეგ კი დასავლეთ ევროპაში, ყველა ქვეყანაში თავისებური ნიუანსებით.


სენ პიერ დე ბოვეს ტაძარი


IPB-ს სურათი

ყველაზე ცნობილი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი

IPB-ს სურათი



რომანული არქიტექტურაგავნითარდა ევროპაში შუა საუკუნეებში. იგი ხასიათდება ანტიკური რომაული ტექნიკის, კერძოდ ქვის თაღის შემოტანით. კოლონები, რომლებსაც უჭირავს თაღი ტიპიური ცილინდრული ფორმისაა და ბოლოვდება მეტ-ნაკლებად გეომეტრიული ფორმის სიმბოლოების, ცხოველებისა თუ მცენარეების გამოსახულებიანი კაპიტელით.




რომანული არქიტექტურა წარმოდგენა კაროლინგების არქიტექტურიდან და ოტონელთა არქიტექტურის პარალელურად ვითარდება.

კაროლინგების არქიტექტურა უკავშირდება შარლემანის მეფობას და ინტელექტუალურ განახლებას. მან შეკრიბა სასახლის კარზე სწავლულები და ხელოვანები მთელი იმპერიიდან და ამგვარად შეიქმნა ე.წ. კაროლინგური რენესანსი. 877 წელს, კარლოს მელოტის გარდაცვალების შემდეგ კაროლინგური ხელოვნება სრულდება. ტერიტორიას იპყრობენ ბარბაროსები, რომლებიც სპეციფიურ რომანუ ხელოვნებას ქმნიან. ინტელექტუალური ცენტრი ამ პერიოდში სააბატოებსა და მონასტრებში მდებაროებს სადაც ვითარდება რომანული არქიტექტურული ხელოვნება.

სენ ნექტერის ეკლესია

IPB-ს სურათი

ავენას ღვთისმშობელი

IPB-ს სურათი

ტურნეს ღვთისმშობლის ტაძარი

IPB-ს სურათი

პ.ს. ინფორმაცია დაკოპირებულია ქართული ვიკიპედიიდან. პროფესიონალებს ვთხოვ შესწორებები და დაზუსტებები შეიტანოთ, თუ ვინმეს გაინტერესებთ ნახეთ ინფორმაცია smile.gif
ქართულ ტაძრებს რაც შეეხება, მგონი საინტერესო იქნება შედარებები, რა ვიცი მოიფიქრეთ, მე მოგისმენთ გულისყურით smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნანინა   არქიტექტურა   Nov 15 2009, 10:22 PM
ქევანა   ნანინა :D : * არაფერიც...   Nov 15 2009, 10:29 PM
ნანინა   ქევანა :არა: თუმცა ...   Nov 15 2009, 10:31 PM
ბადრი   კარგი იქნება თუ ტა...   Nov 15 2009, 10:35 PM
ნანინა   ბადრი ქართულს გულ...   Nov 15 2009, 10:38 PM
ქევანა   ნანინა ნუ რა გითხრ...   Nov 15 2009, 10:45 PM
ნანინა   ქევანა ქალი ამხელ...   Nov 15 2009, 10:50 PM
ბადრი   ნანინა ჯერ ქართულ...   Nov 15 2009, 10:51 PM
ეკატო   ოოო, ეს რა თემა გაგვ...   Nov 16 2009, 01:21 AM
ნანინა   ეკატო საავტორო უფ...   Nov 16 2009, 01:38 AM
ეკატო   ქევანა ამათ დავამ...   Nov 16 2009, 01:46 AM
ketev@ni   ძალიან გამიხარდა ე...   Jan 23 2010, 04:00 PM
ქევანა   ketev@ni სიამოვნებით, ვი...   Jan 23 2010, 04:07 PM
ნანინა   ქევანა ketev@ni სიამოვნ...   Jan 23 2010, 06:38 PM
neo   ბორდო http://s006.radikal.ru/i214/1002/...   Feb 2 2010, 07:26 PM
KAIROS   თავიდან მეორე სურა...   Feb 2 2010, 07:50 PM
ქევანა   KAIROS თუ გავითვალისწი...   Feb 2 2010, 07:52 PM
KAIROS   აბა ვის უნდა ვენდო...   Feb 2 2010, 07:52 PM
tamuna m   აუ, ერთი თხოვნა მაქ...   Feb 2 2010, 10:03 PM
ეკატო   tamuna m გახსენი თემა დ...   Feb 2 2010, 10:21 PM
neo   არანაირი პრობლემ...   Feb 3 2010, 04:05 PM
terra   ბაქტერიაც კი ვერ ჩ...   Feb 3 2010, 04:10 PM
ნანინა   ეკატო ketev@ni ქევანა ...   Feb 3 2010, 04:34 PM
ქევანა   კაიროსმა ითხოვა ა...   Feb 3 2010, 06:55 PM
neo   :D ჰო, ეგრეა, ოღონდ მ...   Feb 3 2010, 07:21 PM
neo   უი ეს თემა ცოტა უნდ...   Sep 3 2010, 12:51 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th May 2024 - 08:59 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი