IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სულხან-საბა ორბელიანი
artless
პოსტი Nov 14 2009, 10:19 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 14-November 09
წევრი № 7,726



ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა
ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება,
ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე.


მე მაინტერესებს თქვენი აზრი სულხან–საბა ორბელიანის შესახებ. მე პირადად ვთვლი, რომ ის კარგი ადამიანი იყო და ცოტა ხნის წინ ვეკამათებოდი ერთ ჩემს კლასელს ამ თემაზე. ის თვლის, რომ სულხან–საბა ორბელიანი იყო ძალიან ცუდი ადამიანი – თვითონაც კათოლიკობა მიიღო და ლუი მეთოთხმეტეს თავაზობდა დახმარების სანაცვლოდ, რომ მთელი საქართველო მიიღებს კათოლიკობასო.

მოკლედ, ძალიან მაინტერესებს ვინ რა აზრის არის ამ თემაზე და ძალიან გთხოვთ, თვითონ ეს საქციელი გავაანალიზოთ : " თვითონაც კათოლიკობა მიიღო და ლუი მეთოთხმეტეს თავაზობდა დახმარების სანაცვლოდ, რომ მთელი საქართველო მიიღებს კათოლიკობასო".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
აბე
პოსტი Nov 17 2009, 09:13 PM
პოსტი #2


აბესალომ
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,705
რეგისტრ.: 14-December 08
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6,107



მოკლეთ, ისტორია არ გადამიქექია და ჩემს მიერ დაწერილი მოსაზრების წყაროს ვერ ვასახელებ. არც ზეპირად მახსენდება რაიმე და ამგვარი (წყაროს მითითების გარეშე დაწერილი) არგუმენტითაც კი ვერ ვასაბუთებ ჩემს მოსაზრებას. უფრო მეტიც, ისტორიაში 1-2 ასეთი ფაქტის პოვნაც კი არ არის საკმარისი არგუმენტი იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ ჩვენი ერი ყოველთვის მცირედმორწმუნე იყო...

დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რადგანაც თქვენი წყალობით მე გავაცნობიერე, რომ ასეთი მნიშვნელოვანი საკითისადმი ძალიან ფრთხილი და მრავალმხრივი მიდგომაა საჭირო...

ახლა რასაც დავწერ, არ გეგონოთ, რომ თითქოს იმისი თქმაა - ვიცი ესეა, მაგრამ მაინც მართალი ვარ-თქო. უბრალოდ ეს საკითხი, რომელსაც მე შევეხე, ძალიან მაინტერესებს და ასე ადვილად არ მეთმობა, მინდა რომ განვიხილოთ და გავარკვიო(თ) რამოდენიმე რამ ამ საკითხთან დაკავშირებით.

მოკლეთ, სულხან-საბა ორბელიანის მიერ ლუი მეთოთხმეტისათვის ქართველი ერის გაკათოლიკების პირობის მიცემა იყო თუ არა სწორი საქციელი... ამაზე რამდენიმე ფორუმელმა დააფიქსირა, რომ არ იყო სწორი საქციელი, მაგრამ ეს არ აკნინებს მის პიროვნებას. ახლა, თუ შეიძლება, უფრო ფართოდ განვიხილოთ და ისე დავასკვნათ აკნინებს თუ არა... მე ვამბობ, რომ თუ ქართველების გაკათოლიკება მოხდებოდა, ეს ნამდვილად იქნებოდა მისი პიროვნების დამაკნინებელი. სწორედ აი აქ ჩნდება ის კითხვა, რომელზეც მე არაარგუმენტირებულად გავეცი პასუხი - იყო თუ არა საფრთხე იმისა, რომ ერს არ გამოეჩინა დიდი წინააღმდეგობა და დათანხმებულიყო გაკათოლიკებას? ზოგიერთს მიაჩნიარომ იყო (მათ შორის მეც). სხვებს მიაჩნიათ, რომ ამის საშიშროება არ იყო. მე ჩემი მოსაზრების არგუმენტი ვერ მოვიტანე. ახლა თქვენ მოიყვანეთ იმის არგუმენტი, რომ ქართველები (დიდი უმრავლესობა) ქრისტიანობის დასაცავად აკვდებოდა ხოლმე მტერს და ამგვარი სულისკვეთება სულხან-საბა ორბელიანის დროსაც ჰქონდა ერს. პირადად მე არ მივიღებ ისეთ არგუმენტს, რომელიც ისტორიკოსის მიერ ქართველთა ქებათა-შესხმას წარმოადგენს. არცერთ ისტორიკოსს ეცოდინებოდა,თუ რომელი მებრძოლის გულში რა ხდებოდა, რომელი იბრძვოდა ქრისტიანობის დასაცავად და რომელი პირადი და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობის მოტივით.

მოკლეთ ასეთი სიტუაციაა... ვერცერთი ვერ ვასაბუთებთ, რომ ქართველთა მეფისადმი მიმბაძველობის გზით გაკათოლიკების შანსი იყო ან არ იყო. მერე?... გავარკვიეთ თუ არა როგორი კაცი იყო სულხან-საბა ორბელიანი?... აი ახლა გამიჩნდა ასეთი მოსაზრება: რადგანაც იგი ლუი XIV-ეს აძლევდა ამის გარანტიას, ე.ი. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ქართველების გაკათოლიკება რეალურად შესაძლებელი იყო, ან "ძალადობით", ან მის გარეშე (მეფისადმი მიმბაძველობით). სხვანაირად გარანტიას ვერ მისცემდა... თუ, როგორც თქვენ ამბობთ, ხალხი ძლიერად მორწმუნე იყო მაშინ, ე.ი. ძალადობით გაკათოლიკების იმედი ჰქონდა. კაცი, რომელიც ამას აპირებდა ნამდვილად არაა შესაქები, მე ასე მგონია... და თუ, როგორც მე ვამბობ, ხალხი არ იყო ძლიერად მორწმუნე, მაშინ ადვილად შეძლებდა განზრახულის შესსრულებას. ამ შემთხვევაში, მცირედმორწმუნე ერის დამაბრკოლებელი გამოვიდოდა იგი. (წარმოიდგინეთ, თქვენ, რომელსაც ასე თუ ისე დიდი თეოლოგიური განათლება გაქვთ, აბრკოლებთ იმ ადამიანს, რომელიც მცირედმორწმუნეა და არც ბევრი რამ იცის მართლმადიდებლობის შესახებ. არ იქნება ეს სწორი საქციელი ხომ?! არამედ, პირიქით, თქვენ თქვენის ქადაგებით როგორც შეძლებთ უნდა დაეხმაროთ მათ, რათა განმტკიცდეს რწმენაში.) ასე, რომ ამ მეორე შემთხვევაშიც, სულხან-საბა ორბელიანი არ გამოდის მართალი.

მოკლეთ, პირადად მე არ შემიძლია ისეთ ადამიანს ვუწოდო დადებითი პიროვნება, რომელიც მართლმადიდებლობას თმობდა თუნდაც უმნიშვნელოვანესისათვის, რადგანაც ჩემთვის ქართველობა და მართლმადიდებლობა განუყოფელია ერთმანეთისაგან.


--------------------
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი

(ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება")
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
artless   სულხან-საბა ორბელიანი   Nov 14 2009, 10:19 PM
აზნაური კიკნაველიძე   ეს თემა აქ რატო გახ...   Nov 15 2009, 03:26 PM
artless   სად გავხსნა? ახლახ...   Nov 15 2009, 07:25 PM
ქევანა   ააა.. რა არის იცი? პ...   Nov 16 2009, 12:30 AM
აბე   ეგ ფაქტი იმდენად ა...   Nov 16 2009, 12:42 AM
gurulo   აბე იქნებ მიპასუხო...   Nov 16 2009, 12:59 AM
ქევანა   აბე ჩემო კარგო, ჩვე...   Nov 16 2009, 01:07 AM
gurulo   ამასთანავე, მთამ უ...   Nov 16 2009, 01:09 AM
ქევანა   gurulo ხო, მაგრამ დღესა...   Nov 16 2009, 01:12 AM
ნანინა   ქევანა ოჩოპინტრეს...   Nov 16 2009, 01:15 AM
ქევანა   დავუბრუნდეთ ძირით...   Nov 16 2009, 01:18 AM
gurulo   სწორედ წარმართული...   Nov 16 2009, 01:18 AM
ნაინა   gurulo აი ეგ შეკითხვა გ...   Nov 16 2009, 02:09 AM
KAIROS   ნამდვილად :) აბეს ჩ...   Nov 16 2009, 04:19 AM
აბე   ნამდვილად :) აბეს ჩ...   Nov 16 2009, 06:43 PM
ქევანა   ნაინა ხოდა მაგიტომ...   Nov 16 2009, 01:26 PM
ნაინა   ქევანა ეგ კი მესმი...   Nov 16 2009, 01:41 PM
b-a-r-b-a-r-e   ამაზე იყო საუბარი ...   Nov 16 2009, 02:30 PM
მნათე   1. შენანების ფაქტი ...   Nov 16 2009, 02:32 PM
llaasshhaa   b-a-r-b-a-r-e ერთ ჩვენ ფორ...   Nov 16 2009, 02:37 PM
b-a-r-b-a-r-e   b-a-r-b-a-r-e ერთ ჩვენ ფორუ...   Nov 16 2009, 03:29 PM
აზნაური კიკნაველიძე   b-a-r-b-a-r-e ერთ ჩვენ ფორუ...   Nov 16 2009, 08:06 PM
მნათე   ღმერთმა ქნას ისევ ...   Nov 16 2009, 03:52 PM
llaasshhaa   გეთანხმები , სინან...   Nov 16 2009, 04:07 PM
ქევანა   დაუბრუნდით სულხან ...   Nov 16 2009, 04:19 PM
კანონისტი   მნათე კერძოდ, ვინ, ...   Nov 16 2009, 05:23 PM
ნანინა   რატო გაიხსნა ეს თე...   Nov 16 2009, 07:22 PM
ნაინა   აბე სულ სხვა მხარე...   Nov 16 2009, 11:18 PM
აბე   კაი რა მართლა, კაი ...   Nov 17 2009, 01:00 AM
gurulo   + 100 000 ქართველი მოწამ...   Nov 17 2009, 12:34 AM
ნაინა   აბე იქნებოდა...სხვა...   Nov 17 2009, 01:41 AM
ბადრი   პირველი, რაც აუცილ...   Nov 17 2009, 02:00 AM
KAIROS   აბეს არ ვპასუხობ, უ...   Nov 17 2009, 04:37 AM
აბე   მოკლეთ, ისტორია არ ...   Nov 17 2009, 09:13 PM
artless   ახლა ჩემს აზრსაც მ...   Nov 17 2009, 11:05 PM
აბე   ნუ რამდენად ახლოსა...   Nov 17 2009, 11:17 PM
KAIROS   მეგობარო ეგ რაც ამ...   Nov 18 2009, 04:41 AM
mari-mari15   სულხან-საბა დიდი ა...   Nov 18 2009, 07:43 PM
KAIROS   მარი ჩემო კარგო, ჩვ...   Nov 19 2009, 01:18 PM
mari-mari15   გაიხარე, მეც მასე ვ...   Feb 8 2010, 06:19 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th July 2025 - 06:05 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი