ეშმაკის განდევნა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეშმაკის განდევნა |
Satevari |
Nov 16 2009, 12:46 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 594 რეგისტრ.: 28-January 08 წევრი № 3,777 |
არ ვიცოდი სად გამეხსნა ეს თემა ...
ამას წავაწყდი ეს ჩანაწერი გაკეთებულია 1976 წელს. აუდიო მასალა, რომელსაც ჩაუტარდა ექსპერტიზა და გამოყენებულ იქნა მტკიცებულებად სასამართლოზე. ხმა ეკუთვნის 18 წლის გოგოს რომელსაც 6 დემონი ჩაუსახლდა სხეულში. გოგონა მანამდე და შემდეგ სუსტი ნერვებისა და გულის პატრონებმა არ უყუროთ ამ ვიდეოს !!! http://www.youtube.com/watch?v=x4n9vK0_mdk ________________________________________________________________________________ _____________________________ ვის რა გსმენიათ კვეთებულის ლოცვებზე? და საქართველოში არის თუ არა ასეთი მღვდელი? როგორც ვიცი ასეთ საქმეს ძლიერი რწმენა და მყარი ხასიათი ჭირდებაო -------------------- სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
|
მნათე |
Nov 16 2009, 02:27 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
b-a-r-b-a-r-e
როგორც კათოლიკე, ასევე მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს შემთხვევები როცა უბრალოდ შეუძლებელი ხდება ადამიანის დახსნა ეშმაკის ძალაუფლებისგან, უფრო სწორედ ეშმაკთა. მიზეზებზე მრავალი დაწერილა და მრავალი თქმულა, მაგრამ ალბათ ყველამ ერთხმად უნდა ვაღიაროთ რომ მოტივები გაუგებარი და უცნობია. არსებობს შეპყრობის ისეთი მაგალითები, სადაც შეპყრობილი ძალიან ცუდი ცხოვრებით ცხოვრობს და ეს ალბათ შეგვიძლია მივაწეროთ მის ნებიერ თანხმობას ეშმაკის ძალაუფლებაზე. მაგრამ არსებობს ისეთებიც, როცა აბსოლუტურად ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული ადამიანი, მეტიც, მორწმუნე და ღვთისმოსავი განიცდის ამ შინაგან ძალაუფლებას. დღეს როგორც წესი თეოლოგიაში და პრაქტიკაში ხდება სატანის დეპრესონიფიცირება, ანუ ის განიხილება ერთ დიდ ბოროტ ძალად, სახარებაშიცაა ამის მაგალითი, მაგრამ ეგზორციალურ, იგივე კვეთებულ მოვლენებში, ცხადი ხდება რომ დემონი შეიძლება იყოს რამდენიმე და მათ საკუთარი სახელიც ქონდეთ.... უძველეს ეგზორციალურ ჩანაწერებში შემორჩენილი სახელები - მაგალითა ერთი ბერძენი ეგზორცისტი აღწერს რომ დემონმა კითხვაზე რა გქვია, პასუხი გასცა რომ ის არის კაენი (და ამ შემთხვევას ვაწყდებით ემილის შემთხვევაშიც!!) ლოცვის დროს ის ყვიროდა "მე მოვკალი ჩემი ძმა" საინტერესო ის არის რომ ადამიანის სულის დემონად გარდასახვა შეუძლებელია, ის ტანჯვისთვისაა განწირული და არც ანგელოზია. სავარაუდოდ ეშმაკი თავად ირქმევს ასეთი ადამიანების სახელებს, ბუნებრივიცაა.... უხერხული თემაა, რადგან ანგელოლოგია ძალიან სახიფათოა ილუზიაში შესაძლო გადავარდნის მხრივ, მაგრამ მე როგორც კათოლიკე და ალბათ თქვენც, როგორც მართლმადიდებლები ვერ უარვყოფთ მის მოქმედებას... თუმც არაფერი ღვთის ნების გარეშე არ ხდება... სრულიად გამოუცნობია ჩემთვის მოტივები, ისევე როგორც გამოუცნობია რატომ იბადება ღარიბად ერთი, ხოლო მეორე მდიდრად.... სხვათაშორის ვატიკანის მთავარი ეგზორცისტი აღნიშნავდა რომ საკუთარ ლოცვებში თავად მიქაელ მთავარანგელოსის მოხმობა უხდება, როგორც ეშმაკის მმუსვრელის.... აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებობს უბრალოდ შეშლილობაც და აქ დეფინიცა უნდა მოახდინოს ერთის მხრივ ექიმმა და მეორეს მხრივ გამოცდილმა ეგზორცისტმა.... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 01:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი