IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი, მამა გიორგი ბასილაძე
აკაკი
პოსტი Oct 29 2009, 11:23 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



IPB-ს სურათი


წაიკითხეთ ყველამ და შეაფასეთ, ამ წიგნზე სკანდალი იყო იმიტომ რომ ბევრმა ვერ გაიგო ნაწერი ისეთ თემებს ეხება მამა გიორგი, რომ აკრძალეს ეს წიგნი

არქივში ელექტრო ვერსია წიგნია და გამშვები პროგრამაც თუ ვინმეს არააქ დააყენოს და წიგნსაც წაიკითხავს

გ ა დ მ ო წ ე რ ა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
KAIROS
პოსტი Nov 19 2009, 03:07 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ჰო, აბა რა გინდოდა იონა? smile.gif

გადახედე ჩემს წინა პოსტებს, და დაამტკიცე რაზეც ვწერ ერესიათქო, რომ არაა ერესი smile.gif

აი ესაა ჩვენი პოზიცია, ვაკრიტიკიებთ წიგნს და შიგ დაწერილ აშკარა და მძიმე შეცდომებს და ერესს, და არა მამა გიორგის , კარგად დაწერა მხევალმა და ვიზიარებ:

ციტატა
გიორგი, შენ დევნაში გვდებ ბრალს. ჩვენ კი ვამბობ(სხვათა შორის კანუდოსაც), რომ მამა გიროგი ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ მის წიგნში არის რიგი ცდმომილებები, რაც ეწინააღდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას, ამ ცდომილებებს სჭირდება აღნიშვნა და სწორი სწავლება, მეტი არაფერი. მამა გიროგი ცხონდება თუ არა, წმინდანია თუ არა, ამას უფალი ჩვენს გარეშე გადაწყვეტს და დრო დაამტკიცებს. აქ არავის ვებრძვით დამიჯერე. უბარლოდ, არასწორ და მცდარ აზრებს განიხილავენ, პიროქვნების დევნის გარეშე.



ციტატა(KAIROS @ Oct 30 2009, 09:30 PM) *

ვაგრძელებ 63 გვერდიდან

უპირველესად უნდა ითქვას რომ 63-69 უამრავი "დარიგებაა" ადამიანისათვის როგორ უნდა მივიდეს "წმიდანთან" , ამ "წმიდანების" არსებობის შესახებ წინა გვერდებზეც წერდა ავტორი, მეტიც ამბობდა რომ ყველა მონასტერს უნდა ყავდეს თავიანთი ცოცხალი წმიდანი, თორემ მონასტერი არააო (ohmy.gif), ახლა კი ამ "წმიდანების" დახასიათებს ისე წარმოადგენს, რომ კაცს სრულიად დაავიწყდება ხორცში მყოფ ცოდვილ ადამიანზეა საუბარი თუ ზეცაში მყოფ წმიდანზე. ამაზე უკვე ვისაუბრე ზემოთ და საკმარისზე მეტია.

გვ. 71 .ზე ეს "წმიდანები" აფრიკის ტომის შამანებს უფრო ემგვანებიან ვიდრე წყნარ ბერებს, ისინი თურმე

7. "ადამიანის სხეულებში შედიან სულით და მათ "ქოქავენ" ღნერთისადმი"
მომიყვანეთ თუნდაც მსგავსი ბერის სულის სხვის სხეულში გადასახლების რაიმე ფაქტი პატერიკებიდან! საიდან იგონებს ამ აბსურდებს? ეს იქ სადაც "განმარტავს" თუ რატომ არ არიან ანგელოზები მღვდლები (ohmy.gif) რაც უფრო აბსურდულია კითხვა მით უფრო აბსურდულია ხოლმე პასუხი...

ისევ ამ "მოსიარულე ცოცხალი წმიდანების" შესახებ ცრუსწავლება გრძელდება გვ. 77-ზე

8. "წმიდანებს თავისი წმიდანობის აღიარება არ ეშინიათ.."
დამთავრდა ყოველგვარი სწავლება იოანე კლემაქსისა, რომელიც ამბობს, როგორც კი წარმოიდგენ რომ რაიმეს წარმოადგენ, მაშინ ეცემი, მორჩა ქრისტიანული თეოლოგია "ცოდვილი ვარ ცოდვილთა შორის", არა, არიან თურმე ვიღაც წმიდანები, რომლებმაც შესანიშნავად იციან , რომ წმიდანებია, არც ქების არ ეშინიათ, უბრალოდ ამბობენ არ გვინდა ქება, ღმერთი აქეთო, და მხოლოდ იმიტომ ფარავს "თავის წმიდანობას, რომ ცოტაა ხალხი ვინც ღმერთს ეძებსო" /:O/... ეს არის წმიდა წყლის ერესი და უვიცობა!
აშკარა რომ ავტორი (ისე რომ აშკარად არც იცის) იზიარებს გნოსტიცისტური მწვალებლობის ზოგ სწავლებას, კერძოდ იმას რომ ზოგი იბადება ისე რომ უკვე რჩეულია და გადარჩენილი , აქ წმიდანი (იქ სპირტოი ანუ სულიერნი ერქვათ) დაარქვა მას ავტორმა და ზუსტად გაიმეორა გნოსტიციზმი, რომ ზოგიერთი უკვე წმიდანი იბადება, აქედან გამომდინარე ეს წარმოსახვითი გნოსტიკური ფიგურა ავტორს უკვე წმიდანად მიაჩნია, მაშინ შესბამისად მას აღარ უნდა ქონდეს არაფერი ადამიანური, მით უფრო ადამიანური ავადმყოფობა, და ასეც წერს:

9. "წმიდანი სრულიად აკონტროლებს თავის სხეულს და შეუძლია სრულიადაც არ გახდეს ავად" გვ. 81
ესეც ერესია, რადგან ყველა ხორციელი ადამიანი არის დაზიანებული ბუნების მქონე და ყველა ექვემდებარება სიკვდილს და ხრწნას, არავინაა ამქვეყნად და ვერც იქნება, ვისაც ეს არ ეხება რადგან თავისი არსითაა ეს ადამიანური ხორცი ასეთი... მოკლედ ისეთი აბსურდებია, რომ უბრალოდ წერაც კი მეზარება, ოდნავ განათლებული ადამიანი მიხვდება რა სიბნელესათან გვაქვს საქმე.

სამწუხაროდ ამ წარმოსახული წმიდანების შესახებ სწავლება ავტორში იმდენად ღრმადაა ცდომილებაში გადასული, რომ უკვე აღმოსავლურ "ნირვანების" მაგვარს, რაღაც უცნაურ "გათიშვის" მდგომარეობას ასწავლის, რომელსაც თურმე "წმიდანი" გადის სულიერ საფეხურზე ასვლისას

10. "წმიდანი, სულიერი განვითარების ახალ საფეხურზე გასაღწევად, აუცილებლად გადის ტანჯვას "გათიშულ" მდგომარეობაში... ამ დროს წმიდანობის ძალას ვერ იყენებს"
ამ მაგიას ქრისტიანობასთან საერთოდ არაფერი აკავშირებს, ეს უფრო აღმოსავლური მედიტაციებია და არა ქრისტიანობა, არის სრული აბსურდი, და არანაირი დაყრდნობა არა აქვს ქრისტიანულ მამებში.
ისე ცალკე უნდა შევნიშნოთ რომ უკვე ნახევარი წიგნი წავიკითხე, და ერთხელაც კი არ იმოწმებს რომელიმე მამას წყაროს მინიშნებით, ამ ერეტიკულ აზრებს არ ამყარებს არცერთი მამით და ვერც გაამყარებს, რადგან მსგავსი ერესი ქრისტიანობაში დაგმობილია.

11. "წმიდანები დედამიწაზე ჩამოდიან ცოდვილთა დასახმარებლად" გვ.83
ამ ერესს ქვია "სულთა წინა არსებობის" ერესი, შეადგენდა ორიგენეს ცრუ სწავლებას და დაგმობილია მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ, რათქმაუნდა ელემენტალური სასულიერო განათლების უქონლობის გამო, ავტორმა ეს არ იცის და ავრცელებს ერესს.

შევჩერდი გვ.84-ზე

გავაგრძელებ , თუმცა ღირს კი?

საშინელებაა-თი;

კაიროსი!
შენ მგონი გიპასუხე მაგაზე, წიგნი შეიცავს უამრავ ერესს და მიუხედავად იქ დაწერილი კარგი რჩევებისა, არის საშიში მრევლისათვის, რა უნდა გვჭირდეს? ვწერთ რაც არის, წიგნი ერესს შეიცავს, და არ უნდა გავრცელდეს.

და რას ხედავ აქ "ფრიად ნაკლებობას" არგუმენტებისა? განა თავადაც არ იცი, რომ რაც დავწერეთ არაა ქრისტიანობა? არამედ რაღაც გაუგებარი ნარევი ერესის, შამანიზმის და უცნაური იდეების?
ვფიქრობ ტყუილად გაგვახსნევინე ეს თემა.

ციტატა(KAIROS @ Oct 30 2009, 10:26 AM) *


ციტატა(KAIROS @ Oct 29 2009, 09:31 PM) *

გადმოვქაჩე,შევამოწმე.

წინააღმდეგ საქართველოს საპატრიარქოს დადგენილებისა, წიგნი არაა ნებადართული საქ. საპ. სარეცენზიო საბჭოს მიერ.

სამწუხაროა ასეთი ქაოსი რომაა, ნელნელა წიგნს წავიკითხავ და განვიხილავ...
ფაქტი ერთია, წიგნი უკანონოდაა გამოცემული, როგორც ის პირველი...
ჰო, პირველი მძიმე შეცდომა ვიპოვე sad.gif
გვერდი 23
"მოციქული და მახარებელი იოანე საქართველოში არის /... ის ჩვენში დადის ხორცით! მალე ელიასაც იხილავთ "
(წიგნი 2008 წელსაა გამოცემული, ალბათ ავტორმა უკვე "იხილა" ელიაც sad.gif)
ახლა ჩემო კარგებო, ეს სრული აბსურდია, მგონი ამაში ჩემი ყველაზე დიდი ოპონენტებიც დამეთანხმებიან.
სამწუხაროა-თი;
კაიროსი!



მე ვაგრძელებ წიგნის განხილვას:

გვერდები 43-46 მიდის საეკლესიო სამართალთან შეუსაბამო მტკიცებები, რომ

1. ეძიეთ ცოცხალი წმიდანები.

2. რომ შეიძლება მღვდელმა მოგიტევოს ცოდვა და არ იყოს მოტევებული, ამიტომ უნდა ეძიოთ წმიდა მღვდელი

ორივე სრულიად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ კანონიკას, რომლის მიხედვით არ არსებობს ადამიანი ცოცხალი, რომელსაც შეიძლება "წმიდანი" დავარქვათ, და კიდევ შენდობის ლოცვის წაკითხვისას ცოდვების მიტევება ხდება არა გამომდინარე წამკითხველი მღვდელის "სიწმიდე ან არა სიწმიდისა" , არამედ ხელდასხმის მადლისა.

46 გვერდზე საერთოდ ალოგიზმი შემოდის, აშკარაა ამ სიტყვების ავტორს საერთოდ არ ესმის სიტყვა "წმიდანის" სულიერი არსი, რადგან იგი წმიდანებს უწოდებს მთელ ეშელონებს ადამიანებისა, იგი 52 გვერდზე აყალიბებს შეხედულებას, რომ წმიდანები სიცოცხლეში გამხდარან წმიდანები, და არა სიკვდილის შემდეგ, წერს აბსურდს, რომ ზოგიერთი "წმიდანად იბადება" (ეს მცდარი აზრი მეორდება გვიანაც 58 გვერდზე) , ეს მკრეხელობაცაა იგივე წმიდანების მიმართ, რადგან გამოდის, რომ ეგეთი დაბადებულა და არა ღვაწლით მიუღწევია, მოყავს სია წმიდანებისა, რომლებიც თურმე წმიდანები 5-6-7 წლის ასაკში გამხდარან, თან ისე რომ შემდეგშიც ცხოვრობდნე (გამონაკლისია, როცა ვინმე სიყრმესი მოწამეობრივად აღესრულება და მხოლოდ შემდეგ და მხოლოდ ამ გზით ხდება წმიდანი), შეიძლება ქრისტიანი წმიდად ცხოვრობდეს და შეიძლება ცხოვრებაში სასწაულებიც მოახდინოს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ იგი წმიდანია, სანამ არ გავა ამქვეყნიდან, ისიც ცოდვილი და ისიც ებრძვის ცოდვას, არ დაგვავიწყდეს იუდაც ახდენდა სასწაულებს...
საერთოდ უნდა ითქვას, რომ ხსენებული ავტორი ძალიან მძიმე შეცდომებს უშვებს ამ საკითხთან დაკავშირებით , მისი აზრით "წმიდა სინოდი" იმიტომ ქვია რომ მისი ყველა წევრი "წმიდანია", ეს რომ აბსურდია, მხოლოდ იმის გახსენებით შეიძლება რამდენი იქნა განკვეთილი ეკლესიიდან იგივე სინოდის წევრები, რამდენი იყო მხილებული სხვადასხვა მძიმე ცოდვებში და ნესტორი კი ყველაზე დიდი მწვალებელი საერთოდ პატრიარქი იყო კონსტანტინეპოლის ეკლესიის!
ძალიან ცდება ამ საკითხში ავტორი და ყველა გვერდს არ მოვიყვან სადაც ამ სიმცდარეს იმეორებს.
მანამ კი 48 გვერდზე კიდევ ერთ მძიმე კანონიკურ შეცდომას უშვებს თეოლოგიურთან ერთად

3."მღვდელი რომელიც არ არის წმიდანი , მღვდელი არ არის" ეს სრული შეცდომაა, როგორც დავწერეთ ხელდასხმის მადლი ფუნქციონირებს მღვდლის ზნეობრივი ცხოვრების ხარისხებისდა მიუხედავად!

46 გვერდზე ამთავრებს დოგმატური ცდომილებით, როცა რომელიმე ერს განუკუთვნებს იმ წოდებას, რაც მხოლოდ საერთო ეკლესიისადმი ( და არა მარტო ჩვენი, ან მარტო ჩვენი ერისადმი, მიწისადმი, ეროვნებისადმი...) ითქმის, ავტორი დაჟინებით ამბობს, რომ

4. "ჩვენ ქრისტეს ქვეყანა ვართ" (და არა ქრისტიანულიო, თითქოსდა ეს უკანასკნელი დამამცირებელი ყოფილიყოს) ეს რომ აბსურდია ეგ ზემოთ დავწერე, ქრისტეს "ქვეყანა" არის მისი მისტიური სხეული ეკლესია, რომელიც აერთიანებს ყველა ერის ყველა მორწმუნეს.

გვერდს ავუვლით ისეთ გამონათქვამებს, როგორიცაა "მინდოდა მეხეთქა ცხვირში..." (გვ.49)უკომენტაროდ...
5. რაღაცმაგიურ ნიშნებს ხვდებით "ნამდვილი დიაკონის" დახასიათებაში, თურმე ეს "ნამდვილი დიაკონი" (ანუ არსებობენ "არანამდვილი დიაკონებიც")
"ტელეპატიურად უნდა ელაპარაკებოდეს მღვდელს"(გვ.55)
ვტოვებ უკომენტაროდ....თუკი ამას მახასიათებლად ჩავთვლით დიაკვინისა მაშინ ეს შამანიზმია და არა ქრისტიანობა, მსგავსი სულიერ საუბრები არის უიშვიათესი თვისება და ისიც ათეულ წლებით დაყუდებულ მამათა შორის ერთეულები, და არა დიაკვნის "ნამდვილობის" განმსაზღვრავი...

6. ასევე აბსურდია გვერდი 56 "ნამდვილი მღვდელი სასუფეველშია ნამყოფი..."
ვტოვებ ისევ უკომენტაროდ, უბრალოდ იმხელა აბსურდია სიტყვებიც არ მყოფნის...

მივედი 63 გვერდამდე... შემდეგ გავაგრძელებ, ერთობ სავალალო სიტუაცია კია sad.gif

აი, რატომ არ შეიძლება საპატრიარქოს დაუკითხავად და სარეცენზიო საბჭოს შესწორების გარეშე წიგნის გამოცემა, იქიდანაც გამოდის შეცდომები და იმათ გარეშე ხედავთ რა საშინელი სიტუაციაა...

ეჰ-ით;

კაიროსი!


ესეც იყოს...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
აკაკი   ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი   Oct 29 2009, 11:23 PM
ნანინა   აკაკი დაბეჭდილია ...   Oct 29 2009, 11:24 PM
აკაკი   ნანინა მართLაი გით...   Oct 29 2009, 11:39 PM
b-a-r-b-a-r-e   რამდენი ხანია ამ წ...   Oct 29 2009, 11:52 PM
ნანინა   აკაკი მამა ირაკლი...   Oct 29 2009, 11:58 PM
giorgi 7   ძალიან მაგარი წიგნ...   Oct 29 2009, 11:59 PM
KAIROS   წიგნი არაა გამოცემ...   Oct 30 2009, 12:02 AM
KAIROS   პ.ს. ვასწორებ მამა ი...   Oct 30 2009, 12:14 AM
INFORMATION   KAIROS ისე ამბობ, თითქ...   Oct 30 2009, 12:16 AM
b-a-r-b-a-r-e   KAIROS ისე ამბობ, თითქო...   Oct 30 2009, 12:19 AM
KAIROS   გადმოვქაჩე,შევამო...   Oct 30 2009, 12:31 AM
giorgi 7   ისე ცნობისთვის მამ...   Oct 30 2009, 12:36 AM
death   ეგ რა არის, დანარჩ...   Oct 30 2009, 12:38 AM
b-a-r-b-a-r-e   ეგ რა არის, დანარჩე...   Oct 30 2009, 12:41 AM
giorgi 7   პატრიარქს ძაან უყვ...   Oct 30 2009, 12:40 AM
giorgi 7   სიტყვები შეარჩიე დ...   Oct 30 2009, 12:43 AM
death   ნუ, თქვენ საერთოდ ...   Oct 30 2009, 12:45 AM
INFORMATION   giorgi 7 რატომ არ უნდა ...   Oct 30 2009, 12:55 AM
KAIROS   დამეხმარეს და მომწ...   Oct 30 2009, 04:08 AM
INFORMATION   KAIROS გეთანხმები რო...   Oct 30 2009, 05:01 AM
KAIROS   კი ბატონო, ნამდვილ...   Oct 30 2009, 05:44 AM
giorgi 7   როგორ ფიქრობთ ისთ ...   Oct 30 2009, 10:09 AM
giorgi 7   სახარებაში წერია წ...   Oct 30 2009, 10:20 AM
afxazi   რადგან ეს თემა ღვთ...   Oct 30 2009, 10:21 AM
afxazi   ყველა პოსტი წაიშლე...   Oct 30 2009, 11:10 AM
მხევალი ნინო   ღვთისმეტყველება რ...   Oct 30 2009, 11:41 AM
KAIROS   არავითარში და ამა...   Oct 30 2009, 12:47 PM
afxazi   KAIROS გასაგებია კარი...   Oct 30 2009, 01:09 PM
KAIROS   მე ვაგრძელებ წიგნი...   Oct 30 2009, 01:26 PM
KAIROS   მე ვაგრძელებ წიგნ...   Oct 31 2009, 12:30 AM
აკაკი   შეკითხვა: მამაო გი...   Oct 30 2009, 01:37 PM
lamara   ეს წიგნი ადრე სულ 2 ...   Oct 30 2009, 02:00 PM
sergi_glaxa   წიგნის სათაურივე მ...   Oct 30 2009, 02:13 PM
აკაკი   sergi_glaxa მე როგორც წიგნ...   Oct 30 2009, 02:17 PM
sergi_glaxa   აკაკი აკაკი არ გეკ...   Oct 30 2009, 02:19 PM
აკაკი   sergi_glaxa არა ხო არც მე, ...   Oct 30 2009, 02:23 PM
sergi_glaxa   sergi_glaxa არა ხო არც მე, ...   Oct 30 2009, 02:32 PM
ლია   ყველაფერს, ასე პირ...   Oct 30 2009, 03:09 PM
sergi_glaxa   ყველაფერს, ასე პირ...   Oct 30 2009, 03:19 PM
ლია   თუკი ცემმა პოსტმა ...   Oct 30 2009, 03:39 PM
giorgi 7   არანაირი პრობლემა ...   Oct 30 2009, 03:29 PM
INFORMATION   მიუხედავად იმისა რ...   Oct 30 2009, 03:50 PM
INFORMATION   აქაც საინტერესო რა...   Oct 30 2009, 03:56 PM
KAIROS   ნამდვილად შიგდაში...   Oct 30 2009, 04:28 PM
ლია   KAIROS აგიხსნი რა ვიგუ...   Oct 30 2009, 04:57 PM
INFORMATION   KAIROS გეთანხმები, მა...   Oct 30 2009, 04:34 PM
KAIROS   შეიძლება, მაგრამ მ...   Oct 30 2009, 04:38 PM
KAIROS   ჩემო კარგო, მე ხომ ...   Oct 30 2009, 05:07 PM
კანუდოსელი   წიგნი არ წამიკითხა...   Oct 30 2009, 06:24 PM
sergi_glaxa   წიგნი არ წამიკითხ...   Oct 30 2009, 08:08 PM
giorgi 7   კაიროს. ჩემო ძმაო(ც...   Oct 30 2009, 06:57 PM
ბადრი   ეგ წიგნი არ წამიკი...   Oct 30 2009, 08:07 PM
Adam   მომეწონა გადავავ...   Oct 30 2009, 08:17 PM
INFORMATION   ზოგიერთს ან შეგნებ...   Oct 30 2009, 08:32 PM
sergi_glaxa   ოოოო საქართველოოო...   Oct 30 2009, 09:16 PM
KAIROS   გიორგი7, აგრძელებ ი...   Oct 30 2009, 11:54 PM
კანუდოსელი   შეეშვით ამ უდონობა...   Oct 31 2009, 12:14 AM
INFORMATION   კანუდოსელი KAIROS რა...   Oct 31 2009, 12:19 AM
კანუდოსელი   [b]კანუდოსელი KAIROS რა...   Oct 31 2009, 12:24 AM
კანუდოსელი   რაც მეტს დაწერ, მით ...   Oct 31 2009, 12:32 AM
ეკატო   ეს წიგნი სულ შემთხ...   Oct 31 2009, 12:32 AM
ბადრი   მე კი ვფიქრობ რომ ...   Oct 31 2009, 12:44 AM
maZiebeli   მამა გიორგის პირად...   Oct 31 2009, 01:47 AM
KAIROS   :D ჰო, კარგი მოვრჩი, ...   Oct 31 2009, 03:46 AM
b-a-r-b-a-r-e   მე მაპატიეთ დროზე ...   Oct 31 2009, 10:54 AM
giorgi 7   კაიროს(არ გეწყინოს...   Oct 31 2009, 11:43 AM
კანუდოსელი   მამა გიორგიმ იცის ...   Oct 31 2009, 12:00 PM
afxazi   კიდევ ერთხელ ჩავერ...   Oct 31 2009, 12:12 PM
giorgi 7   კანუდოსელი როგორ ...   Oct 31 2009, 12:36 PM
კანუდოსელი   ბოდიშს ვიხდი გიორგ...   Oct 31 2009, 12:52 PM
მხევალი ნინო   giorgi 7 გიო, მამა გიორ...   Oct 31 2009, 12:51 PM
giorgi 7   როგორ ჩემო კარგო პ...   Oct 31 2009, 12:54 PM
მხევალი ნინო   giorgi 7 კანონისტი და ა...   Oct 31 2009, 12:56 PM
კანუდოსელი   giorgi 7 აი სულ ასეა, ლოგ...   Oct 31 2009, 12:57 PM
მხევალი ნინო   გიორგი, შენ დევნა...   Oct 31 2009, 12:58 PM
KAIROS   ჰო, აბა რა გინდოდა ი...   Nov 19 2009, 03:07 PM
b-a-r-b-a-r-e   წიგნი მამა გიორგის...   Nov 19 2009, 03:28 PM
damiane80   კაიროს ეს შენ არ გ...   Nov 19 2009, 05:07 PM
izi-bartki   გინდა გამწკეპლეთ გ...   Nov 19 2009, 08:09 PM
კობა   ზოგ-ზოგი ერთები ად...   Nov 19 2009, 08:25 PM
Iona   KAIROS მივყვეთ პა პუნ...   Nov 19 2009, 08:32 PM
b-a-r-b-a-r-e   როდესაც ხალხისთვ...   Nov 19 2009, 08:43 PM
Iona   b-a-r-b-a-r-e მართალი ხარ ყ...   Nov 19 2009, 11:00 PM
b-a-r-b-a-r-e   b-a-r-b-a-r-e მართალი ხარ ...   Nov 19 2009, 11:34 PM
Iona   ასე ბრწინავდინ ნა...   Nov 19 2009, 11:20 PM
KAIROS   ჩემს სალანძღავად გ...   Nov 19 2009, 11:31 PM
Iona   გნოსტიკური სწავლე...   Nov 19 2009, 11:41 PM
KAIROS   არა, უბრალოდ არ იცი...   Nov 19 2009, 11:47 PM
Iona   ყველა ადამიანი ექ...   Nov 19 2009, 11:48 PM
Iona   გამაგიჟებს ეს კაც...   Nov 20 2009, 12:07 AM
KAIROS   შენ არა, მაგრამ აქ ...   Nov 20 2009, 12:29 AM
Iona   მე სხვის საქციელზ...   Nov 20 2009, 12:35 AM
Iona   სად სულთა წინა არს...   Nov 20 2009, 10:57 AM
თამარ   გაიხარე ამ სიტყვე...   Nov 20 2009, 12:13 PM
Iona   თუ არ არსებობენ წმ...   Nov 20 2009, 12:58 PM
თამარ   Iona აბა რა... ჩვენ ბევ...   Nov 20 2009, 01:08 PM
giorgi 7   მამა გიორგის პასუხ...   Nov 20 2009, 01:22 PM
Amuza   არაფერი ძნელი არაა...   Nov 20 2009, 01:34 PM
მხევალი ნინო   Amuza ძნელია ამუზა, უ...   Nov 20 2009, 01:54 PM
Amuza   Amuza ძნელია ამუზა, უძ...   Nov 20 2009, 02:01 PM
6 გვერდი V  1 2 3 > » 


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th July 2025 - 12:15 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი