![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
artless |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 14-November 09 წევრი № 7,726 ![]() |
ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება, ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე. მე მაინტერესებს თქვენი აზრი სულხან–საბა ორბელიანის შესახებ. მე პირადად ვთვლი, რომ ის კარგი ადამიანი იყო და ცოტა ხნის წინ ვეკამათებოდი ერთ ჩემს კლასელს ამ თემაზე. ის თვლის, რომ სულხან–საბა ორბელიანი იყო ძალიან ცუდი ადამიანი – თვითონაც კათოლიკობა მიიღო და ლუი მეთოთხმეტეს თავაზობდა დახმარების სანაცვლოდ, რომ მთელი საქართველო მიიღებს კათოლიკობასო. მოკლედ, ძალიან მაინტერესებს ვინ რა აზრის არის ამ თემაზე და ძალიან გთხოვთ, თვითონ ეს საქციელი გავაანალიზოთ : " თვითონაც კათოლიკობა მიიღო და ლუი მეთოთხმეტეს თავაზობდა დახმარების სანაცვლოდ, რომ მთელი საქართველო მიიღებს კათოლიკობასო". |
![]() ![]() |
KAIROS |
![]()
პოსტი
#2
|
![]() იხარეთ! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 ![]() |
ციტატა რამეს რომ წერთ ხომ უნდა დაფიქრდეთ ეს რას ეხება და რაზე წერთ? გამოდიხართ და მთელი ერის სახელით მათ საქციელზე საუბრობთ, ცოტა მაინც ხომ უნდა დაფიქრდეთ არის კი ეს სიმართლე? ნამდვილად ![]() აბეს ჩვევია ასე ლოზუნგებით საუბარი, ასე კი არ შეიძლება. ზომიერებაა ყველაფერში საჭირო და რეალობის გათვალისწინება. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
აბე |
![]()
პოსტი
#3
|
![]() აბესალომ ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 ![]() |
ნამდვილად ![]() აბეს ჩვევია ასე ლოზუნგებით საუბარი, ასე კი არ შეიძლება. ზომიერებაა ყველაფერში საჭირო და რეალობის გათვალისწინება. მაძიებელი ადამიანი ხშირად არასწორ დასკვნებს აკეთებს, მაგრამ არამაძიებელი ადამიანი მხოლოდ აOFFებს... რაც შეეხება საკითხს... "ხოლო ვითარცა ესმა მეფესა ადერკის მეგრელთაგან სჯულისა დატევება, განუწყრა და წარავლინნა ერის-თავნი მისნი, და იძულებით კუალად-ვე მიაქცივნა მეგრელნი. და დამალნეს ხატნი და ჯუარნი, და შერისხნა მეფე ადერკი ერის-თავსა კლარჯეთისასა, რომელ მშჳდობით განუტევა ანდრია მოციქული." - ქართლის ცხოვრება, თავი მესამე. როდესაც ქრისტიანობა იქადაგა წმ. ანდრია მოციქულმა, ხალხს რა თქმა უნდა ხომ იმასაც ეტყოდა, რომ უფალი არის ყველაზე უზენაესი ხელმწიფე და ორ მეფეს ერთდროულად ვერ ჰმონებს კაცი. მერე ამ გაქრისტიანებულმა ხალხმა რომ მიიღო ქრისტიანობა, ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ არჩევანი ამქვეყნიურ ხელმწიფესა და უფალს შორის, სწორედ უფალზე შეაჩერეს, რადგანაც ირწმუნეს რომ უფალი არის ჭეშმარიტად საყვარელი და სახიერი. და თუ ეს არჩევანი ასეთი არ ყოფილა, მაშ მათი გაქრისტიანებაც უბრალოდ ფორმალობა ყოფილა... სამწუხაროდ მე სწორედ ასე მეჩვენება. მათ ქრისტიანობა კი არ მიიღეს, არამედ იფიქრეს, რა კარგ რამეებს ლაპარაკობს ეს მოციქულიო და მოინდომეს ორი მეფის მსახურება და განსაცდელის ჟამს (ანუ როდესაც მეფე ადერკიმ გაგზავნა ერისთავები მათ იძულებით მოსაქცევად) ამოირჩიეს ის მეფე, რომლის ძალასაც რეალურად ხედავდნენ და ვერ ხვდებოდნენ რატომ არ ავლენდა მოციქულის მიერ ნაქადაგები ღმერთი თავის ძალას. აი სწორედ ეს ისტორიული ფაქტი გამოდგება ჩემი წინა პოსტის არგუმენტად, რომელშიც ვამბობ, რომ ქართველი ერი სიფრთხილით არ ეკიდებოდა რჯულს, სარწმუნოებას. არც მეფე მირიანის დროს იყო ქართველი ერი გათვიცნობიერებული იმაში, თუ რატომ ინათლებოდნენ. არც მეფე ადერკის დროინდელი ხალხი და არც მეფე მირიანის დროინდელი ხალხი არ ფიქრობდა საკმარისი სიფრთხილით სარწმუნოეებრივ საკითხებზე, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი, რომ ისინი ემორჩილებოდნენ იმ მეფეს, რომლის ძალასაც ხედავდნენ და არ აყენებდნენ საკითხს, ეს მათ მიერ გადადგმული ნაბიჯი სათნო იქნებოდა უფლისთვის ან თავიანთი წარმართული "ღმერთებისთვის" თუ არა. რადგანაც ვერ ხედავდნენ ღვთის ძალას, არც განიხილავდნენ ამ საკითხს. აბა რაში მეწინააღმდეგებით?... რომელი თქვენგანი მეტყვის, რომ მეფე მირიანის დროინდდელ ნათლობაში დიდი უმრავლესობა ნამდვილი ქრისტიანი გახდა?... ნამდვილი ქრისტიანები ყოველთვის ცოტანი იყვნენ და ცოტანი იქნებიან... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 06:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი