რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
егри |
Sep 8 2007, 03:47 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 8-September 07 წევრი № 2,705 |
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იმ გადასახადებით ფორმირდება, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან.
მათ შორის მრავალია მუსლიმი (დაახლოებით 500 000 ათასი აზერბაიჯანელი), მიაფიზიტი (დაახლოებით 400 000 სომეხი), ათეისტი, კათოლიკე, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, ბაპტისტი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება? და საერთოდ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება? |
sable |
Nov 20 2009, 02:34 AM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
მე კი მგონია რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში, საერთოდ და შესაბამისად არც არანაირ ფულს არ უნდა რიცხავდეს, გარდა იმისა, სადაც სახელმწიფოსა და ეკლესიის ინტერესები არ იკვეთება. ესენია:
1. კულტურულ-ისტორიული ძეგლები - სულიერი კერები, რომლებიც ეკლესიის დაქვემდებარებაშია. აქ სახელმწიფო, ისინი უნდა შეინახოს და დაიცვას, რადგან აღნიშნული კერები მისივე ისტორიისა და კულტურის ნაწილია. ანალოგიური უნდა ვთქვა კათოლიკურ ეკლესიებზე და ისლამურ მეჩეთებზე ანუ აქაც სახელმწიფომ უნდა მოუაროს სიძველეს, ადგილობრივ რელიგიურ ჯგუფებთან შეთანხმების საფუძველზე. 2. სიმწმინდეები, რომელსაც ისტორიულ-კულტურული ღირებულება გააჩნია, ასევე უნდა იყოს ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობლივი ზრუნვის საგანი. 3. განათლება, იქნება ეს რელიგიური თუ სხვა, ასევე უნდა იყოს სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურად უზრუნველყოფილი, რაგდან აქაც იკვეთება ორივე მხარის საერთო ინტერესი - განათლებაში ინვესტიციების ჩადების მხრივ. სხვა მხრივ სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიისთვის ფინანსური დახმარების გაწევა ჩემი აზრით არ არის გამართლებული, ოღონდ არა იმისთვის რომ მე მანანება ჩემი გადასახადიდან ფული საქართველოს ეკლესიისთვის, არამედ იმისთვის, რომ ეკლესია ფინანსურად არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფოზე, რაც მას სახელმწიფოს მხრიდან გაზრდის მის საქმეებში ჩარევის ალბათობას. ამასთან ისიც გასათვალისწინებელია რომ თუ პოლიტიკური სიტუაცია შეიცვალა და სახელმწიფომ უეცრად შეწყვიტა ეს დახმარება ეკლესია შეიძლება უუნარო აღმოჩნდეს ფინანსური სიძნელეების დასაძლევად. პს. რაც შეეხება იმას რომ კონსტიტუციის მიხედვით საქართველოს სამოციქულო ეკლესია განსაკუთრებული ზრუნვის ობიექტია - ეს განპირობებულია საქართველოს სამოციქულო ეკლესიის განსაკუთრებული როლით ქვეყნის ისტორიაში და კულტურაში, რაც აბსოლიტურად გამართლებულია. ეკლესიის ზრუნვა კი ერთის მხრივ იმით უნდა იყოს განპირობებული რომ ეკლესიას მიეცეს სრული ფინანსური შეუვალობა რაც ისტორიულადაც შესაწყნარებელია. ამით მართალია საქართველოს სამოციქულო ეკლესიას უპირატესობა ექნება სხვა რელიგიურ ჯგუფებთან, მაგრამ გამომდინარე მისი როლიდან ქვეყნის ისტორიაში და ისტორიულად დამკვიდრებული ფინანსური შეუვალობის ტრადიციისა, რომელიც სხვას არ გააჩნია და ვერც დაიბრალებს, რომ ჰქონდა აღნიშნული შეღავათები ყველანაირად გამართლებულია. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი