ქართული ნაციონალური ცეკვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ნაციონალური ცეკვა |
ბექა |
Jan 29 2007, 01:31 AM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
ვისაუბროთ დღევანდელ ქართულ ნაციონალურ ცეკვაზე და სახელმწიფო ანსაბლებზე და თუ ვინსმე გვაქვს გამოცდილება ცეკვის.
|
ქეთუ |
Feb 27 2007, 07:55 PM
პოსტი
#22
|
ცრემლისფერი... ჯგუფი: Members პოსტები: 2,898 რეგისტრ.: 16-December 06 მდებარ.: USA წევრი № 698 |
ვგიჟდები ქართულ ცეკვებზე,ცეკვა ჩემთვის ყველაფერია! 5 წლის ვიყავი ცეკვაზე რომ შევედი და და არ გამიწყვეტია, წელს მომიხდა აუცილებელი მიზეზების გამო დატოვება და ვერ აგიწერთ, უზარმაზარ სიცარიელეს ვგრძნობ. ცეკვა ჩემთვის მარტო ჰობი და პროფესია ყოფილა, რაღაც ჩემი ნაწილია და მართლაც უხილავ ენერგიებს წარმოქმნის.თვითოეულ მოძრაობას უნდა შინაგანად გრძნობდე და ითავისებდე, რეპეტიციების დროს გამუდმებით გვეუბნებოდნენ, სულით, გულით, ტვინით და ბოლოს ტანით იცეკვეო, მართლაც ასეა!
ქართული ცეკვა მართლაც შეუდარებელი და გამორჩეულია მსოფლიოს ხალხთა ცეკვებისაგან, ულამაზესია სანახაობრივად. ამერიკაში ჩემმა მეგობრებმა რომ ნახეს ჩანაწერები, გაოცებულები იყვნენ, ერთხმად აღიარს, ძალიან ლამაზია და ჩვენ ეროვნულ ცეკვებს ჯობიაო, რამოდენიმე ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ და თქვენ წარმოიდგინეთ რა ბედნიერი ვიყავი!... მთხოვდნენ გვასწავლეო, და უნდა გენახათ საახალწლო კარნავალზე დაისს როგორ ცეკვავდნენ, მუსიკა ისე მოეწონათ სულ ქართულ საცეკვაობს ატრიალებდა DJ. უბედნიერესი ვიყავი. რაც შეეხება ანსამბლებს, ასე ერთი ხელი მოსმით ნუ ვიტყვით, ცოტნეს ვეთანხმები, სუხიშვილებს მართლა არ ყავთ კონკურენტი, თუმცა უძლიერესია ერისიონიც და რუსთავიც. რაღაც ახლის შეტანა არ ნიშნავს ძველის დაკარგვა დასამარებას! მთლად ასეც არაა, თავისებური სილამაზე აქვს ახალსაც, ეპოქის ცვლილებასთან ერთად ყველა და ყველაფერი განიცდის ცვლილებას, რაც შეეხება რივერ დანსს ნუ შევადარებთ, მართლა არაა მასე, მე ნაცეკვი მაქვს და თამამად შემიძლია ვთქვა რომ ისეთივე დატვირთვა მოდის ტანზე როგორიც სხეულის სხვა ნაწილებზე. იგივე ჯუთას და ზეკარის დროსაც კი საკმაო დატვირთვა მოდის ტანზე. მე რა თქმა უნდა არ ვამბობ რომ ეს ჯობია, მართლაც მირჩევნია ის ძველი და ტრადიციული, მაგრამ ნუ დავუკარგავთ იმ პროფესიონალიზმს რაც აშკარად დევს! -------------------- "ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი... მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი, სული მაინც მუხლმოყრილია..." "Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!" |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 10:40 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი