ეშმაკის განდევნა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ეშმაკის განდევნა |
Satevari |
Nov 16 2009, 12:46 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 594 რეგისტრ.: 28-January 08 წევრი № 3,777 |
არ ვიცოდი სად გამეხსნა ეს თემა ...
ამას წავაწყდი ეს ჩანაწერი გაკეთებულია 1976 წელს. აუდიო მასალა, რომელსაც ჩაუტარდა ექსპერტიზა და გამოყენებულ იქნა მტკიცებულებად სასამართლოზე. ხმა ეკუთვნის 18 წლის გოგოს რომელსაც 6 დემონი ჩაუსახლდა სხეულში. გოგონა მანამდე და შემდეგ სუსტი ნერვებისა და გულის პატრონებმა არ უყუროთ ამ ვიდეოს !!! http://www.youtube.com/watch?v=x4n9vK0_mdk ________________________________________________________________________________ _____________________________ ვის რა გსმენიათ კვეთებულის ლოცვებზე? და საქართველოში არის თუ არა ასეთი მღვდელი? როგორც ვიცი ასეთ საქმეს ძლიერი რწმენა და მყარი ხასიათი ჭირდებაო -------------------- სულელი მეომარი მეტად საშიშია ჭკვიანზე...
|
მნათე |
Nov 16 2009, 02:27 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
b-a-r-b-a-r-e
როგორც კათოლიკე, ასევე მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს შემთხვევები როცა უბრალოდ შეუძლებელი ხდება ადამიანის დახსნა ეშმაკის ძალაუფლებისგან, უფრო სწორედ ეშმაკთა. მიზეზებზე მრავალი დაწერილა და მრავალი თქმულა, მაგრამ ალბათ ყველამ ერთხმად უნდა ვაღიაროთ რომ მოტივები გაუგებარი და უცნობია. არსებობს შეპყრობის ისეთი მაგალითები, სადაც შეპყრობილი ძალიან ცუდი ცხოვრებით ცხოვრობს და ეს ალბათ შეგვიძლია მივაწეროთ მის ნებიერ თანხმობას ეშმაკის ძალაუფლებაზე. მაგრამ არსებობს ისეთებიც, როცა აბსოლუტურად ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული ადამიანი, მეტიც, მორწმუნე და ღვთისმოსავი განიცდის ამ შინაგან ძალაუფლებას. დღეს როგორც წესი თეოლოგიაში და პრაქტიკაში ხდება სატანის დეპრესონიფიცირება, ანუ ის განიხილება ერთ დიდ ბოროტ ძალად, სახარებაშიცაა ამის მაგალითი, მაგრამ ეგზორციალურ, იგივე კვეთებულ მოვლენებში, ცხადი ხდება რომ დემონი შეიძლება იყოს რამდენიმე და მათ საკუთარი სახელიც ქონდეთ.... უძველეს ეგზორციალურ ჩანაწერებში შემორჩენილი სახელები - მაგალითა ერთი ბერძენი ეგზორცისტი აღწერს რომ დემონმა კითხვაზე რა გქვია, პასუხი გასცა რომ ის არის კაენი (და ამ შემთხვევას ვაწყდებით ემილის შემთხვევაშიც!!) ლოცვის დროს ის ყვიროდა "მე მოვკალი ჩემი ძმა" საინტერესო ის არის რომ ადამიანის სულის დემონად გარდასახვა შეუძლებელია, ის ტანჯვისთვისაა განწირული და არც ანგელოზია. სავარაუდოდ ეშმაკი თავად ირქმევს ასეთი ადამიანების სახელებს, ბუნებრივიცაა.... უხერხული თემაა, რადგან ანგელოლოგია ძალიან სახიფათოა ილუზიაში შესაძლო გადავარდნის მხრივ, მაგრამ მე როგორც კათოლიკე და ალბათ თქვენც, როგორც მართლმადიდებლები ვერ უარვყოფთ მის მოქმედებას... თუმც არაფერი ღვთის ნების გარეშე არ ხდება... სრულიად გამოუცნობია ჩემთვის მოტივები, ისევე როგორც გამოუცნობია რატომ იბადება ღარიბად ერთი, ხოლო მეორე მდიდრად.... სხვათაშორის ვატიკანის მთავარი ეგზორცისტი აღნიშნავდა რომ საკუთარ ლოცვებში თავად მიქაელ მთავარანგელოსის მოხმობა უხდება, როგორც ეშმაკის მმუსვრელის.... აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებობს უბრალოდ შეშლილობაც და აქ დეფინიცა უნდა მოახდინოს ერთის მხრივ ექიმმა და მეორეს მხრივ გამოცდილმა ეგზორცისტმა.... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
b-a-r-b-a-r-e |
Nov 16 2009, 02:40 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,436 რეგისტრ.: 24-September 09 წევრი № 7,538 |
b-a-r-b-a-r-e როგორც კათოლიკე, ასევე მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებობს შემთხვევები როცა უბრალოდ შეუძლებელი ხდება ადამიანის დახსნა ეშმაკის ძალაუფლებისგან, უფრო სწორედ ეშმაკთა. მიზეზებზე მრავალი დაწერილა და მრავალი თქმულა, მაგრამ ალბათ ყველამ ერთხმად უნდა ვაღიაროთ რომ მოტივები გაუგებარი და უცნობია. არსებობს შეპყრობის ისეთი მაგალითები, სადაც შეპყრობილი ძალიან ცუდი ცხოვრებით ცხოვრობს და ეს ალბათ შეგვიძლია მივაწეროთ მის ნებიერ თანხმობას ეშმაკის ძალაუფლებაზე. მაგრამ არსებობს ისეთებიც, როცა აბსოლუტურად ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული ადამიანი, მეტიც, მორწმუნე და ღვთისმოსავი განიცდის ამ შინაგან ძალაუფლებას. დღეს როგორც წესი თეოლოგიაში და პრაქტიკაში ხდება სატანის დეპრესონიფიცირება, ანუ ის განიხილება ერთ დიდ ბოროტ ძალად, სახარებაშიცაა ამის მაგალითი, მაგრამ ეგზორციალურ, იგივე კვეთებულ მოვლენებში, ცხადი ხდება რომ დემონი შეიძლება იყოს რამდენიმე და მათ საკუთარი სახელიც ქონდეთ.... უძველეს ეგზორციალურ ჩანაწერებში შემორჩენილი სახელები - მაგალითა ერთი ბერძენი ეგზორცისტი აღწერს რომ დემონმა კითხვაზე რა გქვია, პასუხი გასცა რომ ის არის კაენი (და ამ შემთხვევას ვაწყდებით ემილის შემთხვევაშიც!!) ლოცვის დროს ის ყვიროდა "მე მოვკალი ჩემი ძმა" საინტერესო ის არის რომ ადამიანის სულის დემონად გარდასახვა შეუძლებელია, ის ტანჯვისთვისაა განწირული და არც ანგელოზია. სავარაუდოდ ეშმაკი თავად ირქმევს ასეთი ადამიანების სახელებს, ბუნებრივიცაა.... უხერხული თემაა, რადგან ანგელოლოგია ძალიან სახიფათოა ილუზიაში შესაძლო გადავარდნის მხრივ, მაგრამ მე როგორც კათოლიკე და ალბათ თქვენც, როგორც მართლმადიდებლები ვერ უარვყოფთ მის მოქმედებას... თუმც არაფერი ღვთის ნების გარეშე არ ხდება... სრულიად გამოუცნობია ჩემთვის მოტივები, ისევე როგორც გამოუცნობია რატომ იბადება ღარიბად ერთი, ხოლო მეორე მდიდრად.... სხვათაშორის ვატიკანის მთავარი ეგზორცისტი აღნიშნავდა რომ საკუთარ ლოცვებში თავად მიქაელ მთავარანგელოსის მოხმობა უხდება, როგორც ეშმაკის მმუსვრელის.... აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ არსებობს უბრალოდ შეშლილობაც და აქ დეფინიცა უნდა მოახდინოს ერთის მხრივ ექიმმა და მეორეს მხრივ გამოცდილმა ეგზორცისტმა.... ძალიან მომეწონა ეს პოსტი კაენის შესახებ კი პირველად გავიგე,არც სახელების დარქმევის აზრია გაიგებარი,მესმის და ვიზიარებ. როგორც მისწავლია და ვიცი,არსებობს ბავშვთა სულებიც,რომლებიც ჯოჯოხეთში არიან და იტანჯებიან მხოლოდ იმიტომ,რომ მათ ბილწი აზრები აწუხებდათ. მე ვფიქრობ,რომ ესაა სულით მიღება. უმძიმესი ხდება ცოდვა,როცა ადამინის სულში ჯდება და ადამიანისეული ხდება. ეს შესაძლებელია აზრების საშუალებით მოხდეს.ანი როცა ადამინი გააზრებულად იღებს რაიმეს.იწონებს და სულის ნაწილად იხდის. ასაკი არაფერ შუაშია. მიუღებელი აზრი შეიძლება ბავშვმაც მიიღოს და ხნიერმაც. აქედან ვლინდება სწორედ ის ნების თავისუფლების მცნება,რომელზეც ასე ხშირად გვიდავია კიდეც. "ყოველივე ნებადართულია,მაგრამ ყოველივე სასარგებლო როდია". ადამიანი არჩევს კეთილსა და ბოროტს და ირჩევს კიდეც მათ შორის რომელია მისთვის მისაღები. სხვაა როცა ცოდვითი მგომარეობა შეუგნებლად მიმდინარეობს.ჩემი ფიქრით,სწორედ ასეთ ადამიანებს უდგას გვერდით ანგელოზი და იცავს იმისგან,რაც მისგან დამოუკიდებლად შეიძლება მოხდეს. ეს რთული თემაა და მხოლოდ ჩემი ფიქრი არ მყოფნის,მაგალითების მიხედვით მოდის ეს ფიქრები რასაკვირველია,მაგრამ არასოდეს წამიკითხავს მზა რეცეპტი,თუ რატომ ხდება ეს. თუ ვუნმე რამეს გაგვიზიარებს,კარგი იქნება და საინტერესოც. -------------------- დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........
"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..." |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 11:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი