რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
егри |
Sep 8 2007, 03:47 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 8-September 07 წევრი № 2,705 |
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იმ გადასახადებით ფორმირდება, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან.
მათ შორის მრავალია მუსლიმი (დაახლოებით 500 000 ათასი აზერბაიჯანელი), მიაფიზიტი (დაახლოებით 400 000 სომეხი), ათეისტი, კათოლიკე, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, ბაპტისტი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება? და საერთოდ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება? |
Amuza |
Nov 22 2009, 07:21 PM
პოსტი
#2
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
ალბათ მიხვდით რაც ვიგულისხმე, და რაც დავწერე დავწერე რეალობა და ისეთი მაგალითები, რაც ჩვენს გვერდით ხდება. რაც არ უნდა დაყენებული ხმით და განცდით ამბობდეს, მე იმ მღვდელისგან, როგორ უნდა მივიღო სასჯელი ვერცხლისმოყვარეობაზე, რომელიც ერთ მანქანას არ კმარობს და რამოდენიმე ძვირადღირებულ მანქანას ინახავს, ან მოწყალების გაღებაზე, როგორ უნდა მიმითითოს, როდესაც მათხოვარს აგდებს ეკლესიის ეზოს მიმდებარე ტერიტორიიდან? ან და ან... აღარ გავაგრძელებ, თქვენს დატვირთვას.
კეთილი, რატომ უნდა იაროს მღვდელმა აუცილებლად ავტომობილით? საზოგადო ტრანსპორტით, რომ იმგზავროს, განა უკეთ არ დაინახავს საშუალო ფენის გასაჭირს და განა კონტაქტში არ იქნება საზოგადოებასთან. განა არ დააფასებს იმ მრევლის გარჯას ადამიანურად, რომელიც გზაში საათზე მეტს ხარჯავს, რომ ლოცვაზე მივიდეს? ნუ ბევრი წვრილმანია და მოკლედ არ ღირს. ჩემის აზრით მღვდელი უნდა იყოს მაგალითი, უნდა ეცადოს, რომ იყოს მაგალითი. მე ერთ ახლობელ მღვდელს ვუთხარი ეს ყოველივე და იცი რა მითხრა. ხო არ ვიფარისევლებო, რაცა ვარ ეს ვარო, ძალით ხო არ დავიმდაბლებ თავსო? ანუ იცის რომ ეს ცუდად ჩანს,მაგრამ გამოსწორებას კი არ ცდილობს, არამედ ძალით თავის დამდაბლებად მიაჩნია. ღმერთმა მომიტევოს რასაც ვცოდავ. ეს იმიტომ არ დამიწერია, რომ ჩემმა ნაწერმა ვინმე დააბრკოლოს, პირიქით უნდა გააძლიეროს და დააფიქროს. არიან პატიოსანი მღვდლებიც და არჩევანის გაკეთებაც, არცთუ ისე ძნელია. ჰოოდა, მე მაინც მიმაჩნია, უნდა იყოს ფიქსირებული გადასახადი. არც მღვდელს შეექმნება უხერხულობა და არც მრევლს. თუ ზევიდან გინდა დაუმატო, არავინ გიშლის ხელს და ქრთამად არავინ ჩაგითვლის შესწირე რასაც გულით გაიღებ. პირიქით რასაცა გასცემ შენიაო -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:10 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი