ქართული ნაციონალური ცეკვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ნაციონალური ცეკვა |
ბექა |
Jan 29 2007, 01:31 AM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,748 რეგისტრ.: 26-October 06 წევრი № 333 |
ვისაუბროთ დღევანდელ ქართულ ნაციონალურ ცეკვაზე და სახელმწიფო ანსაბლებზე და თუ ვინსმე გვაქვს გამოცდილება ცეკვის.
|
meri |
Feb 27 2007, 09:23 PM
პოსტი
#2
|
meri ჯგუფი: Members პოსტები: 150 რეგისტრ.: 19-February 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 1,130 |
აუ არ ვიცოდი თუ იყო ეს თემა. :(კაი აქ დავწერ მაშინ იმ ლექსს.
ქართული ცეკვა! ვით ფარშევანგი ეტრფის თავის წარმტაც სიტურფეს, ეკეკლუცება თავის ტან_მკლავს თეთრი ასული, თითქოს ნიავის ტალღამ ქალის ფორმა მიიღო, თუ ჯადოქარმა ღრუბლის ქულას შთაბერა სული. ვითარც უხორცო მოჩვენება ლამაზ ზღაპრისა, ჰაერს შერწყმული სინატიფე ნაზად ნანაობს, გული მკერდს ცწყდება და ფარფატებს როგორც ფოთოლი, იმ მოლივლივე თალღის შუქზე თრთის და ქანაობს... ჩამოუქროლებს შავი ჩრდილი უცებ ორბისა, გრძნობა ალესილ გრიგალს მოჰგავს შავი ფრთოსანი, გაირინდება აღმართული ზე-დასატყორცნად, ნეტა რა ძალამ შეაჩერა შავი ფრთოსანი? ეს რაინდული სული მოდრკა წინაშე ქალის? თუ კდემის ჯებირს შეელეწა ველური ვნება? ერთიც,მეორეც ეს სისხლია ქართული სისხლი, უერთმანეთოდ არ არსებობს ეს სამი მცნება: ამაყი სისხლი, რაინდობა, ქარიშხლის ძალა, თუ სიკეკლუცე კდემის ჯებირს შემოვლებული, ხოხბის გოგმანი,ორბის ქროლვა თუ გსურთ იხილოთ ქართულ ცეკვაში ნახეთ ყველა ერთად შერწყმული. -------------------- თუკი საქართველო დაივიწყებს წარსულს,ვერ გაიგონებს მდუმარებას მთებისას და ტაძრიდან მომდინარე ზეციურ ნათელს ვერ დაინახავს... მას ზეცაც დაივიწყებს!!!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 01:15 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი