რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
егри |
Sep 8 2007, 03:47 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 8-September 07 წევრი № 2,705 |
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იმ გადასახადებით ფორმირდება, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან.
მათ შორის მრავალია მუსლიმი (დაახლოებით 500 000 ათასი აზერბაიჯანელი), მიაფიზიტი (დაახლოებით 400 000 სომეხი), ათეისტი, კათოლიკე, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, ბაპტისტი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება? და საერთოდ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება? |
KAIROS |
Nov 22 2009, 10:31 AM
პოსტი
#2
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ეგ დიდი პრობლემაა, მე პირადად შევესწარი ორ ფაქტს, ორივე სამწუხაროა...
1. ერთერთმა მოძღვარმა თბილისის ერთერთ წამყვან ეკლესიაში უყვირა ერთერთს ეგ 20 ლარი მათხოვარს მიეციო, იმ და სხვა ტაძრებში ყველამ იცის (არაოფიციალურად), რომ "სტავკა" მაღალია, დაწერენ ჯვარს მაგალითად ცხრას 150 ლარად (მინიმუმი) და მეათეს ფასდაკლებით ან უფასოდ, ეს ხალხის დასანახად... ეს ფაქტი ნომერი პირველი 2. ჩემმა ახლობელმა მოძღვარმა ერთერთ რაიონში ყოფნისას, ასეთი ცდა გააკეთა ჩემი თანდასწრებით მოვიდა ერთიდაიგივე სოციალური ფენის (ანუ საკმაოდ შეძლებულები) ორი ჯგუფი ნათლობაზე, ერთს გარეთ დააცდევინა მეორე შეიყვანა, შემდეგ ერთი გამოვიდა და მეორე ჯგუფი შევიდა, თითოეულის ნათლობის შემდეგ ერთს თხოვა შემოწირულება იქვე ყუთში ჩაეგდო და მეორეს კი მაგიდაზე დაედო (ყველას დასანახად ანუ), იცით რამდენი იყო განსხვავება? 96 % მაგიდაზე შემოწირეს ორმა ნათლიამ სადღაც 80 ლარამდე, ხოლო ყუთში ჩაგდებული 6 ლარს არ ცდებოდა... ამ მოძღვარს ოთხი შვილი ყავს შესანახი, რა ქნას? ყველას მიუთითოს ყუთზე? არა, ფული მოთხოვოს , როგორც ვანშია? სახელი გაუტყდება, ამიტომ გამოსავალი ასეთია რამდენიც შეგიძლიათ აგერ ჩადევით მცირე მოწნულ კალათაშიო, და ეს კალათი იქვეა ყველას და რაც მთავარია მამაოს დასანახად, აქ ნამუსობენ. ანუ მე ვფიქრობ, რომ ხალხის შეგნებაა ჯერ ასამაღლებელი, რომ გადახდის მნიშვნელობა კარგად გაიგონ. იხარეთ; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანუდოსელი |
Nov 22 2009, 09:56 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ეგ დიდი პრობლემაა, მე პირადად შევესწარი ორ ფაქტს, ორივე სამწუხაროა... 1. ერთერთმა მოძღვარმა თბილისის ერთერთ წამყვან ეკლესიაში უყვირა ერთერთს ეგ 20 ლარი მათხოვარს მიეციო, იმ და სხვა ტაძრებში ყველამ იცის (არაოფიციალურად), რომ "სტავკა" მაღალია, დაწერენ ჯვარს მაგალითად ცხრას 150 ლარად (მინიმუმი) და მეათეს ფასდაკლებით ან უფასოდ, ეს ხალხის დასანახად... ეს ფაქტი ნომერი პირველი 2. ჩემმა ახლობელმა მოძღვარმა ერთერთ რაიონში ყოფნისას, ასეთი ცდა გააკეთა ჩემი თანდასწრებით მოვიდა ერთიდაიგივე სოციალური ფენის (ანუ საკმაოდ შეძლებულები) ორი ჯგუფი ნათლობაზე, ერთს გარეთ დააცდევინა მეორე შეიყვანა, შემდეგ ერთი გამოვიდა და მეორე ჯგუფი შევიდა, თითოეულის ნათლობის შემდეგ ერთს თხოვა შემოწირულება იქვე ყუთში ჩაეგდო და მეორეს კი მაგიდაზე დაედო (ყველას დასანახად ანუ), იცით რამდენი იყო განსხვავება? 96 % მაგიდაზე შემოწირეს ორმა ნათლიამ სადღაც 80 ლარამდე, ხოლო ყუთში ჩაგდებული 6 ლარს არ ცდებოდა... ამ მოძღვარს ოთხი შვილი ყავს შესანახი, რა ქნას? ყველას მიუთითოს ყუთზე? არა, ფული მოთხოვოს , როგორც ვანშია? სახელი გაუტყდება, ამიტომ გამოსავალი ასეთია რამდენიც შეგიძლიათ აგერ ჩადევით მცირე მოწნულ კალათაშიო, და ეს კალათი იქვეა ყველას და რაც მთავარია მამაოს დასანახად, აქ ნამუსობენ. ანუ მე ვფიქრობ, რომ ხალხის შეგნებაა ჯერ ასამაღლებელი, რომ გადახდის მნიშვნელობა კარგად გაიგონ. იხარეთ; კაიროსი! ერთი "გამოსავალი" ასეთი შეიძლება იყოს: ევროპის მრავალ ქვეყანაში ასეთია, როდესაც ჩვეულ 20% (ან შესაბამისს) იხდი გადასახადებში, იქიდან დაახლეობით 1% შეგიძლია მიზნობრივად განკარგო და დეკლარაციაში ჩაწერო, ჩემი შემოსავლის 1% წავიდეს მაგალითად მართლმადიდებელი ეკლესიის ბიუჯეტში ... -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
Amuza |
Nov 22 2009, 10:07 PM
პოსტი
#4
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 4,040 რეგისტრ.: 15-January 08 მდებარ.: GSE წევრი № 3,638 |
ერთი "გამოსავალი" ასეთი შეიძლება იყოს: ევროპის მრავალ ქვეყანაში ასეთია, როდესაც ჩვეულ 20% (ან შესაბამისს) იხდი გადასახადებში, იქიდან დაახლეობით 1% შეგიძლია მიზნობრივად განკარგო და დეკლარაციაში ჩაწერო, ჩემი შემოსავლის 1% წავიდეს მაგალითად მართლმადიდებელი ეკლესიის ბიუჯეტში ... მშვენიერია. "ია ზა" -------------------- ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი