სერიალებს უყურებთ?, ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სერიალებს უყურებთ?, ? |
Belief |
Nov 20 2009, 03:45 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 429 რეგისტრ.: 17-February 09 მდებარ.: ar MesRolot Ilia Var წევრი № 6,512 |
არ აქვს მნშვნელობა არგენტინულია მექსიკური თუ იტალიური თუ არაბული მაინც დაწერეთ უყურებთ თუ არა რას და რატომ .
და გინდათ თუ არა გადაეჩვიოთ ამ მავნე თვისებას. ეს ხომ ცოდვაა . მე მხოლოდ შUა ქალაქს ვუყურებ. -------------------- მამული,ენა ,სარწმუნოება !
|
აბე |
Nov 20 2009, 08:00 PM
პოსტი
#2
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
მამა გიორგი ყიფშიძემ თავის საავტორო ტელე-გადაცემაში (www.kvirike.ge) თქვა, რომ დათო გოგიჩაიშვილმა მითხრაო ძალიან ფრთხილად ვუდგებით ჩვენს იუმორისტულ გადაცემებსო, რათა არ გაიპაროს რაიმე მაყურებლისათვის საზიანოვო...
შემდეგ მამა გიორგიმ თქვა, რომ სხვა იუმორისტულ გადაცემებში ხალხის გაცინებას და კარგ ხასიათზე დაყენებას აღწევენ რომელიმე კონკრეტული ცოდვის ხაზგასმით... მე ვეთანხმები მამა გიორგის... რუსთავი 2-ის იუმორისტულ სერიალებში არის აქცენტი გაკეთებული სექსზე, ზოგადად გარყვნილებაზე, ადამიანების დაცინვაზე, ცანცარობაზე, ლოთობაზე და ა.შ. აი მაგალითად სერიალში "შუა ქალაქში" ოთარ ტატიშვილის გმირი კია სასმელის მოყვარული, მაგრამ იგი არ არის ლოთი, სასმელის სიყვარული კი უფრო საუბრებში ჩანს, ვიდრე მის ქცევაში... და ამ ყველაფერს არ შემიძლია არ დავამატო ერთი ფაქტი, პირადი ცხოვრების მაგალითიდან. დავით გარეჯის მონასტერში ვიყავი ექსკურსიაზე, სადაც უდაბნოს მონასტრის დათვალიერებისას ჩამიარა ორმა პატარა გოგონამ... იქნებოდნენ ასე 7-8 წლისები... ერთმა მეორეს ჰკითხა რაღაც, და მეორემ ხუმრობით უპასუხა ორიენტაცია ხომ არ შეიცვალეო თუ რაღაც ამდაგვარი... მე მგონია, რომ ბავშვების იუმორის თემატიკის ისევ და ისევ სექსთან დაკავშირება რუსთავი 2-ის იუმორისტული შოუების დამსახურებაა, რადგანაც მათი იუმორის წამყვანი თემატიკა სწორედ სექსია... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 12:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი