![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
artless |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 14-November 09 წევრი № 7,726 ![]() |
ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება, ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე. მე მაინტერესებს თქვენი აზრი სულხან–საბა ორბელიანის შესახებ. მე პირადად ვთვლი, რომ ის კარგი ადამიანი იყო და ცოტა ხნის წინ ვეკამათებოდი ერთ ჩემს კლასელს ამ თემაზე. ის თვლის, რომ სულხან–საბა ორბელიანი იყო ძალიან ცუდი ადამიანი – თვითონაც კათოლიკობა მიიღო და ლუი მეთოთხმეტეს თავაზობდა დახმარების სანაცვლოდ, რომ მთელი საქართველო მიიღებს კათოლიკობასო. მოკლედ, ძალიან მაინტერესებს ვინ რა აზრის არის ამ თემაზე და ძალიან გთხოვთ, თვითონ ეს საქციელი გავაანალიზოთ : " თვითონაც კათოლიკობა მიიღო და ლუი მეთოთხმეტეს თავაზობდა დახმარების სანაცვლოდ, რომ მთელი საქართველო მიიღებს კათოლიკობასო". |
![]() ![]() |
ნაინა |
![]()
პოსტი
#2
|
![]() პროვინციელი ალქაჯი!!!!! ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 ![]() |
აბე
სულ სხვა მხარეს რომ მიიდრიკე ეხლა, ვიდრე შენი წინა პოსტები ეს მე მგონი კარგად გაქვს გაცნობიერებული. დღეს ვიცით და გვწამს, რომ ვართ ქრისტიანები და უფალია ჭეშმარიტი ღმერთი. მაგრამ იმ დროს როდესაც საქართველოში ქრისტიანობა იქადაგებოდა, ხალხი ასე იოლად ვერც დაიჯერებდა, დღეს არ სჯერა ბევრს და მაშინ რა იქნებოდა თუ წარმოგიდგენია, იმ დროინდელ საქართველოში და არა მარტო საქართველოში, არსებობდა სხვადასხვა რელიგიები, კერპები და ხალხს სჯეროდა მათი და მსხვერპლსაც სწირავდნენ. როგორ ფიქრობ, ასე იოლად შეიძლებოდა ერის მოქცევა? ეგრე შე კაცო უფალი ვერ იცნეს და ჯვარზე გააკრეს. მაგრამ როდესაც ხალხმა საბოლოოდ მიიღო ქრისტიანული რწმენა, რატომ აღარ იცვლიდნენ იოლად? მე მთელ ერზე ვსაუბრობ (როგორც შენ საუბრობდი ერის სახელით წინა პოსტებში) და არა ერთეულებზე. თუ ესეთი მცირედმორწმუნე ხალხი ვართ რატომ ვერ მივიღეთ მამის და ძმის მკვლელი მაჰმადიანი კონსტანტინე? რატომ ეწამა ქეთევან დედოფალი ქრისტიანობისთვის, მაშინ როდესაც ზოგიერთმა დიდებულმა დათმო სარწმუნოება და მაჰმადიანობა მიიღო? ვთქვათ ქეთევან დედოფალს დაეთმო ქრისტიანობა, ერი ასე იოლად გაჰყვებოდა მას და რწმენას შეიცვლიდა? სარწმუნოებისთვის იხოცებოდნენ ქართველები საუკუნეების განმავლობაში და ასე ერთი ხელის მოსმით ნუ ვანადგურებთ მათ სისხლს, ღვაწლს, დამსახურებასა და თავდადებას. ან გაიხსენე დავითი და კონსტანტონე, მართალია მეფეები არ იყვნენ, მაგრამ მათი თავდადება და გმირობა არაფერი მაგალითია ჩვენთვის? კაი რა მართლა, კაი რა. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 06:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი