სკვნილი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სკვნილი |
mariami-k |
Feb 27 2007, 04:56 PM
პოსტი
#1
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
ეკლესიის ისტორიაში ბერმონაზვნური ცხოვრების ჩამოყალიბების დროდ IV საუკუნე ითვლება. მისი პირველი ფუძემდებლები იყვნენ ეგვიპტის უდაბნოში მოღვაწე ღირსი მამები: პავლე თებაიდელი და ანტონი დიდი. ანტონი დიდს ეკუთვნის საბერმონაზვნო კანონის, ტიპიკონის შედგენა და დამკვიდრება. დროთა განმავლობაში ბერმონაზვნური ცხოვრების წესის სხვადასხვა ტრადიცია ჩამოყალიბდა, გაჩნდა საძმოები და მონასტრები. შეიქმნა მონაზვნად შედგომის განსაკუთრებული წესიც, რომლის თანახმად სამონაზვნედ მოწოდებულზე იერარქი კითხულობს „სქემის კურთხევის“ ლოცვას და სამონაზვნეს, წესისამებრ, შემოსავს კაბით, სარტყელით, საბეჭდურით, ანაფორით, მანტიით, კუნკულ-ბარტყულითა და სანდლებით (თითოეულს თავისი სიმბოლური დანიშნულება აქვს). ასევე გადასცემენ ხელის ჯვარს, სანთელსა და სკნილს. სკვნილის ისტორია უკავშირდება მონასტრული ცხოვრების ფუძემდებელს - პახუმი დიდს. საძმოში, რომელშიც იგი მოღვაწეობდა, ცხოვრობდნენ წერა-კითხვის უცოდინარნი ბერებიც, რომლებიც ზეპირად ამბობდნენ იესოს ლოცვას, მათ პახუმი დიდმა კანონად დაუდო, ყოველდღიურად რამდენიმეჯერ აღესრულებინათ იესოს ლოცვა, ეს კი საჭიროებდა თვლას. ამის გამო მან ბერებს მისცა ნასკვებიანი თოკი. სწორედ ეს არის თანამედროვე სკვნილის წინასახე. იგი საზოგადოდ სულიერ მახვილსა და ხსნის კიბეს ნიშნავს. როგორც მხედარი მტრისგან იცავს თავს მახვილით, ასევე მონაზონიც სკვნილზე ლოცვით უკუაგდებს მტერს. სკვნილის სიმრგვალე ლოცვისა და მარადიულობის სიმბოლოა. იგი შედგება ათი, ოცდაცამეტი, ორმოცდაათი, ასი ნასკვისაგან და დაბოლოებულია ჯვრით. სკვნილი სულიერი მახვილია, მას ლოცვის დროს მხოლოდ ბერ-მონაზვნები იყენებდნენ. სკვნილზე სხვადასხვა ლოცვა შეიძლება აღსრულდეს (ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, რომელიმე წმიდანის საგალობელი, უმთავრესად კი იესოს ლოცვა - „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“), რომელსაც მოძღვარი კურთხევით განაწესებს. წმიდა მამათა გამოცდილებით, სკვნილზე ლოცვა განსაკუთრებულ მადლსა და შემწეობას სძენს მონაზონს. დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს - სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად. საერო პირისათვის არ არის სავალდებულო სკვნილის ტარება და მხოლოდ მოძღვრის კურთხევის შემდეგ შესაძლოა მასზე ლოცვა. არ შეიძლება თამაში სკვნილით. სკვნილი მეტად სახიფათო გამოსაყენებელი სიწმინდეა. როგორ ფიქრობთ უნდა ლოცულობდეს თუ არა ერის ადამიანი სკვნილზე? -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
სოფი |
Feb 27 2007, 06:30 PM
პოსტი
#2
|
Pro Christo.. ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,122 რეგისტრ.: 10-January 07 წევრი № 843 |
მე, დაახლოებით, ერთი წლის წინ ვთხოვე მამაოს კურთხევა ფსკვნილზე,მაგრამ ასე მითხრა ჯერ ერთი თვე ისე თქვი ლოცვები და მერე მოდიო,აშკარად ეტყობოდა კურთხევის მოცემა არ სურდა.ახლა, ამ რამდენიმე კვირის წინ, კიდევ ვუთხარი და ცოტა ყოყმანის შემდეგ, მაინც დამთანხმდა,ოღონდ სასტიკად ამიკრძალა გარეთ ხმარება,ასე მითხრა მხოლოდ ლოცვის დროს დაიჭირეო,მე არ მომწონს,როდესაც ხშირად ადამიანები ქუჩაში უაზროდ იქნევენ,ათამაშებენ ფსკვნილსო.
ციტატა დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს მართლაც,ადრე მეგონა,რომ ფსკვნილს მხოლოდ სასულიერო პირები და ღრმად მორწმუნეები ატარებდნენ,მერე გაოგნებული დავრჩი,როდესაც ბევრ ახალგაზრდაზე შევნიშნე. ციტატა და რატომ არის სახიფატო მაინც ვერ გავიგე.. ალბათ ამიტომ ციტატა დღეს ყოველი მეორე მორწმუნე სკვნილს ატარებს - სამაჯურად, ყელსაბამად, ბეჭდად, ქამრად. ციტატა არ შეიძლება თამაში სკვნილით. ციტატა მაშინ არ ვიყავი სულიერად ძლიერი და სკვნილი უფრო ჩემი ხელის სამშვენისი იქნებოდა.. -------------------- "Happiness only real when shared."
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 09:18 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი