რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
егри |
Sep 8 2007, 03:47 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 8-September 07 წევრი № 2,705 |
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იმ გადასახადებით ფორმირდება, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან.
მათ შორის მრავალია მუსლიმი (დაახლოებით 500 000 ათასი აზერბაიჯანელი), მიაფიზიტი (დაახლოებით 400 000 სომეხი), ათეისტი, კათოლიკე, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, ბაპტისტი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება? და საერთოდ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება? |
inclusive |
Nov 18 2009, 03:57 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 54 რეგისტრ.: 25-April 07 წევრი № 1,748 |
საქართველოს სახელმწიფო არ არის საბჭოთა იმპერიის სამართალმემკვიდრე და არ ღირს ამ თემით სპეკულირება. სწორედ საბჭოთა პერიოდში მოხდა საქართველოში საეკლესიო და ეროვნული საგანძურის დაბრუნება.
წლევანდელ ბიუჯეტში საპატრიარქოს დაფინანსება 25 მილიონ ლარამდე იყო გაზრდილი თანაც ისე, რომ ეკლესია არანაირ ანგარიშვალდებულებას არ იღებს საკუთარ თავზე. ძალიან დიდი ტერიტორიები უკვე გდაეცა ეკლესიას - ისეთებიც, რომელსაც იგი მანამდე არ ფლობდა. ეკლესიის ქონება გაუმჭვირვალეა და მისი ფინანსური ტრანსაქციები მაქინაციებით და კორუფციით კეთდება. ეკლესია არ იხდის გადასახადს შესაბამისად არ სწირავს ერის განათლებასა და ჯანმრთელობას - სამაგიეროთ ”საგანმანათლებლო” იდეებითა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას უხვად ქადაგებს. ვაჭრობს ალკოჰოლით და სიგარეტით და ამ ორივეს მოხმარებას ცოდვად მიიჩნევს. რა არის ახლა ეს. ნუთუ ისინი ვინც დამცავ პოზიციაში დგება მართლა ვერ ხედავს ამ ყველაფერს? თუ ვერ ხედავთ ვერაფერს გახდები, მაგრამ თუ ხედავ ხელს რატომღა აფარებ - მაგით იცავ ეკლესიის რეპუტაციას? ნუთუ არ გინდა, რომ ეკლესია გამჭვირვალე და სუფთა იყოს? ხომ არ გგონიათ რომ ეს ფინანსური მხარე განაპირობებს ხალხის ასეთ მიზღვავებას ეკლესიაში. თუ გგონიათ რამდენ ტაქსის მძღოლსაც ხატი უდევს მანქანაში ყველა მორწმუნეა. ეს ხომ ადამიანური შიშის გრძნობაა უხილავისა და შეუცნობლისა - ეს ხომ კერპთაყვანისცემაა? თქვენ მოგწონთ ასეთი 80% მორწმუნეებისა? მართლა მაინტერესებს. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 09:51 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი