IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სერიალებს უყურებთ?, ?
Belief
პოსტი Nov 20 2009, 03:45 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 429
რეგისტრ.: 17-February 09
მდებარ.: ar MesRolot Ilia Var
წევრი № 6,512



არ აქვს მნშვნელობა არგენტინულია მექსიკური თუ იტალიური თუ არაბული მაინც დაწერეთ უყურებთ თუ არა რას და რატომ .

და გინდათ თუ არა გადაეჩვიოთ ამ მავნე თვისებას.


ეს ხომ ცოდვაა .


მე მხოლოდ შUა ქალაქს ვუყურებ.


--------------------
მამული,ენა ,სარწმუნოება !
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
lingvo
პოსტი Nov 24 2009, 11:31 AM
პოსტი #2


ვახტანგი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,095
რეგისტრ.: 13-July 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 2,456



”შუა ქალაქს” როგორ უყურებთ მიკვირს. არავითარი ფასეულობა არ არის ამ სერიალში და უკბილო იუმორია ჩემი აზრით. smile.gif
იგივე აზრის ვარ ”ექიმ ჰაუსზე” და ამდაგვარ სერიალებზე.

სულ სხვაა შემეცნებითი სერიალები და ისიც არა ყველა. მაგალითად ძალიან კარგ სერიალად მიმაჩნია კუსტოს წყალქვეშა ოდისეა.

ტელესერიალები და ბავშვები


ტელესერიალებმა ზედიზედ დაიპყრო ყველა ტელეარხი და... ადამიანთა გონება. ამ მარტივმა, მეტწილად ულოგიკო სიუჟეტებმა, ყალბმა ვნებებმა, ნაძალადევმა ტრაგიზმმა ხალხი ისე გაიტაცა, ტელეგმირების ცხოვრებას საკუთარზე მეტად განიცდიან. ბევრი მნიშნველოვან საქმესაც გადადებს, ოღონდ რომელიმე სერია არ გამორჩეს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ბავშვები, რომელთაც ფსიქიკა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ, ამ უგემოვნო ფილმებზე იზრდებიან, ამან კი, საეჭვოა, გავლენა არ მოახდინოს მათი პოროვნების ფორმირებაზე.


სწორედ ამის შესახებ გვესაუბრება თბილისის თაბორის მთის ფერისცვალების მამათა მონასტრის იღუმენი ბართლომე.


- მეფსალმუნე ამბობს: „კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ჰყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ“. ეს უგემოვნო ტელესერიალები ჩვენს სულიერ სამყაროს აღარიბებს. ერთი შეხედვით, მათი სიუჟეტის მთავარი ხაზი სიყვარულია. ჩვენი რელიგია გვასწავლის, რომ სიყვარული ის ერთადერთი ძალაა, რომელიც ადამიანს აცოცხლებს; ბიბლიაში პირდაპირ წერია, რომ ღმერთმა ადამიანი გარდარეული სიყვარულის გამო შექმნა; მაგრამ აქ ღვთაებრივ სიყვარულზეა ლაპარაკი, სერიალებში კი ყველაფერი გაუბრალოებულია, თითქმის ცხოველურ ინსტიქტებამდეა დაყვანილი. ამ ფილმების გმირებს დღეს ერთი უყვართ, ხვალ - მეორე და ამას სიყვარულს უწოდებენ. სიყვარული ხომ სულ სხვა გრძნობაა. იგი ერთ დღეში არ განქარდება. თუ ადამიანმა რამე გაწყენინა და ამის გამო აღარ გიყვარს, ესე იგი, არც არასდროს გყვარებია, მხოლოდ ხორციელ გრძნობას ყოფილხარ აყოლილი. ეს ხომ ცხოველსაც შეუძლია?! ადამიანს ღმერთმა იმისთვის მისცა გონება, რომ ვნება სიყვარულისგან გაარჩიოს.

სერიალებში ხაზს უსვამენ პიროვნების თავისუფლებას. რა თქმა უნდა, ადამიანის უდიდესი ნიჭი სწორედ თავისუფალი ნებაა, მაგრამ ეს აღვირახსნილ ცხოვრებას როდი ნიშნავს; შენი თავის უფალი თუ ხარ, თავის ხელში აყვანა უნდა შეგეძლოს. თუ ადამიანი ვერცხლისმოყვარეობას, შურსა და სხვა ვნებებს აჰყვება, ვერასოდეს იქნება თავისუფალი; იგი მონა გახდება იმ ცოდვისა, რომელსაც სჩადის. ნურც ერთი ჩვენგანი თავს ნუ მოიტყუებს და ნუ იტყვის, რომ თავისუფალია, როცა მასზე ვნება ან რომელიმე სისუსტე ბატონობს.

- ბევრს ტელესერიალებმა საკუთარი თავიც დაავიწყა...

- ბევრგან, განსაკუთრებით სოფლებში, სადაც გაზეთი არ ჩადის, ბიბლიოთეკები აღარ არსებობს, ხალხს გართობის ერთადერთ საშუალებად ტელევიზორი რჩება. ზოგი საგანგებოდ ყიდულობს გენერატორს, რათა უშუქობის დროს სერიალის ნახვა მოახერხოს. განა გასაკვირი არ არის, რომ ზოგ დედას შეუძლია, მშიერ ბავშვს, რომელიც საჭმელს სთხოვს, გაუბრაზდეს კიდევ, მაცალე ფილმის ყურება, დამთავრდება და გაჭმევო. არადა, ქალი ხომ დედობისთვისაა შექმნილი. ტელესერიალების გამო კი ის თავის უპირველეს მოვალეობას ივიწყებს. ბავშვი კი, როცა ხედავს, რომ დედას რაღაც მის თავს ურჩევნია, რომ იმ წუთას სერიალის გმირი უფრო მეტს ნიშნავს მისთვის, უხეშდება და აგრესიულად განეწყობა მშობლის მიმართ.

- როგორ ფიქრობთ, მოსალოდნელი ხომ არ არის, სერიალებში ასახული ცხოვრების წესი ჩვენს სინამდვილეშიც დამკვიდრდეს?

- ამის საშიშროება მართლაც არსებობს. ხალხი ცდილობს, მიბაძოს სერიალების გმირებს. თანდათან ბუნებრივად მიაჩნიათ, რომ რძალს უფლება აქვს, უყვარდეს მაზლი, დედას უფლება აქვს, შვილებს საკუთარი მამა შეაძულოს და მოსთხოვოს, ბიძა უფრო მეტად შეიყვარეთ, რადგან ის უკეთესად გექცევათო. რაღა შორს წავიდე - ამას წინათ ერთმა ქალმა შემომჩივლა, რომ მისი შვილი ყოველ დილას ალაჰის დიდებით იწყებს. თურმე რომელიღაც სერიალიდან გადმოიღო! ტელესერიალების მეშვეობით ჩვენს ცხოვრებაში შემოდის რაღაც უცხო ძალა, უცხო სული. ჩემი აზრით, ეს არის მცდელობა იმისა, რომ უბრძოლველად დაიპყრონ ადამიანის ფსიქიკა და ბოლომდე დაუმორჩილონ ეგრეთ წოდებულ კოსმოპოლიტურ აზროვნებას, რომელსაც კაცობრიობა გადაგვარებისა და გადაშენებისკენ მიჰყავს.

აი, კიდევ ერთი დიდი უბედურება: ქართულ ფილმებს საერთოდ აღარ აჩვენებენ. არ აჩვენებენ არც ერთ სურათს, რომელიც ქართველის სულში მამულის სიყვარულს, ეროვნულ სიამაყეს გააღვიძებდა. ეროვნული ძირებიდან მოწყვეტა იგივეა, რომ ფოთოლმა უარი განაცხადოს საკუთარ ფესვზე და ხიდან მოწყვეტა განიზრახოს. მაშინ ის დაღუპვისთვის იქნება განწირული. ქართველიც, თუ მოსწყდა ქართულ სულს, ქართულ ფილმს, ქართულ წიგნს, განწირულია.

- ყველაზე მეტად კი ეს საფრთხე, ალბათ, მოზარდ თაობას ემუქრება...

- პატარა, რომელიც სერიალს უცქერის, თავისდაუნებურად მისი გავლენის ქვეშ ექცევა. მშობლებმა უნდა იცოდნენ, რაგვარ ფილტრში გაატარონ ის ინფორმაცია, რომელსაც შვილს აწვდიან. არც ერთი დედა ჩვილს მწვადს ან საცივს არ აჭმევს - ეცდება, ადვილად მოსანელებელი საკვები მისცეს. სწორედ ასეთი უხეში საკვებია ბავშვის სათუთი გონებისათვის სერიალი, რომელიც ანგრევს და ამახინჯებს მოზარდის სულს. ამიტომ მშობლების მხრივ უგუნური საქციელია, ბავშვებს სერიალების ყურების ნებას რომ აძლევენ.

- აკრძალვას ეგებ ის სჯობდეს, შვილებს განვუმარტოთ რა არის მისაღები და რა - არა...

- ჩვენი უბედურება ის არის, რომ საზოგადოება ვერ ხვდება, რა არის სერიალში კარგი და რა - ცუდი. რაკი სერიალებმა ასე მოიკიდა ფეხი საქართველოში, საგანგებოდ ვნახე რამდენიმე ნაწყვეტი, რათა გამეგო, თუ რა იდეურ დატვირთვას ატარებს ისინი. ჩვენს ხალხს საკუთარ ძეთა მკვლელობის ცოდვა აწევს; ისინი თავიანთ შვილებს დედის მუცელშივე უსწრაფავენ სიცოცხლეს. ტელესერიალების ღირსებები რა სათქმელია, მაგრამ არ მინახავს სერიალის არც ერთი გმირი, ჩასახულ ბავშვზე უარი რომ ეთქვას. არც ერთი შვილს სასიკვდილოდ არ იმეტებს, მისი ამქვეყნად მოვლინებისათვის იბრძვის. ამას კი ჩვენი ხალხი რატომღაც ვერ ამჩნევს. სიბინძურეშიც შეიძლება იპოვნო მარგალიტი სათნოებისა, მაგრამ... სწორედ ამაზეა ნათქვამი, „თვალნი ასხენ და ვერ ხედავენ, ყურნი ასხენ და არ ესმითო“. ამიტომ სერიალები ადამიანებს, ფაქტობრივად, სულიერი დეგრადაციისკენ განაწყობს, სულს უმახინჯებს და ღმერთს აშორებს.

ყველას ვურჩევდი, არც თვითონ უყურონ და, მით უმეტეს, არც პატარებს მისცენ სერიალების ყურების ნება. აჩვენეთ შვილებს ქართული ფილმები, რომლებიც შეზავებულია „მარილითა მადლისაითა“; აჩვენეთ „გლახის ნაამბობი“, სადაც სათნოებას, სიყვარულს, სინანულს დაინახავენ, აჩვენეთ „ოთარაანთ ქვრივი“ და დაანახეთ დედობრივი სიყვარულის არსი; აჩვენეთ „ნატვრის ხე“, რომელსაც არც ფილოსოფია აკლია, არც ფსიქოლოგია, არც სიღრმე, არც ტრაგიზმი და არც იუმორი, შეაყვარეთ წიგნი, უკითხეთ ზღაპრები, განუმარტეთ, რა არის სიკეთე და რა - ბოროტება.

სერიალი შხამია, რომელიც წვეთ-წვეთად ჩაედინება კაცის გონებაში და მთლიანად იპყრობს მას. ადამიანის თვალში ჭეშმარიტი ღირებულებები უფასურდება და მათ ადგილს ხორციელი სიკეთე იკავებს, არადა, კაცი უმთავრესად სულზე უნდა ზრუნავდეს, მას კი დიდი ინტელექტუალური საზრდო სჭირდება.

მოამზადა ნინო ჩარგეიშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 3, 2004 წ.

http://www.orthodoxy.ge/skhva/serialebi.htm


--------------------
ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
Belief   სერიალებს უყურებთ?   Nov 20 2009, 03:45 PM
protestanti   მე მხოლოდ შUა ქალაქ...   Nov 20 2009, 03:52 PM
b-a-r-b-a-r-e   ბავშვობის მერე სერ...   Nov 20 2009, 04:40 PM
Ligia   ახლა არა მაგრამ მა...   Nov 20 2009, 06:08 PM
ai gogoo   შუა ქალაქს ვუყურებ...   Nov 20 2009, 06:21 PM
protestanti   მითხრა: შვილო მართ...   Nov 20 2009, 06:24 PM
აბე   მამა გიორგი ყიფშიძ...   Nov 20 2009, 08:00 PM
lingvo   აბე მე არც ”შუა ქალ...   Nov 20 2009, 08:38 PM
Amuza   მე ვუყურებ სერიალე...   Nov 20 2009, 08:46 PM
ქევანა   კი ვუყურებ, როგორ ა...   Nov 20 2009, 09:05 PM
ა ნ უ კ ა   ჩემნაიროო :D   Nov 21 2009, 12:48 AM
KAIROS   სერიალი ყურებას ( ა...   Nov 21 2009, 04:56 AM
მხევალი ნინო   Belief ცოდვა რატომ არ...   Nov 21 2009, 10:56 AM
Belief   მხევალი ნინო მაგი ...   Nov 21 2009, 01:18 PM
KAIROS   მასე გააგრძელე :)   Nov 21 2009, 02:05 PM
kato_Bato   იმდენი სერიალი მაქ...   Nov 21 2009, 03:47 PM
იაკობ   ნიკიტას ფანტასტიკ...   Nov 21 2009, 05:55 PM
maikusi   kato_Bato მეც კაი სერიალ...   Nov 21 2009, 06:54 PM
nino84   ახლა რომ დაიწყო "...   Nov 21 2009, 07:13 PM
jariskaci   კი აბა რაა,სერიალი...   Nov 22 2009, 07:56 PM
ქევანა   nino84 მე მაინტერესებს...   Nov 22 2009, 10:08 PM
Amuza   მე ვუყურებ ჩემპიონ...   Nov 22 2009, 10:12 PM
Adam   ვილოცებ შენთვის h...   Nov 23 2009, 10:54 AM
nino84   ქევანა ხო, შედარებ...   Nov 23 2009, 06:21 PM
კობა   რას ამბობთ, სერიალ...   Nov 23 2009, 06:45 PM
aia   არა, სერიალები ჩემ...   Nov 24 2009, 02:33 AM
KAIROS   მდას, ეგ სერიალები...   Nov 24 2009, 04:17 AM
kato_Bato   აი ხომ არის ხოლმე რ...   Nov 24 2009, 09:25 AM
KAIROS   შეინანე :P   Nov 24 2009, 10:10 AM
athos   teo... tee თუ გინდა მაგი...   Nov 24 2009, 10:48 AM
kato_Bato   teo... tee athos :lol: მაიტათ ლი...   Nov 24 2009, 11:01 AM
llaasshhaa   http://www.bucho.my1.ru/308095_shua_500x413.jpg ...   Nov 24 2009, 11:08 AM
მხევალი ნინო   http://www.bucho.my1.ru/308095_shua_500x413.jpg ...   Nov 24 2009, 11:09 AM
llaasshhaa   ოჰოჰოჰოჰოოო :lol: (თა...   Nov 24 2009, 11:10 AM
lingvo   ”შუა ქალაქს” როგორ...   Nov 24 2009, 11:31 AM
მხევალი ნინო   lingvo :blink: :blink: :blink:   Nov 24 2009, 11:36 AM
lingvo   lingvo :blink: :blink: :blink: :კი1:   Nov 24 2009, 11:38 AM
მხევალი ნინო   :კი1: ვახო, კი არ მი...   Nov 24 2009, 11:52 AM
marine   "შუა ქალაქში" მი...   Nov 24 2009, 11:49 AM
marine   ”შუა ქალაქს” როგო...   Nov 24 2009, 11:57 AM
lingvo   მხევალი ნინო არა, ა...   Nov 24 2009, 11:58 AM
მხევალი ნინო   მხევალი ნინო არა, ა...   Nov 24 2009, 01:33 PM
kato_Bato   შუა ქალაქში ძალიან...   Nov 24 2009, 01:36 PM
marine   "შუა ქალაქში" ერ...   Nov 24 2009, 01:38 PM
მაგდალინა   მე კიდე არც კი მეღი...   Nov 24 2009, 01:39 PM
მხევალი ნინო   მაგდალინა მაშინ ა...   Nov 24 2009, 01:48 PM
მაგდალინა   არც ვუყურებ, მაგრა...   Nov 24 2009, 01:49 PM
Lego   დონა ბარბარა მომიკ...   Nov 24 2009, 01:50 PM
marine   დონა ბარბარა მომი...   Nov 24 2009, 01:55 PM
მხევალი ნინო   მაგდალინა მაგდა, ...   Nov 24 2009, 01:53 PM
მაგდალინა   მხევალი ნინო უყურე...   Nov 24 2009, 01:57 PM
kato_Bato   ამერიკული სერიალი ...   Nov 24 2009, 02:00 PM
athos   kato_Bato teo... tee Il falco e la colomba ...   Nov 24 2009, 02:02 PM
მაგდალინა   kato_Bato არ ვიცი, რაზე მ...   Nov 24 2009, 02:03 PM
მხევალი ნინო   მაგდალინა ეჰ, ჩემ...   Nov 24 2009, 02:04 PM
marine   ხოდა, საინტერსსოა,...   Nov 24 2009, 02:09 PM
მაგდალინა   სამწუხაროდ :(   Nov 24 2009, 02:06 PM
kato_Bato   მაგდალინა ხასიათზ...   Nov 24 2009, 02:26 PM
კობა   მაგ მხრივ ბედნიერი...   Nov 24 2009, 02:36 PM
maikusi   მაგდალინა მხევალი...   Nov 24 2009, 02:46 PM
lingvo   რაგინდ კარგი იუმორ...   Nov 24 2009, 02:49 PM
მაგდალინა   ვცადე და რამოდენი...   Nov 24 2009, 02:49 PM
lingvo   ვცადე და რამოდენი...   Nov 24 2009, 02:51 PM
მაგდალინა   lingvo ხალხი აგვიჯანყდ...   Nov 24 2009, 02:52 PM
k@the   საერთოდ სერიალები...   Nov 24 2009, 02:55 PM
b-a-r-b-a-r-e   ბევრი ვერ ხვდება, ...   Nov 24 2009, 06:29 PM
lingvo   ტიპიური მომენტრი ”...   Nov 24 2009, 03:18 PM
marine   ტიპიური მომენტრი ...   Nov 24 2009, 03:29 PM
ქევანა   lingvo [quote]აჩვენეთ „ნატ...   Nov 24 2009, 03:27 PM
lingvo   marine რავიცი აბა მაკა, ...   Nov 24 2009, 03:41 PM
marine   marine რავიცი აბა მაკა,...   Nov 24 2009, 03:44 PM
მხევალი ნინო   lingvo ვახო, მე მგონი ა...   Nov 24 2009, 06:08 PM
izi-bartki   თუ მახსენდება ვუყუ...   Nov 24 2009, 06:18 PM
მაშიკო   სერიალებს არ ვუყურ...   Nov 24 2009, 06:56 PM
ა ნ უ კ ა   lingvo ნუ ბორიალობ რაღ...   Nov 24 2009, 07:00 PM
მაშიკო   ა ნ უ კ ა პირველად მ...   Nov 24 2009, 07:05 PM
ნანინა   "შუა ქალაქს" ვუყ...   Nov 24 2009, 07:06 PM
ა ნ უ კ ა   მაშიკო I არხზე გადი...   Nov 24 2009, 07:07 PM
მაშიკო   ა ნ უ კ ა ფუშფუშა კა...   Nov 24 2009, 07:09 PM
ნანინა   ხალხო ქართულ სერია...   Nov 24 2009, 07:12 PM
მაშიკო   ნანინა ყავა და ლუდ...   Nov 24 2009, 07:17 PM
ნანინა   მაშიკო ვაიმეეეეეე...   Nov 24 2009, 07:23 PM
::სალომე::   ბრაზილიურს და ვითო...   Nov 24 2009, 07:28 PM
lingvo   მაინც არ მომწონს :შ...   Nov 24 2009, 08:39 PM
ნანინა   lingvo სიდედრი რომ გეყ...   Nov 24 2009, 08:41 PM
lingvo   lingvo სიდედრი რომ გეყ...   Nov 24 2009, 08:42 PM
მხევალი ნინო   lingvo ეგ სხვა არის, ნუ...   Nov 24 2009, 08:44 PM
ნანინა   lingvo ვაიმეე ეხლა გაჩ...   Nov 24 2009, 08:45 PM
lingvo   ნანინა ეგ ანეკდოტე...   Nov 24 2009, 08:48 PM
b-a-r-b-a-r-e   [b]ნანინა ეგ ანეკდო...   Nov 24 2009, 10:26 PM
ნანინა   lingvo შენ ამბობ რომ რე...   Nov 24 2009, 08:51 PM
ა ნ უ კ ა   lingvo კარგი აგიღწერ, რ...   Nov 24 2009, 08:53 PM
მხევალი ნინო   lingvo სხვა თემაში. ხო...   Nov 24 2009, 08:58 PM
llaasshhaa   დედას ბუშტი: ვააჰ...   Nov 24 2009, 10:17 PM
kato_Bato   lingvo ლინგვო, რა მეცხრ...   Nov 24 2009, 10:21 PM
llaasshhaa   ზოგჯერ მაოცებ ხოლ...   Nov 24 2009, 10:23 PM
Amuza   სიდედრზეე გამახსე...   Nov 24 2009, 11:45 PM
lingvo   ამით იმ კაცს გაუმა...   Nov 25 2009, 11:08 AM
marine   სერიალს "შუა ქალა...   Nov 25 2009, 12:25 PM
მაშიკო   lingvo-ს აშკარად ძალია...   Nov 25 2009, 12:31 PM
3 გვერდი V  1 2 3 >


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 06:10 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი