რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
егри |
Sep 8 2007, 03:47 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 8-September 07 წევრი № 2,705 |
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იმ გადასახადებით ფორმირდება, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან.
მათ შორის მრავალია მუსლიმი (დაახლოებით 500 000 ათასი აზერბაიჯანელი), მიაფიზიტი (დაახლოებით 400 000 სომეხი), ათეისტი, კათოლიკე, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, ბაპტისტი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება? და საერთოდ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება? |
ბადრი |
Nov 20 2009, 04:08 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
Amuza
ვანისა და ბაღდათის ეპარქიაშია ოფიციალურად დაწესებული წესისაგებაზე გადასახადი და ხალხს არ მოსწონს, განიკითხავენ სასულიერო პირებს. -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
terra |
Nov 20 2009, 06:21 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
Amuza ვანისა და ბაღდათის ეპარქიაშია ოფიციალურად დაწესებული წესისაგებაზე გადასახადი და ხალხს არ მოსწონს, განიკითხავენ სასულიერო პირებს. რა თქმა უნდა განიკითხავენ. ალბათ დიდი თანხაა დაწესებული და თან განკითხვის მიზეზი ისიც იქნება, რომ მხოლოდ ამ ეპარქიაშია დაწესებული და სხვაგან არსად. ეს დაწესება საყოველთაო რომ იყოს, ანუ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ნაკლები პრეტენზიები იქნებოდა. თან ჩვენთვის ცოტა უცხოა ამგვარი ოფიციოზი ეკლესიაში, არ ვართ მიჩვეული და ადაპტირებული. მოკლედ, ძალიან ფაქიზი საკითხია, ერთმნიშვნელოვნად ვერ იტყვი, რომ ან ასე უნდა იყოს, ან ისე. სხვათა შორის, საბერძნეთშიც აზრთა სხვადასხვაობაა ამ საკითხთან დაკავშირებით. ბერძნებს ნამდვილად არ უჭირთ ეკონომიურად, ზოგადად. ჩვენი დუხჭირი ყოფის პირობებში კი აუცილებელია, რომ რაღაც გზა და ბერკეტი მოინახოს გაჭირვებული სასულიერო პირების უზრუნველსაყოფად. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:10 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი