![]() |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
აკაკი |
![]()
პოსტი
#1
|
![]() Advanced Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 ![]() |
![]() წაიკითხეთ ყველამ და შეაფასეთ, ამ წიგნზე სკანდალი იყო იმიტომ რომ ბევრმა ვერ გაიგო ნაწერი ისეთ თემებს ეხება მამა გიორგი, რომ აკრძალეს ეს წიგნი არქივში ელექტრო ვერსია წიგნია და გამშვები პროგრამაც თუ ვინმეს არააქ დააყენოს და წიგნსაც წაიკითხავს გ ა დ მ ო წ ე რ ა |
![]() ![]() |
Iona |
![]()
პოსტი
#2
|
![]() Member ![]() ![]() ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 ![]() |
ციტატა 8. "წმიდანებს თავისი წმიდანობის აღიარება არ ეშინიათ.." დამთავრდა ყოველგვარი სწავლება იოანე კლემაქსისა, რომელიც ამბობს, როგორც კი წარმოიდგენ რომ რაიმეს წარმოადგენ, მაშინ ეცემი, მორჩა ქრისტიანული თეოლოგია "ცოდვილი ვარ ცოდვილთა შორის", არა, არიან თურმე ვიღაც წმიდანები, რომლებმაც შესანიშნავად იციან , რომ წმიდანებია, არც ქების არ ეშინიათ, უბრალოდ ამბობენ არ გვინდა ქება, ღმერთი აქეთო, და მხოლოდ იმიტომ ფარავს "თავის წმიდანობას, რომ ცოტაა ხალხი ვინც ღმერთს ეძებსო" /:O/... ეს არის წმიდა წყლის ერესი და უვიცობა! აშკარა რომ ავტორი (ისე რომ აშკარად არც იცის) იზიარებს გნოსტიცისტური მწვალებლობის ზოგ სწავლებას, კერძოდ იმას რომ ზოგი იბადება ისე რომ უკვე რჩეულია და გადარჩენილი , აქ წმიდანი (იქ სპირტოი ანუ სულიერნი ერქვათ) დაარქვა მას ავტორმა და ზუსტად გაიმეორა გნოსტიციზმი, რომ ზოგიერთი უკვე წმიდანი იბადება, აქედან გამომდინარე ეს წარმოსახვითი გნოსტიკური ფიგურა ავტორს უკვე წმიდანად მიაჩნია, მაშინ შესბამისად მას აღარ უნდა ქონდეს არაფერი ადამიანური, მით უფრო ადამიანური ავადმყოფობა, და ასეც წერს: ასე ბრწინავდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა რათა იხილონ საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეციერსა წმინდანებს თავისი წმინდანობის არ ეშინით! ამას წინათ ვიყიდე წიგნი გრიგოლ ღვტისმეტყველსზე და პირველივე გვერდზე რა წავიკითხე. აი რას წერს გრიგოლ ღვთისმეტყველი ..... და ჩემი სიტყვა თქვენდამია, ოდესღაც ჩემიანებისადმი , ახლა კი უცსოთათვის, თქვენდამი, ერთმორწმუნეთადმიც და არა მართლად მოაზროვნეეთAდმიც , თუკი ხართ ასეთები ; რამეთუ ყველა მაშინვე კერლგანწყობილი გახდა ჩემდამო , როგორც კი ბაგეები მივადგი ერთმნეთს. თქვენ , სამყაროს სახელონნო თვალნო , ბინადარნო, რამდენადაც ვხედავ , ახალი ქვეყნიერესა ზღვსა და Xმელის სიმშვენირეშემოსილნო, შენ , ახლადშემოქნილო რომო, ახალი სახელების მამაულო, ქალაქო კონსტანტინესო და სვეტო ხელმწიფებისა! ყური უგდეთ სიცრუესადმი ყველაზე მეტად გაუცხოებულ ადამინს , რომელმაც მრავალგვარ ცხოვრებისეულ წყალვარდნილებში, სადაც ბევრი რამ შეიმეცნება , არცთუ უნიშვნელოდ იშრომა. აქვე დავძენ რომ წმ. გრიგოლი არის გამორჩეული წმინდანთა შორის - და მოიხსენიება როგორც ღვთისმეტყველი - ისევე როგორც წმინდა იოანე . და სიმონ ახალი ღვთისმეტყველი . მხოლოდ ამ სამ პიროვნებას მოიხსენიებს ეკლესია ამ სახელით ციტატა დამთავრდა ყოველგვარი სწავლება იოანე კლემაქსისა, რომელიც ამბობს, როგორც კი წარმოიდგენ რომ რაიმეს წარმოადგენ, მაშინ ეცემი ერთი საქმეა წარმოიდგინო მეორე საქმეა რომ მართლა რამეს წარმოადგენდე და იცოდე ამის შესახებ - აბა აპრიორი თავი უნდა მოიკატუნო თითქოს აზრზე არხარ ? ციტატა ამბობენ არ გვინდა ქება, ღმერთი აქეთო, და მხოლოდ იმიტომ ფარავს "თავის წმიდანობას, რომ ცოტაა ხალხი ვინც ღმერთს ეძებსო არ ამბობს მაგას , ამბობს იმიტომ არ აცხადებენ თავიანთ წმინდანობას რომ ისეთი ხალხის ხროვა მიადგება რომლებსაც არ აიტერესებთ ღმერთიო მაგრამ აინტერესებთ მათი შესაძლებლობებიო. - თუ კითხვაა ბოლომდე უნდა წაიკიხო არ შეიძლება ავტორის აზრების კონტექსტიდან ამოღება და დამახინჯება. -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
![]() ![]() |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th July 2025 - 12:16 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი