![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
artless |
![]()
პოსტი
#1
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 14-November 09 წევრი № 7,726 ![]() |
ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან
ალოდინეს და... მეთხუთმეტე კაცად შევიდა ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება, ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე. მე მაინტერესებს თქვენი აზრი სულხან–საბა ორბელიანის შესახებ. მე პირადად ვთვლი, რომ ის კარგი ადამიანი იყო და ცოტა ხნის წინ ვეკამათებოდი ერთ ჩემს კლასელს ამ თემაზე. ის თვლის, რომ სულხან–საბა ორბელიანი იყო ძალიან ცუდი ადამიანი – თვითონაც კათოლიკობა მიიღო და ლუი მეთოთხმეტეს თავაზობდა დახმარების სანაცვლოდ, რომ მთელი საქართველო მიიღებს კათოლიკობასო. მოკლედ, ძალიან მაინტერესებს ვინ რა აზრის არის ამ თემაზე და ძალიან გთხოვთ, თვითონ ეს საქციელი გავაანალიზოთ : " თვითონაც კათოლიკობა მიიღო და ლუი მეთოთხმეტეს თავაზობდა დახმარების სანაცვლოდ, რომ მთელი საქართველო მიიღებს კათოლიკობასო". |
![]() ![]() |
artless |
![]()
პოსტი
#2
|
Newbie ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 14-November 09 წევრი № 7,726 ![]() |
ახლა ჩემს აზრსაც მოგახსენებთ, ვეცდები ჭკვიანურად ვილაპარაკო
![]() ცოტა ხნის წინ, ამავე ფორუმზე წავიკითხე შემდეგი რამ: ქართული ენა ღმერთმა საიდუმლოებებით აღავსო და აღიარა წმინდა ენად, რომელ ენაზეც მაცხოვარმა მეორედ მოსვლის ჟამს უნდა განსაჯოს მთელი კაცობრიობა. თუ უფალმა იესო ქრისტე ქმნა ღმერთკაცად – თვითეული ადამიანისთვის პიროვნულ სახატედ, საქართველო მან გადასცა მფარველობაში მის მშობელ დედას იმ განზრახვით, რომ ადამიანთა მოდგმას აქ მოევლონებოდა ახალი ქვეყნიერება – სახატე ქვეყანა, სადაც იბატონებდა "სამართალი, წყალობა და რწმენა". აქედან გამომდინარეობს ორი დიდი ისტორიული ამოცანა, რომელთა ხორცშესხმა ქართველებს განგების ძალით დაგვევალა: დავამკვიდროთ ჩვენს სამშობლოში ახალი ქვეყნიერება და შევინარჩუნოთ ღვთის მადლით კურთხეული ქართული ენა. აქედან გამომდინარე ვასკვნი, რომ სულხან–საბა ორბელიანს , თუნდაც ის კათოლიკე ყოფილიყო, მართლმადიდებელი ქართველებისთვის ძალიან დიდი საქმე აქვს გაკეთებული თავისი ლექსიკონის "სიტყვის კონა" სახით. ეს ერთი. მეორე: უნდა ვაღიაროთ რომ იგი იყო ძალიან ჭკვიანი ადამიანი და არსებულ სიტუაციას კარგად ხედავდა: იყო საფრთხე მაჰმადიანური სამყაროს მხრიდან. სწორედ ამიტომ სულხან–საბამ გამოსავლის ძიება დაიწყო და იგი ევროპაში ნახა (უფრო სწორად, ევროპა ყველაზე კარგ გამოსავლად ეჩვენა). ახლა ის ვთქვათ, თუ რატომ აირჩია ევროპა და არა, მაგალითად , რუსეთი. მას ხომ შეეძლო, ქართველები მაჰმადიანურ სარწმუნოებაზეც მოექცია? (მითუმეტეს ერთ–ერთმა ფორუმელმა აღნიშნა, რომ ქართველებში ნამდვილი მართლმადიდებელი ცოტა იყო ძალიანო). საქმე სხვა რამეშია: მას არ უნდოდა ქართველები, ზოგადად, ქრისტიანობისგან დაეშორებინა. აქ იბადება კითხვა: განა რუსები არ არიან ქრისტიანები, არა მარტო ქრისტიანები, არამედ მართლმადიდებელი ქრისტიანები? პასუხი კი, ჩემი აზრით ასეთია: "სახელმწიფოსა ერთობა სჯულის არარას არგებს, ოდეს თვისება ერთა მის შორის სხვადასხვაობდეს." სულხან–საბა კი ამას ადრევე ჭვრეტდა, აკი გითხარით, ჭკვიანი ადამიანი და პოლიტიკოსი იყო–მეთქი (ესეც ჩემი მოსაზრება). |
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 7th July 2025 - 06:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი