რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
егри |
Sep 8 2007, 03:47 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 8-September 07 წევრი № 2,705 |
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იმ გადასახადებით ფორმირდება, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან.
მათ შორის მრავალია მუსლიმი (დაახლოებით 500 000 ათასი აზერბაიჯანელი), მიაფიზიტი (დაახლოებით 400 000 სომეხი), ათეისტი, კათოლიკე, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, ბაპტისტი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება? და საერთოდ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება? |
ნაინა |
Nov 19 2009, 03:40 AM
პოსტი
#2
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
егри
ციტატა არ ხარ მართალი 2 მიზეზის გამო. 1. არამართლმადიდებლის მიერ გადახდილი ფულით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება არაა სწორი. მე მაგალითად არ მსიამოვნებს, როდესაც ჩემს მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადი პოლიციას კი არ ხმარდება, არამედ ვიღაცეების სასულიერო განათლების გაღრმავებას. ადრეც დავწერე, მაგრამ ეხლა ძირითადად ამ პოსტს ვეხმაურები. ბიუჯეტში შედის თანხა, რომელიც გადახდილია ყველა ადამიანის მიერ, გამურჩევლად აღმსარებლობისა. ხოლო ბიუჯეტიდან ფინანსდება ვთქვათ ჯარის შენახვაც, ეკლესიაც და კიდევ ათასი რამე. გასაგებია შენ რასაც ამბობ, მაგრამ მედალს მეორე მხარეც ხომ აქვს. შეიძლება უხეში და ცუდი შედარებაც მოვიყვანო, მაგრამ ასე თუ ისე მაინც გამოდგება. გადასახადის გადამხდელ მართლადიდებელს შეიძლება სულაც არ გაუჩნდეს სურვილი, მის მიერ შეტანილი საბიუჯეტო გადასახადი, რომ მოხმარდეე თუნდაც იარაღის შესყიდვას, ან რაღაც მსგავსს. მაგრამ ფაქტია, რომ სახელმწიფოს შეიარაღებაც სჭირდება, გაწვრთნილი ჯარიც, დაფინანსებული და გამართული ბიზნესიც, ქვეყნის კეთილმოწყობაც და კიდევ ბევრი რამ. ამიტომ ბიუჯეტიდან დაფინანსება ყველაფრისთვის საჭიროა, გადასახადის გადამხდელი რომ იხდის თანხას, მან იცის რომ ეს შედის ბიუჯეტში და ხმარდება ისევ ქვეყანას, ზუსტად რომელი რელიგიის აღმსარებლის მიერ გადახდილი თანხით ფინანსდება ეკლესია, ეგ არც შენ იცი და არც მე. ბიუჯეტი ხომ წესით საერთოა. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:58 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი