სერიალებს უყურებთ?, ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სერიალებს უყურებთ?, ? |
Belief |
Nov 20 2009, 03:45 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 429 რეგისტრ.: 17-February 09 მდებარ.: ar MesRolot Ilia Var წევრი № 6,512 |
არ აქვს მნშვნელობა არგენტინულია მექსიკური თუ იტალიური თუ არაბული მაინც დაწერეთ უყურებთ თუ არა რას და რატომ .
და გინდათ თუ არა გადაეჩვიოთ ამ მავნე თვისებას. ეს ხომ ცოდვაა . მე მხოლოდ შUა ქალაქს ვუყურებ. -------------------- მამული,ენა ,სარწმუნოება !
|
k@the |
Nov 24 2009, 02:55 PM
პოსტი
#2
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
საერთოდ სერიალების ხანდახან ყურება არაფერი საგანგაშო არაა, მანამ სანამ სერიალის გულისათვის ოჯახის დიასახლისი ქმარ-შვილს მშიერს არ დატოვებს . დანარჩენი ვინ რა სერიალს უყურებს, ალბათ ამ ადამიანის შინაგან განწყობაზეა დამოკიდებული, იმაზე თუ რა აკლია, ან იმაზე თუ რა აინტერესებს. ზოგს სერიალები, საკუთარი მძიმე ცხოვრებისაგან გასაქცევად უნდა, რთულია გაამტყუნო როცა არ იცი მართლაც რა უჭირს იმ ადამიანს ცხოვრებაში. ასე ცხოვრობენ ზოგი უამრავი "სხვა" ტელესერიალების გმირების ცხოვრებით. ალბათ დანაკლისს ივსებენ, როცა სხვისი ოჯახური ცხოვრების ბედნიერებით ხარობენ. როცა შაბათ-კვირა ეჯავრებათ, სერიალები რომ არ გადის ტვ-ში იმის გამო. არადა მე როგორ მიყვარს შაბათ-კვირა ). სამწუხარო ისაა, რომ ზოგს არც თუ ისე ცუდი ცხოვრება აქვს, იმ რეალობას რომ გაექცეს და მაინცადამაინც ტელესერიელების გმირების ცხოვრებით იცხოვროს და ბევრი ვერ ხვდება, რომ ამ სერიალებისთვის დათმობილ დროს საკუთარ და თავისი ახლობლების ცხოვრებას პარავს. ისე შუა ქალაქს მეც ვუყურებ და ბევრ რამეზე ვხალისობ. ჩამოვიწერთ ხოლმე ინტერნეტიდან და ოჯახურ კინოსეანსს ვაწყობთ . არის მასში რაღაცეები გაშარჟებული, რაც მართლა ხდება ქართულ რეალობაში , მართალია გაბუქებულიცაა, მაგრამ მაინც სახალისოდაა წარმოჩენილი. ჰაუსის სერიებიც მინახავს და მომწონს, სხვადასხვა კრიმინალური სერიები, როცა ერთ სერიაში 1 აზრი-მოვლენა მთავრდება ეგ მიყვარს . მარა სისტემატურად ვერასოდეს ვერ ვუყურებ, მავიწყდება, ძალიან არააზარტული ვარ, სერიის გამოტოვება არ მაღელვებს ) -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 11:00 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი