რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
егри |
Sep 8 2007, 03:47 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 8-September 07 წევრი № 2,705 |
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იმ გადასახადებით ფორმირდება, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან.
მათ შორის მრავალია მუსლიმი (დაახლოებით 500 000 ათასი აზერბაიჯანელი), მიაფიზიტი (დაახლოებით 400 000 სომეხი), ათეისტი, კათოლიკე, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, ბაპტისტი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება? და საერთოდ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება? |
ბადრი |
Nov 18 2009, 04:31 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
егри
ციტატა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება? ვფიქრობ სახელმწიფო უფრო ცოტას ხარჯავს ვიდრე უნდა დახარჯოს ამ საქმისთვის. ურწმუნო და უზნეო ადამიანები უზარმაზარ ზარალს აყენებენ სახელმწიფოს. ზნეობას კი რწმენის გარეშე აზრი არ აქვს. -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
terra |
Nov 18 2009, 04:44 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
егри ვფიქრობ სახელმწიფო უფრო ცოტას ხარჯავს ვიდრე უნდა დახარჯოს ამ საქმისთვის. საბერძნეთში, მაგალითად, მღვდლებს, ოფიციალურად, ყოველთვიური ხელფასი აქვთ დანიშნული. არ შეიძლება ჩვენთანაც ასე დაწესდეს? მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრი სასულიერო პირი გამიგია, ვისაც უკიდურესად უჭირს, დიდი ოჯახის პატრონია, ავადობს და ა.შ. თან, ხალხის სალაპარაკოც არ გახდება, რომ ზოგიერთი მღვდელი ე.წ. ''სტავკებს'' აწესებს ჯვრისწერაზე და სხვა რიტუალებზე. ოღონდ, ამ ყველაფერთან ერთად, აუცილებლად გამჭვირვალე უნდა იყოს თანხების განკარგვა და ხარჯვა. რა თქმა უნდა - სანდო ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის ხელში. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:53 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი