რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რამდენად სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეკლესიის დაფინანსება. |
егри |
Sep 8 2007, 03:47 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 49 რეგისტრ.: 8-September 07 წევრი № 2,705 |
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი იმ გადასახადებით ფორმირდება, რომელსაც საქართველოს რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირები იხდიან.
მათ შორის მრავალია მუსლიმი (დაახლოებით 500 000 ათასი აზერბაიჯანელი), მიაფიზიტი (დაახლოებით 400 000 სომეხი), ათეისტი, კათოლიკე, იეღოველი, ორმოცდაათიანელი, ბაპტისტი და სხვა აღმსარებლობის ადამიანი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ არამართლმადიდებლების მიერ გადახდილი თანხებით მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსება? და საერთოდ სახელმწიფოს მიერ ეკლესიის დაფინანსება? |
ბადრი |
Nov 24 2009, 07:20 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,332 რეგისტრ.: 30-October 08 მდებარ.: წყალტუბო წევრი № 5,866 |
Otherguy
რისი თქმა გინდა? რაღაც მეგობრულ გულისტკივილს ვერ ვხედავ თქვენს ნაწერში -------------------- "უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"
"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17) |
Otherguy |
Nov 24 2009, 07:29 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,802 რეგისტრ.: 25-February 09 მდებარ.: Sorrow Hill წევრი № 6,554 |
Otherguy რისი თქმა გინდა? რაღაც მეგობრულ გულისტკივილს ვერ ვხედავ თქვენს ნაწერში გააჩნია ვის ან რის მიმართ? მე დავწერე კონკრეტული ფაქტი პატრიარქ კირილზე... შემდეგ ვაჭრობაზე ეკლესიაში... როცა ეს არავის აწუხებს(ასე ჩანს), მაშინ რა გულისტკივილი უნდა ჩანდეს ჩემი მხრიდან? თუ თქვენ მაგას არ მიიჩნევთ არასწორად და თქვენი არგუმენტები გაქვთ, მე რატომ მქონდეს გულისტკივილი? ძალიან უხეში გამოთქმაა მაგრამ ყველა თავის თავზეა პასუხისმგებელი, რადგან როცა ვიღაცა რაღაცაზე არ საუბრობს და არ აკრიტიკებს, ესეგი მას ის არ აწუხებს... მე როცა თქვენი ეკლესიის წევრი გავხდები, მაშინ ნამდვილად მექნება გულისტკივილი და შევეცდები გამოვასწორო... თუმცა მომავალი თაობებისთვის უფრო... ეს ვაჭრობებს არ ეხება, უფრო სხვა რამეებზეა საუბარი... რაც შეეხება გულისტკივილს, კვლავ ვამბობ- ბედნიერ და კმაყოფილ ადამიანზე გულისტკივილი მე არ გამიგონია... მე ვერ ვხედავ თქვენი მხრიდან მსგავსი ტიპის დამოკიდებულებას ამ საკითხის მიმართ... ასე რომ მე მხოლოდ ფაქტის აღნიშვნით შემოვიფარგლე... იმედია სწორად გამიგეთ, ბეწვის ხიდზე მიწევს სიარული ამ პოსტის წერისას, არ მინდა არასწორედ გამიგოთ... -------------------- 43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა... 46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? |
sable |
Nov 24 2009, 07:34 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,694 რეგისტრ.: 29-August 07 წევრი № 2,651 |
იმედია სწორად გამიგეთ, ბეწვის ხიდზე მიწევს სიარული ამ პოსტის წერისას, არ მინდა არასწორედ გამიგოთ... ცილისწამებას სწორად არ გაგიგებს არავინ! -------------------- გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი